რუბრიკები
ოჯახის მკურნალი
კითხვა-პასუხი
გოლდ რეი - GOLD RAY - ГОЛД РЕЙ

მწარმოებელი:

WORLD MEDICINE, დიდი ბრიტანეთი

საერთაშორისო დასახელება: comb.drug

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ანტიოქსიდანტი, იმუნომოდულატორი.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

კაფსულები: ბლისტერზე 5 ც., შეფუთვაში 2 ბლისტერი.

1 კაფს.

ნატურალური ფუტკრის რძე

(ლიოფილიზატი HAD 5.8%) ..........   1000 მგ

ბეტა-კაროტინი

(A ვიტამინის პროვიტამინი) .........    2500 სე

ხორბლის ღივების ზეთი .................   500 მგ

ნივრის ფხვნილი .........................     100 მგ

დამხმარე ნივთიერებები:

ეთილვანილინი, სოიოს ლეციტინი - 45%, ჰიდროგენიზირებული მცენარეული ზეთი (ტიპი I), ჰიდროგენიზირებული მცენარეული ზეთი (ტიპი II).

ფარმაკოლოგიური თვისებები:

გოლდ რეი წარმოადგენს რაციონალურად შერჩეული აქტიური ნივთიერებების კომპლექსს, რომელიც ორგანიზმს ეხმარება ფუნქციონალური შესაძლებლობების შენარჩუნებასა და გაუმჯობესებაში. პრეპარატში შემავალი კომპონენტები დადებით და ეფექტურ გავლენას ახდენენ, როგორც ორგანიზმის საერთო მდგომარეობაზე (ზრდიან ემოციური და ფიზიკური დატვირთვების ამტანობას), ასევე, მისი ცალკეული ორგანოების და სისტემების ფუნქციებზეც.

ნატურალური ფუტკრის რძე მდიდარია ორგანიზმისათვის სასიცოცხლო მნიშვნელობის ვიტამინებით, მინერალური ნივთიერებებით, ცილებითა და ამინომჟავებით. მისი გამოყენება ასტიმულირებს სასქესო ჰორმონების გამომუშავებას, ახდენს რეპროდუქციული ფუნქციის ნორმალიზებას მამაკაცებსა და ქალებში, ზრდის სექსუალურ აქტივობას.; ფუტკრის რძე ხელს უწყობს ძილის მოწესრიგებას, აღმოფხვრის შფოთვის, მოუსვენრობის შეგრძნებას;

გააჩნია იმუნომოდულაციური ეფექტი. ფუტკრის რძის შემადგენლობაში შემავალი კოლაგენი ხელს უშლის კანის დაბერების პროცესს და ამცირებს სახსრების დეგენერაციულ ცვლილებებს. გააჩნია მცირედ გამოხატული ანტიბაქტერიული ეფექტი.

ბეტა-კაროტინი წარმოადგენს A ვიტამინის პროვიტამინს; მისი A ვიტამინად გარდაქმნა ხდება ღვიძლში დაჟანგვის შედეგად. იგი დადებით ზემოქმედებას ახდენს მხედველობის ორგანოზე; აუცილებელია იმუნური სისტემის ნორმალური ფუნციონირებისათვის და მნიშვნელოვან როლს თამაშობს ინფექციასთან ბრძოლაში. აძლიერებს ორგანიზმის მდგრადობას ინფექციური დაავადებების მიმარ; გამოიყენება პრაქტიკულად კანის ყველა დაავადების სამკურნალოდ; იგი წარმოადგენს ძლიერ ანტიოქსიდანტს და სიმსივნურ დაავადებათა საპროფილაქტიკო და სამკურნალო საშუალებას. ბეტა-კაროტინის ანტიოქსიდანტური მოქმედება მნიშვნელოვან როლს თამაშობს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების და მათი გართულებების თავიდან აცილების თვალსაზრისით; ზრდის "სასარგებლო" ქოლესტერინის შემცველობას სისხლში.

ხორბლის ღივების ზეთი E ვიტამინის წყაროა და წარმოადგენს ძლიერ ანტიოქსიდანტს. იგი იცავს უჯრედებს თავისუფალი რადიკალების დამაზიანებელი მოქმედებისაგან, რითაც ხელს უშლის უჯრედების დაბერების პროცესს, აფერხებს სიბერის ლაქების განვითარებას; ხელს უწყობს A ვიტამინის ათვისებას და იცავს მას დაჟანგვისაგან; აფერხებს თრომბების წარმოქმნას; გააჩნია ანტიკანცეროგენული მოქმედება. გარდა ამისა, E ვიტამინით ხორბლის ღივების ზეთის სხვა კომპონენტებთან ერთად კომპლექსში იცავს სისხლძარღვთა კედლებს ათეროსკლეროზული დაზიანებისაგან; კურნავს სექსუალურ დისფუნქციას, როგორც მამაკაცებში, ასევე ქალებში.

ნივრის ფხვნილი, რომელიც დამზადებულია სპეციალური ტექნოლოგიით, იწვევს ქოლესტერინის დონის დაქვეითებას სისხლში; გააჩნია ანტიაგრეგაციული ეფექტი; ხელს უწყობს მომატებული არტერიული წნევის ნორმალიზებას; გააჩნია ანტიკანცეროგენული მოქმედება; ზრდის ორგანიზმის წინააღმდეგობის უნარს ბაქტერიული და სოკოვანი ინფექციების მიმართ.

ჩვენებები:

  • გადაღლა, გონებრივი და ფიზიკური შრომისუნარიანობის დაქვეითება;
  • აღდგენითი პერიოდი გადატანილი ინფექციური დაავადებების ოპერაციული ჩარევების, ტრავმების, სხივური და ქიმიოთერაპიის შემდეგ;
  • ფიზიკური შესაძლებლობების სტიმულაცია (მაგ. სპორტსმენებში);
  • კლიმაქტერული პერიოდი;
  • უნაყოფობა;
  • არასრულფასოვანი კვება;
  • სახსრების დეგენერაციული დაავადებები;
  • კანის დაავადებები;
  • მხედველობის დარღვევები;
  • ქრონიკული დაავადებების კომპლექსური მკურნალობა.

მიღების წესები და დოზირება:

ბავშვებში 12 წლის ასაკიდან და მოზრდილებში ინიშნება თითო კაფსულა დღე-ღამეში ერთხელ, ჭამის დროს ან ჭამის დამთავრებისთანავე.

გვერდითი მოვლენები:

რეკომენდებულ დოზებში პრეპარატის გამოყენებისას გვერდითი ეფექტები გამოვლენილი არ არის.

უკუჩვენებები:

მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი კომპონენტების მიმართ, ორსულობა, ლაქტაცია.

პრეპარატის გამოყენება რეკომენდებული არ არის 12 წლამდე ასაკის ბავშვებში.

განსაკუთრებული მითითებები:

პრეპარატის მიღება დღის მეორე ნახევარში რეკომენდებული არ არის.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება არა უმეტეს 300C ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 2 წელი.

სერიალი ”გაბოროტებული” წლების წინ გამოჩნდა სატელევიზიო სივრცეში, მაგრამ ის დღესაც არ კარგავს აქტუალობას. სატელევიზიო შოუს შესახებ საუბრები და მითქმა-მოთქმა დღემდე არ ჩერდება. მრავალი კითხვა ჩნდება სერიალის გარშემო. ჩვენ გთავაზობთ www.imdb.com-ის მიხედვით, ყველაზე ხშირად დასმულ კითხვებსა და მათზე პასუხებს სერიალ ”გაბოროტებულის” შესახებ.
#ქველმოქმედებამარტივია - ჟურნალ ,,ოჯახის მკურნალის"" და ,,პალიტრა მედიის"" ერთობლივი პროექტია, რომელიც მძიმე სნეულებების მქონე ბავშვებს რამდენიმე ათასი ლარით დაეხმარა.
აშშ-ის ჯანდაცვის ნაციონალური ინსტიტუტების მეცნიერების კვლევის მიხედვით დადგინდა, რა ხდება ტვინში ცხოვრების არასწორი წესის შემთხვევაში. კერძოდ, სიმსუქნის დროს იცვლება ტვინის დოფამინის, მოტივაციაზე პასუხისმგებელი რეცეპტორები.
16 თებერვალი 2017
მეცნიერების აზრით, წიგნები და მასობრივი ინფორმაციის საშუალებები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ბავშვებში ამ თუ იმ პროდუქტისადმი დამოკიდებულების ჩამოყალიბებაში. ხოლო საკვებისადმი ბავშვობის დროინდელი სიყვარული, ხშირად მთელი ცხოვრების განმავლობაში ნარჩუნდება. მკვლევარებმა შეისწავლეს საჭმლის აღწერილობა 100 პოპულარულ საბავშვო წიგნში.
27 იანვარი 2017
გერმანიის ფედერალური ინსტიტუტის პროფესორი ბერნდ შეფერი აცხადებს, რომ ტოსტერში დაბრაწულ-დახრუკული პური (ე.წ "ტოსტი") ჯანმრთელობისთვის მავნებელია. რაც უფრო მეტხანს იწვება ის, მით მეტია მასში აკრილამიდის შემცველობა. ამ ნივთიერებას კი კანცეროგენების (სიმსივნის მაპროვოცირებელი ნაერთები) სიაში მოიაზრებენ.
მაიოს კლინიკის სპეციალისტები მივიდნენ დასკვნამდე, რომ ბავშვთა ასთმური შეტევის მიზეზი ხშირად მშობელთა მავნე ჩვევა - თამბაქოს მოხმარებაა. ისინი მოუწოდებენ მოზრდილებს, მოარიდონ ბავშვები თამბაქოს კვამლს. მეცნიერებმა გააანალიზეს ამ თემასთან დაკავშირებით ჩატარებული 25 კვლევის შედეგები. აღნიშნულ კვლევებში მონაწილეობდა 430 000-ზე მეტი ბავშვი, რომელთა საშუალო ასაკი 6-7 წელიწადს შეადგენდა.
როგორც კვლევებმა აჩვენა, ანანასს არა მარტო სასიამოვნო გემო აქვს, არამედ ანტიოქსიდანტების შემცველობის გამო, ჯანმრთელობისთვისაც სასარგებლოა. კერძოდ, ანტიოქსიდანტური თვისებების გამო ის წარმატებით ებრძვის ათეროსკლეროზს, გულის დაავადებებსა და სხვადასხვა ტიპის კიბოს.
კომპიუტერული თამაშები ხანდაზმულ ადამიანებს ჭკუასუსტობისგან იხსნის. კომპიუტერული თამაშების საშუალებით ტვინის ვარჯიში დემენციისკენ მიდრეკილი ადამიანების კოგნიტიური ფუნქციების გაუარესების პროცესს ამუხრუჭებს.