რუბრიკები
ოჯახის მკურნალი
ზინატი - ZINNAT - ЗИННАТ

საერთაშორისო დასახელება:

CEFUROXIME AXETIL

მწარმოებელი: GLAXOSMITHKLINE

მოქმედი ნივთიერება: ცეფუროქსიმი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

II თაობის ცეფალოსპორინების ჯგუფის ანტიბიოტიკი.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

შემოგარსული ტაბლეტები: შეფუთვაში 10 ც.

1 აბ.

ცეფუროქსიმის აქსეტილი .............  125 მგ

შემოგარსული ტაბლეტები: შეფუთვაში 10 ც.

1 ტაბ.

ცეფუროქსიმის აქსეტილი..............   250 მგ

გრანულები პერორალური სუსპენზიის მოსამზადებლად: ფლაკონში 50 მლ

5 მლ.

ცეფუროქსიმი

(ცეფეროქსიმის აქსეტილის სახით) ........125 მგ

დამხმარე ნივთიერებები:

პოვიდონ 30, სტეარინის მჟავა, საქაროზა, არომატიზატორი.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ზინატი წარმოადგენს II თაობის ცეფალოსპორინების ჯგუფის ფართო სპექტრის ანტიბიოტიკს პერორალური გამოყენებისათვის. ზინატის ბაქტერიოციდული მოქმედება განპირობებულია მიკროორგანიზმების უჯრედის კედლის სინთეზის ინჰიბირებით. იგი მდგრადია უმრავლესი ბეტა-ლაქტამაზების მიმართ. in vitro ცეფროქსიმი აქტიურია გრამდადებით და გრამუარყოფითი მიკროორგანიზმების მიმართ: Staphilococcus aureus, Staphilococcus epidermidis (პენიცილიინს მიმართ მდგრადი შტამების ჩათვლით, მეტიცილინის მიმართ რეზისტენტული იშვიათი შტამების გარდა); Haemophilus influencae (ამპიცილინისადმი მდგრადი შტამების ჩათვლით); Streptococcus pyogenes (და სხვა ბეტა-ჰემოლიტური სტრეპტოკოკები), Streptococcus pneumoniae, B ჯგუფის Streptococcus (Streptococcus agalactiae), Streptococcus mitis (ჯგუფი viridans), Bordetella pertusis; აერობული გრამუარყოფითი ბაქტერიები: Escherichia coli, Klebsiella spp., Proteus mirabilis, Providencia spp., Proteus rettgeri, Haemophilus influenzae (ამპიცილინ-რეზისტენტული შტამების ჩათვლით), Haemophilus parainfluenzae ((ამპიცილინ-რეზისტენტული შტამების ჩათვლით), Moraxella (Branhamella) catarrhalis, Neisseria gonorrhoeae (პენიცილინაზის მაპროდუცირებელი და არამაპროდუცირებელი შტამების ჩათვლით), Neisseria meningitidis, Salmonella spp.; ანაერობული გრამდადებითი ბაქტერიები: Peptococcus spp., Peptostreptococcus spp., Clostridium spp, Propionibacterium spp.; ანაერობული გრამუარყოფითი ბაქტერიები: Bacteroides spp, Fusobacterium spp.; აგრეთვე, აქტიურია Borrelia burgdorferi-ს მიმართ.

ცეფუროქსიმის მიმართ მდგრადია Clostridium difficile, Pseudomonas spp., Campylobacter spp., Acinetobacter calcoaceticus, Listeria monocytogenes, მეტიცილინ-რეზისტენტული შტამები: Staphylococcus aureus, Staphylococcus epidermidis, Legionella spp.

in vitro კვლევებმა აჩვენა, რლმ ცეფუროქსიმის ამინოგლიკოზიდური ჯგუფის ანტიბიოტიკებთან კომბინაციისას, აღინიშნება ადიტიური ეფექტი, ხოლო ზოგიერთ შემთხვევაში - სინერგიზმი.

ფარმაკოკინეტიკა:

შეწოვა: ზინატის პერორალური მიღებისას, ცეფუროქსიმის აქსეტილი კარგად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან და სწრაფად ჰიდროლიზდება ნაწლავის ლორწოვან გარსსა და სისხლში, სისხლის მიმოქცევის სისტემაში ცეფუროქსიმის გამოთავისუფლებით. მისი მაქსიმალური კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში აღინიშნება 2-3 სთ-ის შემდეგ. საკვების მიღება აჩქარებს შეწოვის პროცესს.

განაწილება: პრეპარატის სისხლის ცილებთან შეკავშირების მაჩვენებელი შეადგენს 33%-დან 50%-მდე.

მეტაბოლიზმი და გამოყოფა: ზინატი ორგანიზმში ბიოტრანსფორმაცისა არ განიცდის, იგი საშარდე გზებით უცვლელი სახით გამოიყოფა. პრეპარატის ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს 1-1.5 სთ-ს.

ჩვენებები:

ზინატი გამოიყენება პრეპარატის მიმართ მგრძნობიარე მიკროორიგანიზმებით გამოწვეული ინფექციურ-ანთებითი დაავადებების სამკურნალოდ:

  • სასუნთქი გზების ინფექციები (მათ შორის მწვავე და ქრონიკული ბრონქიტი, ინფიცირებული ბრონქოექტაზია, ბაქტერიული პნევმონია, ფილტვის აბსცესი, გულმკერდის ღრუს ორგანოების ოპერაციის შემდგომი ინფექციები);
  • ყელ-ყურ-ცხვირის ინფექციები (სინუსიტი, ტონზილიტი, ფარინგიტი);
  • შარდ-სასქესო სისტემის ინფექციები (მათ შორის მწვავე და ქრონიკული პიელონეფრიტი, ცისტიტი, ურეთრიტი, ასიმპტომური ბაქტერიურია, მცირე მენჯის ღრუს ორგანოების ანთებითი დაავადებები);
  • რბილი ქსოვილების ინფექციები (მათ შორის ფურუნკულოზი, პიოდერმია, იმპეტიგო);
  • ძვალ-სახსროვანი სისტემის ინფექციები (მათ შორის ოსტეომიელიტი, სეპტიური ართრიტი);
  • გონორეა (მათ შორის მწვავე გაურთულებელი გონოკოკური ურეთრიტი და ცერვიციტი);
  • ლაიამის დაავადების მკურნალობა ადრეულ სტადიაში და დაავადების გვიანი სიმპტომების პროფილაქტიკა მოზრდილებსა და 12 წლამდე ასაკის ბავშვებში.

მიღების წესი და დოზირება:

მოზრდილებში უმრავლესი ინფექციებისათვის პრეპარატის ერთჯერადი დოზა საშუალოდ შეადგენს 250 მგ-ს, 2-ჯერ დღეში.

ქვემო სასუნთქი გზების მსუბუქი და საშუალო სიმძიმის ინფექციები - 250 მგ 2-ჯერ დღეში, ქვემო სასუნთქი გზების მძიმე ინფექციები (მაგ. პნევმონია) - 500 მგ 2-ჯერ დღეში.

საშარდე გზების ინფექციები - 125 მგ 2-ჯერ დღეში. პიელონეფრიტის დროს - 250 მგ 2-ჯერ დღეში.

გაურთულებელი გონორეის დროს - 1 გ დღეში ერთხელ.

ლაიმის დაავადების დროს მოზრდილებსა და 12 წლის ასაკის ზევით ბავშვებში - 500 მგ 2-ჯერ დღეში 20 დღის განმავლობაში.

2 წლამდე ასაკის ბავშვებს უმრავლესი ინფექციებისათვის ენიშნებათ საშუალოდ 125 მგ (ერთი ტაბ. 125 მგ ან 5 მლ სუსპენზია) 2-ჯერ დღეში.

ბავშვებს 2 წლის ასაკის ზევით და შუა ოტიტის დროს ენიშნებათ 250 მგ 2-ჯერ დღეში.

მსუბუქი და საშუალო სიმძიმის ინფექციების დროს ერთჯერადი დოზა შეადგენს 10 მგ/კგ.

ასაკი
სხეულის
წონა(კგ)
ერთჯერადი დოზა (მგ)
2-ჯერ დღეში
3-6 თვე 4-6 40-60
6 თვე-2 წელი 6-12 60-120
2-12 წელი 12->20 125

შუა ოტიტისა და მძიმე ინფექციების დროს ინიშნება 15 მგ/კგ 2-ჯერ დღეში.

ასაკი სხეულის
წონა (კგ)
ერთჯერადი დოზა (მგ)
2-ჯერ დღეში
3-6 თვე 4-6 60-90
6 თვე-2 წელი 6-12 90-180
2-12 წელი 12->20 180-250

მაქსიმალური სადღეღამისო დოზა შეადგენს 500 მგ-ს.

პაციენტებს თირკმლის უკმარისობით, რომლებიც იმყოფებიან ჰემოდიალიზზე, ენიშნებათ 1 გ დღეში.

მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა საშუალოდ შეადგენს 7 დღეს (5-10 დღემდე).

ზინატის მიღება რეკომენდებულია ჭამის შემდეგ.

გვერდითი მოვლენები:

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: გულისრევა, ღებინება, დიარეა, შესაძლებელია ღვიძლის ტრანსამინაზების აქტივობის ტრანზიტორული მომატება, სიყვითლე, აღწერილია ფსევდომემბრანული კოლიტის შემთხვევები.

სისხლმბასისტემის მხრივ: ჰემოლიზური ანემია, ეოზინოფილია, ლეიკოპენია, ნეიტროპენია, თრომბოციტოპენია.

ალერგიული რეაქციები: კანზე გამონაყარი, ქავილი, ურტიკარია, ცხელება, მულტიფორმული ერითემა, სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი, შრატის დაავადება. იშვიათად - ანაფილაქსიური შოკი.

ცნს-ის მხრივ: თავის ტკივილი.

სხვა: გვერდითი მოვლენები ზოგიერთ ავადმყოფებში აღინიშნება კუმბსის დადებითი რეაქცია.

უკუჩვენებები:

*მომატებული მგრძნობელობა ცეფალოსპორინული ჯგუფის ანტიბიოტიკების მიმართ.

ორსულობა და ლაქტაცია:

ზინატი, სხვა ანტიბიოტიკების მსგავსად, სიფრთხილით ინიშნება ორსულობის I ტრიმესტრში და ლაქტაციის პერიოდში.

ექსპერიმენტულ კვლევებში პრეპარატის ემბრიოტოქსიკური და ტერატოგენული ეფექტი არაა დადგენილი.

განსაკუთრებული მითითებები:

-პრეპარატი სიფრთხილით ენიშნებათ ავადმყოფებს პენიცილინის ჯგუფის ანტიბიოტიკების მიმართ მომატებული მგრძნობელობის დროს.

-ზინატის ხანგრძლივი გამოყენებისას შესაძლებელია პრეპარატის მიმართ მდგრადი მიკროორგანიზმების (Candida, Enterococci, Clostridium difficile) გაძლიერებული ზრდა, რის გამოც შესაძლებელია აუცილებელი გახდეს პრეპარატით მკურნალობის შეწყვეტა.

-ანტიბიოტიკების მიღების ფონზე (მათ შორის ზინატის მიღების შემთხვევაშიც) დიარეის განვითარების შემთხვევაში ფსევდომემბრანული კოლიტის განვითარება მოიაზრება.

-ზინატით ლაიმის დაავადების მკურნალობისას იშვიათად აღინიშნება იარიშ-ჰერცჰეიმერის რეაქცია. აღნიშნული რეაქცია წარმოადგენს ზინატის ბაქტერიოციდული მოქმედების პირდაპირ შედეგს დაავადების გამომწვევის სპიროქეტა Borrelia burgdorferi-ის მიმართ, რაც ჩვეულებრივ და ხშირ მოვლენას წარმოადგენს და თავისთავად მალევე გაივლის.

-ზინატის ფონზე სისხლში გლუკოზის დონის განსაზღვრისათვის რეკომენდებულია გლუკოზოკინაზას და ჰექსოკინაზას გამოყენება.

-პრეპარატი არ ახდენს გავლენას ტუტე პიკრატით კრეატინინის განსაზღვრის ტესტის შედეგზე.

-გრანულების პერორალური სუსპენზიის მოსამზადებლად ან უკვე დამზადებული სუსპენზიის შერევა ცხელ სითხეებთან რეკომენდებული არ არის.

ჭარბი დოზირება:

სიმპტომები: ცვლილებები ცნს-ის მხრივ - აგზნებადობა, კრუნჩვები.

მკურნალობა: სიმპტომური. ზინატი ორგანიზმიდან გამოიყოფა ჰემოდიალიზისა და პერიტონეალური დიალიზის საშუალებით.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

ზინატის პრობენეციდთან კომბინაციაში გამოყენებისას 50%-ით იზრდება ცეფუროქსიმის მრუდი კონცენტრაცია-დრო ფართი.

ანტაციდები აქვეითებენ ზინატის სუსპენზიის ბიოშეღწევადობას.

შენახვის პირობები:

ტაბლეტები ინახება არა უმეტეს 25C ტემპერატურაზე, მშრალ, სინათლისა და ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.

გრანულები პერორალური სუსპენზიის მოსამზადებლად ინახება 250C ტემპერატურაზე.

ვარგისიანობის ვადა: 2 წელი.

დამზადებული სუსპენზის შენახვა რეკომენდებული 250C ტემპერატურაზე ან მაცივარში არ უმეტეს 10 დღისა.

ფსიქოლოგებმა გამოარკვიეს რას აკეთებენ ადამიანები ძილის წინ. ქალების უმრავლესობა დასაძინებლად, უპირატესობას წიგნის კითხვას ანიჭებს (13% ქალი, მამაკაცი 9% ). ქალების მხოლოდ 4% ამბობს, რომ სექსი დაძინებაში ეხმარება.
სერიალმა "ექიმმა ჰაუსმა" სატელევიზიო სივრცეში გამოჩენისთანავე მოახერხა ექიმების, მომავალი ექიმების, პაციენტების, სამედიცინო საკითხებით დაინტერესებული ადამიანების და ზოგადად, ფართო საზოგადოების ყურადღების მიპყრობა
კოპენჰაგენის უნივერსიტეტის მკვლევარებმა ორგანიზმზე სირბილის ზემოქმედების უჩვეულო ეფექტი გამოავლინეს. თურმე სირბილი სიმსივნური უჯრედების ზრდას აფერხებს.
04 აგვისტო 2016
1. ხარისხიანი სუნამო მზადდება მხოლოდ ნატურალური კომპონენტებისაგან და არავითარი "ქიმია"

თანამედროვე პარფიუმერია ნატურალური და სინთეზური ნივთიერებების ნარევია. სრულად ნატურალური სუნამო 2000-იან წლებში აღადგინა ამერიკელმა პარფიუმერმა ამანდა აფტელმა. მსოფლიოში მსგავსი პროდუქცია ძალზე ცოტა იყიდება: ნატურალურ კომპოზიციებს აქვს სპეციფიკური სუნი, არ აქვს მოცულობითი შლეიფი და სერიოზული მდგრადობა.

04 აგვისტო 2016
მუდმივი სტრესის, ხშირად კი არაჯანსაღი ცხოვრების მიზეზით ბევრი ახალგაზრდა მამაკაცის ორგანიზმია შეწუხებულია. ასე ხდება მამაკაცის ჰორმონ ტესტოსტერონის უკმარისობის დროსაც. ამიტომ მარადიული პრობლემა - ტესტოსტერონის დონის ამაღლება კვლავ აქტუალურია, ზოგიერთ შემთხვევაში - პრიორიტეტულიც.

მამაკაცის სასქესო ჰორმონი - ტესტოსტერონი უშუალოდ რომ მოქმედებს მამაკაცის სხეულის აგებულებაზე, ათლეტურობაზე, ხმის ტემბრზე, სექსუალურ აქტივობაზე, ეს არავის აეჭვებს.

გახდომის ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური პრობლემა გაუსაძლისი შიმშილის შეტევის დათრგუნვაა.
მეცნიერებმა გაშიფრეს ქალის X-ქრომოსომის კოდი, რომელიც 300-ზე მეტი დაავადების განვითარებაზე ახდენს გავლენას.
ესპანელი ფსიქიატრების განცხადებით,  ინტერნეტ-დამოკიდებულების სინდრომი მეტად სერიოზული დაავადებაა.