For IPN
mkurnali

ანონსი

 
#16 12/08/2010
ფსიქოლოგია
ფსიქოლოგიური დახმარება 02.09.10

მყავს შეყვარებული. ერთმანეთი ძალიან გვიყვარს. მე მას ყველაფერს ვუყვები, ყველა საიდუმლოს ვუზიარებ და პრობლემაც სწორედ ამაშია. ის ფიცხია და ვერ იტანს, როცა ვუამბობ, რომ ვინმემ ყურადღება მომაქცია, გამიღიმა ან ქათინაური მითხრა, მაგრამ თუ რაიმეს არ მოვუყვები, ბრაზდება და მთხოვს, რომ არაფერი დავუმალო. მას მიაჩნია, რომ მის გარეშე არ უნდა შევხვდე მეგობრებს. მე მასთან ოჯახის შექმნას ვაპირებ, მაგრამ ეჭვი მეპარება, რომ ბედნიერი ვიქნები. სწორად ვიქცევი თუ არა? თამუნა, 23 წლის

 
ავტორი: ნანა კალანდაძე დაწვრილებით...
კლიმაქსი და მასთან დაკავშირებული ფსიქიკური პრობლემები 02.09.10

40-45 წლიდან ქალის ორგანიზმში ე. წ. ინვოლუციის პროცესი იწყება. საკვერცხეები სულ უფრო ნაკლებად რეაგირებენ ჰიპოფიზის (ტვინის დანამატი, შინაგანი სეკრეციის ჯირკვალი) მიერ გამომუშავებულ ჰორმონებზე. თავის მხრივ,  ვეღარც ჰიპოფიზი იღებს საკვერცხეებისგან სათანადო ნიშანს და ამგვარად მთელი მენსტრუალური ციკლი ირღვევა. ეს არის კლიმაქსის დასაწყისი. 40-50 წლის ასაკში ოვულაცია (მომწიფებული ფოლიკულის გასკდომის ფაზა, რომლის დროსაც კვერცხუჯრედი საკვერცხიდან გამოდის) რეგულარულად აღარ მიმდინარეობს. არარეგულარული ხდება მენსტრუალური სისხლდენაც. შესაბამისად, მცირდება განაყოფიერების შესაძლებლობა. ამ პერიოდში ქალის ორგანიზმში სასქესო ჰორმონები (ესტროგენები) უმნიშვნელო რაოდენობით მაინც გამომუშავდება, ყვითელი სხეულის ჰორმონი კი საერთოდ აღარ წარმოიქმნება და მენსტრუაცია წყდება.

 
ავტორი: თინათინ გოცაძე დაწვრილებით...
ნევროზისა და დეპრესიის ფსიქოლოგიური საფუძველი 02.09.10

დეპრესიული მდგომარეობა
დეპრესია თითქმის ყველას გამოუცდია. საყვარელი ადამიანის გარდაცვალების ან სიყვარულში იმედგაცრუების გამო სასოწარკვეთილ ადამიანს გუნება-განწყობა ეცვლება და უსიამოვნო ფიქრებს თავს ვერ აღწევს. დუნდება ყველა ფსიქიკური პროცესი, ირღვევა ძილი. როცა ასეთი მდგომარეობა ორ კვირაზე მეტხანს გასტანს, ამბობენ, რომ ადამიანს აქვს დეპრესია. დეპრესია ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დაავადებაა, თუმცა მკურნალობას სხვებზე უკეთ ექვემდებარება. ყოველ მეოთხე ქალსა და ყოველ მეათე მამაკაცს დეპრესია სიცოცხლეში ერთხელ მაინც ემართება. საბედნიეროდ, მათი 80-90 პროცენტი წარმატებით იკურნება.

 
ავტორი: ნანა კალანდაძე დაწვრილებით...
ფსიქოლოგიური დახმარება 23.08.10

მყავს ორი პატარა გოგონა და მოზარდი ვაჟი. სამივე საშინლად ფეთხუმი და დაუდევარია. სახლს ყოველ დილით ძირისძირობამდე ვალაგებ, მაგრამ შუადღისას ყველაფერი ისევ თავდაყირა დგას. ისე ვატყობ, ბავშვებისთვისაც და ჩემი ქმრისთვისაც სულერთია, სისუფთავეა სახლში თუ სიბინძურე, წესრიგია თუ ზედახორა. უამრავ ენერგიას ვხარჯავ, მაგრამ არავინ მიფასებს... ნინო, 36 წლის

რამდენად მნიშვნელოვანია სისუფთავე და წესრიგი თავად თქვენთვის? წარმოიდგინეთ, მარტო რომ ცხოვრობდეთ და დღის უდიდეს ნაწილს სამსახურში ატარებდეთ, რამდენად ხშირად შეძლებდით სახლის დალაგებას, რას გააკეთებდით ყოველდღე და რას - დროგამოშვებით. ჩამოწერეთ იმ საქმეების სია, რასაც წესრიგის დასამყარებლად აკეთებთ და დაფიქრდით, რა არის ნამდვილად აუცილებელი, გადაუდებელი და რისი გაკეთება შეიძლება უფრო იშვიათად. შემდეგ გადაწყვიტეთ, საოჯახო საქმეების რა ნაწილი გადაულოცოთ მეუღლეს და რა - უფროს შვილს. რაც უფრო მეტად მიიღებენ მონაწილეობას ოჯახის წევრები სახლის დალაგებაში, მით უფრო მოწესრიგებულნი გახდებიან. 

 
ავტორი: ნანა კალანდაძე დაწვრილებით...
მიმიკა, ჟესტი და გრძნობები 18.08.10

ობიექტურ სინამდვილესთან ურთიერთობისას ადამიანის ცნობიერებაში სხვადასხვა განცდა ჩნდება. ჩვენ ვხედავთ კონკრეტულ საგნებს ყველა მათი გრძნობადი თვისებით - აღვიქვამთ მათ ფერს, ზომას, ფორმას, სუნს, გემოს, სიმძიმეს, ტემპერატურას და თითოეული ეს შინაარსი ჩვენში იწვევს რაღაც ემოციურ მდგომარეობას, რაღაც გრძნობას, სასიამოვნოს ან უსიამოვნოს. ერთი სიტყვით, ჩვენ აღვიქვამთ საგანს ან მის ცალკეულ თვისებას და ამ აღქმასთან ერთად ის გრძნობაც გვეძლევა, რომელსაც ამ საგნის ან მისი ცალკეული თვისების აღქმა იწვევს ჩვენში.

 
ავტორი: ნანა კალანდაძე დაწვრილებით...
ფსიქოლოგიური დახმარება 18.08.10

მყავს შეყვარებული. თბილი და ალერსიანი ადამიანია, ერთმანეთისა კარგად გვესმის, მაგრამ ჩემს ძმასა და მშობლებს არ მოსწონთ და მთხოვენ, დავშორდე... არ ვიცი, რა ვიღონო. ანი, 18 წლის

პირველი სიყვარული, პირველი რომანტიკული ურთიერთობა მართლაც ძალიან მშვენიერია, მაგრამ ამ ასაკში გონება ხშირად გულს ემორჩილება. ბევრ რამეს ყურადღებას არ აქცევ, გეჩვენება, რომ ეს ნამდვილი სიყვარულია და ამის იქით ვერაფერს ხედავ ან არ გინდა დაინახო. არც მშობლების აზრს ითვალისწინებ, მათ წინააღმდეგობას კი ნამდვილ ტრაგედიად აღიქვამ.

 
ავტორი: ნანა კალანდაძე დაწვრილებით...
რატომ გვიჭირს ერთად ყოფნა 18.08.10

კაცმა რომ თქვას, "რატომ" მოცემულ კონტექსტში უსასრულოდ ბევრია: რატომ ჭირს ურთიერთგაგების მიღწევა? რატომ ამოიწურება ხოლმე ურთიერთობები და რატომ არის ასეთი ძნელი მათი გაწყვეტა? არსებობს ერთი ბანალური ფრაზა, რომელიც იმდენად უბრალოა, სასაცილოც კი მოგეჩვენებათ, მაგრამ შინაარსით მეტად კონცეპტუალურია: ქალი თხოვდება იმ იმედით, რომ მამაკაცი აუცილებლად შეიცვლება, ხოლო მამაკაცი იმ იმედით ირთავს ცოლს, რომ ქალი არასოდეს შეიცვლება. ამაშია სწორედ პრობლემის არსი.

 
ავტორი: ლალი ჩხიკვაძე დაწვრილებით...
ფსიქოლოგიური დახმარება 07.07.10

ჩემი საქმრო ქვრივია და 7 წლის ვაჟს მარტო ზრდის. მას იმედი აქვს, რომ ბიჭს დედობას გავუწევ, მე კი ეს არ მსურს, თუმცა ბავშვი ძალიან კარგია. როგორ მოვიქცე? ირინა, 34 წლის

თქვენ ბიჭუნას დედა არ ხართ და ეს ორივემ კარგად იცით, მაგრამ თუ ერთად ცხოვრებას აპირებთ, შეეგუეთ იმ აზრს, რომ გარკვეული მოვალეობები გექნებათ. წინასწარ შეუთანხმდით საქმროს არა აბსტრაქტულ, არამედ კონკრეტულ ქმედებებზე:

 
ავტორი: ნანა კალანდაძე დაწვრილებით...
<< პირველი < წინა 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 შემდეგი > ბოლო >>