For IPN
mkurnali

ანონსი

 
#16 12/08/2010
ზოგადი ქირურგია
სხეულის ტემპერატურა ტრავმებისა და ქირურგიული დაავადებების დროს 24.09.09

ამ სტატიის დაწერისკენ მკითხველთა იმ წერილებმა გვიბიძგა, რომლებიც მრავლად მოდის "ოჯახის მკურნალის" რედაქციაში და სადაც მკითხველები ოპერაციის შემდგომ ტემპერატურას უჩივიან და მის მიზეზებს ეძიებენ. გაგაცნობთ ზოგიერთ მათგანს:

 
ავტორი: დევი დევიძე დაწვრილებით...
ფილტვის დაავადებათა მკურნალობა 12.03.09
ფილტვი სასიცოცხლო მნიშვნელობის ორგანოა, მაგრამ ყველამ როდი იცის, რომ ამ ორგანოს დაავადებებს გულ-სისხლძარღვთა სისტემის პათოლოგიების შემდეგ მეორე ადგილი უკავია მთელ მსოფლიოში, ხოლო დიდ ბრიტანეთში უსწრებს კიდეც გულის დაავადებებს. ფილტვის დაავადებებით გამოწვეული ფინანსური ზარალი ევროპაში დაახლოებით 102 მილიარდ ევროს შეადგენს.
ფილტვის დაავადებებზე გვესაუბრება აკად. ზ. ცხაკაიას სახელობის თორაკო-აბდომინალური კლინიკის გულმკერდის ქირურგი კობა კობიძე.
 
ავტორი: ლალი ჩხიკვაძე დაწვრილებით...
ჭრილობა 10.03.09

კანის, ლორწოვანი გარსისა და ღრმად მდებარე ქსოვილების დაზიანებას ჭრილობას უწოდებენ. ჭრილობას ყოველთვის მექანიკური დაზიანება იწვევს და დეფექტთან ერთად მის გარშემო არსებული ქსოვილების მეტ-ნაკლები დაზიანებაც აღინიშნება. ჭრილობას, მისი ხასიათის, აგრეთვე - დაზიანების სიმძიმის კვალობაზე, ხშირად სდევს თან ამა თუ იმ სიძლიერით გამოხატული ადგილობრივი და ზოგადი მოვლენები, რაც ჭრილობის მიმდინარეობისა და დაჭრილის მდგომარეობის განმსაზღვრელია. ასეთ შემთხვევაში ამბობენ, რომ ადამიანს აქვს ჭრილობით გამოწვეული დაავადება, მოკლედ - ჭრილობით დაავადება.

 
ავტორი: დევი დევიძე დაწვრილებით...
პანარიციუმი და მისი მკურნალობა 25.02.09

პანარიციუმს - თითების ჩირქოვან დაავადებას - საქართველოში საწერელს ან დუდკოს უწოდებენ.
თითის ქსოვილებში ჩირქმბადი მიკრობები უმთავრესად კანიდან ხვდება, სისხლის გზით ინფექციის შეჭრა იშვიათია. თითების ვრცელი დაზიანება, მაგალითად, ჭრილობა, დამწვრობა, პანარიციუმს თითქმის არასოდეს იწვევს. სამაგიეროდ, მის განვითარებაში გადამწყვეტ როლს ასრულებს როგორც ხილული ტრავმა, ისე მიკროტრავმა (ნაჩხვლეტი, ნაკაწრი და სხვა). პანარიციუმის განვითარებას ხელს უწყობს დიაბეტი, ავიტამინოზი, სისხლის მიმოქცევისა და ნივთიერებათა ცვლის მოშლა.

 
ავტორი: დევი დევიძე დაწვრილებით...
პუნქცია და მისი თავისებურებანი 20.02.09

რას წარმოადგენს პუნქცია 

პუნქცია გულისხმობს სხეულის რომელიმე ღრუს, სისხლძარღვის ან ქსოვილის გაჩხვლეტას სამკურნალო ან დიაგნოსტიკური მიზნით. ამ მეთოდით სხვადასხვა ორგანოდან, სისხლძარღვიდან, ღრუდან თუ პათოლოგიური წარმონაქმნიდან მიიღება მასალა საფუძვლიანი შესწავლისა და ანალიზისათვის. დიაგნოსტიკური მიზნით პუნქციას მიმართავენ ცალკეულ ორგანოთა და ორგანოთა სისტემების ფუნქციის შესასწავლად (შეჰყავთ რენტგენო-კონტრასტული, რადიაქტიური და სხვა ნივთიერებები). პუნქციას იყენებენ მსხვილ სისხლძარღვებსა და გულის საკნებში წნევის გასაზომად, სპეციალური ინსტრუმენტებით ორგანოთა დასათვალიერებლად.

 
ავტორი: თინათინ გოცაძე დაწვრილებით...
ქირურგიული პრობლემები - პერიტონიტი და ასციტი 20.02.09

მედიცინისა და, შესაბამისად, ადამიანის ჯანმრთელობისადმი დამოკიდებულება ჩვენს დროში შესამჩნევად შეიცვალა. წინათ, იმ ავადსახსენებელ საბჭოთა ეპოქაში, როცა სამედიცინო მომსახურება ასე თუ ისე უფასოდ ითვლებოდა, სასწრაფო დახმარების ექიმები ვალდებულნი იყვნენ, მუცლის ტკივილით შეწუხებული პაციენტი აუცილებლად საავადმყოფოში გადაეყვანათ, ახლა კი საკმარისია, ავადმყოფმა ან მისი ოჯახის წევრმა ერთ ფარატინა ფურცელს, რომელიც სასწრაფოს ექიმებს პასუხისმგებლობისგან ათავისუფლებს, მოაწეროს ხელი და ყველაფერი რიგზეა. თუმცა ისიც უნდა ვთქვათ, რომ ექიმი დღესაც ვალდებულია, აუხსნას ავადმყოფს მოსალოდნელი შედეგები და უფრო მეტიც - საავადმყოფოში გადაყვანის აუცილებლობაში დაარწმუნოს. რითია გამოწვეული მუცლის ტკივილისადმი ასეთი განსაკუთრებული დამოკიდებულება, ამას მკითხველი ჩვენი სტატიის მეშვეობით შეიტყობს.

 
ავტორი: დევი დევიძე დაწვრილებით...
სისხლდენა 11.02.09

ადამიანები სისხლს უხსოვარი დროიდან მაგიურ ძალას მიაწერდნენ, მასზე იფიცებდნენ ერთგულებას, მისით ამტკიცებდნენ ხელშეკრულებებს. ამ საოცარი სითხის საიდუმლოს ამოხსნას საუკუნეები დასჭირდა. დღეს სისხლი აღიარებუ-ლია ადამიანის ერთ-ერთ ძირითად ბიოლოგიურ სითხედ, რომელიც მუდამ მოძრაობაშია. დღე-ღამეში ჩვენი სისხლძარღვოვანი ქსელის ლაბირინთში საშუალოდ 200 ათასი ლიტრი სისხლი გაედინება. იგი მონაწილეობს სხეულის თერმორეგულაციაში, იცავს მას უცხო აგენტებისგან, 300 ტრილიონამდე უჯრედს საკვები ნივთიერებებით და ჟანგბადით ამარაგებს, იქიდან კი

 
ავტორი: ეკა ჭავჭავაძე დაწვრილებით...
რა უნდა ვიცოდეთ სისხლდენის შესახებ 10.02.09

ვესაუბრებით თსსუ-ის ურგენტული ქირურგიის კათედრის პროფესორს, მ. შარაშიძის სამედიცინო ცენტრის ქირურგიული განყოფილების გამგეს, მედიცინის დოქტორ ალექსანდრე გორდელაძეს.

- ბატონო ალექსანდრე, რამ შეიძლება გამოიწვიოს სისხლდენა?
- სისხლდენის უშუალო მიზეზი სისხლძარღვის დაზიანებაა. სისხლძარღვი შესაძლოა დააზიანოს მექანიკურმა ფაქტორმა, პათოლოგიურმა პროცესმა (ავთვისებიანმა სიმსივნემ, ჩირქოვანმა ანთებამ, წყლულმა). გარდა ამისა, სისხლდენის მიზეზად შესაძლოა იქცეს სისხლის წნევისა და ატმოსფერული წნევის ცვალებადობა და სისხლის ქიმიური თვისებების შეცვლა, კერძოდ, შედედების უნარის დაქვეითება. შესაძლოა, სისხლის წითელი ბურთულები დაუზიანებელი სისხლძარღვის კედლიდანაც გამოვიდეს, მაგალითად, ანთებითი და შეშუპებითი მოვლენების დროს.

 
ავტორი: ლალი ჩხიკვაძე დაწვრილებით...
<< პირველი < წინა 1 2 შემდეგი > ბოლო >>

ოჯახის მკურნალი

#15 29/07/2010
#-15
#-14
#-13