For IPN
mkurnali

ანონსი

 
#16 12/08/2010
რევმატოლოგია
როგორ ვუმკურნალოთ სახსართა დაავადებებს 06.07.10

დღეს სახსართა დაავადებების სამკურნალო მედიკამენტთა არსენალი საკმაოდ დიდია. ექიმები არც მეთოდების სიმცირეს უჩივიან. უკვე შესაძლებელია, ეფექტურად ვუმკურნალოთ იმას, რის განკურნებაც თუნდაც ათი წლის წინ შეუძლებელი გვეჩვენებოდა. მაგრამ ის, ვისაც სახსრები აწუხებს, მოთმინებით უნდა აღიჭურვოს - ართრიტის, ართროზის, ხერხემლისა და სახსრების სხვა დაავადებების მკურნალობა ექიმისა და ავადმყოფის ერთობლივ სკრუპულოზურ მუშაობას მოითხოვს. სახსართა სამკურნალო თანამედროვე მედიკამენტებზე სასაუბროდ ვეწვიეთ საქართველოს რკინიგზის დეპარტამენტის სანიტარიული სამსახურის მთავარ რევმატოლოგს, ნ. ს. კახიანის სახ. საგზაო კლინიკური საავადმყოფოს რევმატოლოგიური განყოფილების გამგეს ნუნუ ტატიშვილს.


 
ავტორი: ლალი ჩხიკვაძე დაწვრილებით...
ართროზი 06.07.10

ართროზი სახსრების ყველაზე გავრცელებული დაავადებაა, რომელიც შრომის უნარის დაკარგვის, ცხოვრების ხარისხის გაუარესების მთავარ მიზეზს წარმოადგენს. დღეს მსოფლიოში ართროზით მილიონობით ადამიანია დაავადებული. ახალგაზრდა პაციენტებს შორის მამაკაცები ჭარბობენ, ხანში შესულებს შორის კი ქალები. 45 წლისთვის ეს დაავადება მოსახლეობის 2%-ს აქვს, 45-დან 64 წლამდე - 30%-ს, 65 წლიდან კი 63-85%-ს. ართროზი ყველაზე ხშირად მტევნისა და ტერფის, ხერხემლის კისრისა და წელის განყოფილებათა სახსრებს (სპონდილოართროზი) აზიანებს, თუმცაღა საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის დაზიანების სიმძიმის მიხედვით პირველ ადგილს მენჯ-ბარძაყის (კოქსართროზი), მუხლის (გონართროზი), ტერფისა და მხრის სახსრის ართროზები იკავებს. დაავადების შესახებ რევმატოლოგი ნინო ჩრდილელი გვესაუბრება.

 
ავტორი: ეკა ჭავჭავაძე დაწვრილებით...
სახსართა გამოკვლევის ინსტრუმენტული მეთოდები 06.07.10

ულტრაბგერითი გამოკვლევა
სახსრების ულტრაბგერით გამოკვლევას დიდი სადიაგნოსტიკო მნიშვნელობა აქვს, ვინაიდან ულტრაბგერითი რხევების გავლისას განისაზღვრება გამოსაკვლევი არის სტრუქტურული და ფიზიკური თვისებები. ულტრაბგერითი გამოკვლევა მაღალინფორმაციულია სასახსრე ნაპრალში მცირე მოცულობის გამონაყოფის აღმოსაჩენად, იოგებისა და იოგთაშორისი არეების შესასწავლად. აღნიშნული გამოკვლევით შესაძლებელია სინოვიური გარსის ცვლილებების გამოვლენა რევმატოიდული ართრიტის დროს. ულტრაბგერითი დოპლერული სკანირებით შესაძლებელია შეფასდეს სინოვიური გარსის ვასკულარიზაციის ხარისხი, ძვლების კონტურები, სასახსრე ნაპრალის სიფართოვე, გამოვლინდეს ძვლების ეროზია და სხვა.

 
ავტორი: თინათინ გოცაძე დაწვრილებით...
ართრიტი 06.07.10

გვესაუბრება რევმატოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის ექიმი, რევმატოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი მამუკა ლორთქიფანიძე.


- რა არის ართრიტი და რა სიმპტომები ახასიათებს მას?
- თუ ტერმინს სიტყვასიტყვით განვმარტავთ, ართრიტი არის სახსრის ანთება, რომელსაც ახასიათებს ანთების კლასიკური ნიშნების აღმოცენება. ეს ნიშნებია შეშუპება, გაწითლება, ტკივილი, ტემპერატურის მომატება და ფუნქციის მოშლა. ართრიტის დროს სახსარი შეშუპებულია, რის გამოც პაციენტები ამჩნევენ, რომ სახსრის ფორმა შეცვლილია, სახსრის მიდამოში აღინიშნება სიწითლე, შეხებისას შევიგრძნობთ, რომ ამ არეში ტემპერატურა მომატებულია, პაციენტი უჩივის ტკივილს, რომელიც ხშირად ძალიან შემაწუხებელია, სახსარში მოძრაობა შეზღუდულია, ზოგჯერ შეუძლებელიც კი.

 
ავტორი: მარიკა დვალი დაწვრილებით...
სახსრები 06.07.10

სახსარი ორი ან რამდენიმე ძვლის თავისუფალი, მოძრავი და ნახევრად მოძრავი შეერთებაა, რომელიც საყრდენ-მამოძრავებელ სისტემას საკმაოდ რთულ და მრავალფეროვან მოძრაობათა შესრულების უნარს სძენს. სახსარი რამდენიმე ძვლის მარტივი შეერთება როდია; მას აქვს სახსრის თანმხლები, ძირითადი ელემენტები, რომელთა ფუნქციის მოშლაც ცალკეული სახსრის ფუნქციის მოშლას, მის გადაგვარებას და უძრაობასაც კი იწვევს. სახსარს ძირითად ელემენტებთან ერთად აქვს დამატებითი ანატომიური წარმონაქმნებიც - სახსრის დამატებითი ელემენტები.

 
ავტორი: ეკა ჭავჭავაძე დაწვრილებით...
როგორ ვუმკურნალოთ სახსრებს 07.05.10

იქნებ გვირჩიოთ, როგორ ვუმკურნალოთ სახსრებში არსებულ მარილოვან წანაზარდებს ან შევამციროთ მაინც მათი ჩალაგების ინტენსივობა.

დავიწყებ იმით, რომ "სახსრებში მარილების ჩალაგება" რამდენადმე არაზუსტი ტერმინია. პირდაპირი მნიშვნელობით ის მხოლოდ პოდაგრას ანუ სახსრებში შარდმჟავა მარილების (ურატების) ჩალაგებას შეესაბამება, სხვა შემთხვევაში კი მარილებზე საუბრისას იგულისხმება სახსრების ისეთი დაავადებები, როგორიც არის, მაგალითად, ოსტეოქონდროზი, ოსტეოართროზი და ართრიტი. სახსრების დაავადებები თანამედროვე მედიცინის ძალზე აქტუალური პრობლემაა.

 
ავტორი: თინათინ გოცაძე დაწვრილებით...
რატომ გვტკივა მუხლები 15.04.10

 

რედაქციაში უამრავი წერილი მოდის, სადაც მკითხველები გვთხოვენ, მუხლის სახსრების ტკივილის გამომწვევ მიზეზებსა და მისი მკურნალობის საშუალებებზე მოვუთხროთ. ამ თემაზე სასაუბროდ მეოთხე კლინიკური საავადმყოფოს ექიმ რევმატოლოგს ხათუნა ლეწვერიძეს ვეწვიეთ.

- მკითხველი გვწერს: "სამი თვეა, მტკივა ცალი მუხლი. ვიმკურნალე ანთების საწინააღმდეგო საშუალებებით, მაგრამ უშედეგოდ. ტკივილი ვრცელდება იმავე მხარეს თეძოს თავზე. გავიკეთე სისხლის ანალიზი - მომატებულია თრომბოციტები. ვის მივმართო და რა გამოკვლევები ჩავიტარო?"

 
ავტორი: ლალი ჩხიკვაძე დაწვრილებით...
რისი ბრალია ტკაცუნი 27.03.10

ყოველი დახრისას მუხლების ტკაცუნი მესმის. ძალიან უსიამოვნო შეგრძნებაა. რისი ბრალი შეიძლება იყოს? გამოკვლევა ხომ არ არის საჭირო მიზეზის დასადგენად?

მუხლის სახსრის პრობლემებს მრავალი მიზეზი აქვს. პირველ ადგილზეა ტრავმები (მყესების დაჭიმვა ან დაწყვეტა, მენისკი), მაგრამ მუხლთან დაკავშირებული შემთხვევების 80% ხრტილოვანი ქსოვილის კვების დარღვევას უკავშირდება. ყველაფრის თავიდათავია მემკვიდრეობა, ინფექციები, ენდოკრინული დაავადებები, გაცხიმოვნება. ართროზის დიაგნოზი შესაძლოა ძალიან ახალგაზრდა ქალსაც კი დაუსვან.

 
ავტორი: ნანა კალანდაძე დაწვრილებით...
<< პირველი < წინა 1 2 შემდეგი > ბოლო >>