News |
| ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია H1N1 გრიპის პანდემიის დასასრულს არ აღიარებს დამოუკიდებელ ექსპერტებთან კონსულტაციის შემდეგ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ H1N1 გრიპის ინფექციის ეპიდემიური საშიშროების მეექვსე, მაქსიმალურ დონეზე დატოვება გადაწყვიტა. 15 დამოუკიდებელი ექსპერტისგან შემდგარი კომისიის დასკვნის თანახმად, ჯანმო-ს წევრი ქვეყნების ჯანდაცვის ორგანოთა ხელმძღვანელებმა უნდა განაგრძონ H1N1 გრიპის მონიტორინგი და ინფექციის პროფილაქტიკისთვის საჭირო ღონისძიებათა გატარება.
...
|
| |
|
|
სახსრები |
| სახსარი ორი ან რამდენიმე ძვლის თავისუფალი, მოძრავი და ნახევრად მოძრავი შეერთებაა, რომელიც საყრდენ-მამოძრავებელ სისტემას საკმაოდ რთულ და მრავალფეროვან მოძრაობათა შესრულების უნარს სძენს. სახსარი რამდენიმე ძვლის მარტივი შეერთება როდია; მას აქვს სახსრის თანმხლები, ძირითადი ელემენტები, რომელთა ფუნქციის მოშლაც ცალკეული სახსრის ფუნქციის მოშლას, მის გადაგვარებას და უძრაობასაც კი იწვევს. სახსარს ძირითად ელემენტებთან ერთად აქვს დამატებითი ანატომიური წარმონაქმნებიც - სახსრის დამატებითი ელემენტები.
...
|
| |
|
|
ართრიტი |
| გვესაუბრება რევმატოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის ექიმი, რევმატოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი მამუკა ლორთქიფანიძე.
- რა არის ართრიტი და რა სიმპტომები ახასიათებს მას? - თუ ტერმინს სიტყვასიტყვით განვმარტავთ, ართრიტი არის სახსრის ანთება, რომელსაც ახასიათებს ანთების კლასიკური ნიშნების აღმოცენება. ეს ნიშნებია შეშუპება, გაწითლება, ტკივილი, ტემპერატურის მომატება და ფუნქციის მოშლა. ართრიტის დროს სახსარი შეშუპებულია, რის გამოც პაციენტები ამჩნევენ, რომ სახსრის ფორმა შეცვლილია, სახსრის მიდამოში აღინიშნება სიწითლე, შეხებისას შევიგრძნობთ, რომ ამ არეში ტემპერატურა მომატებულია, პაციენტი უჩივის ტკივილს, რომელიც ხშირად ძალიან შემაწუხებელია, სახსარში მოძრაობა შეზღუდულია, ზოგჯერ შეუძლებელიც კი.
...
|
| |
|
|
სახსართა გამოკვლევის ინსტრუმენტული მეთოდები |
| ულტრაბგერითი გამოკვლევა სახსრების ულტრაბგერით გამოკვლევას დიდი სადიაგნოსტიკო მნიშვნელობა აქვს, ვინაიდან ულტრაბგერითი რხევების გავლისას განისაზღვრება გამოსაკვლევი არის სტრუქტურული და ფიზიკური თვისებები. ულტრაბგერითი გამოკვლევა მაღალინფორმაციულია სასახსრე ნაპრალში მცირე მოცულობის გამონაყოფის აღმოსაჩენად, იოგებისა და იოგთაშორისი არეების შესასწავლად. აღნიშნული გამოკვლევით შესაძლებელია სინოვიური გარსის ცვლილებების გამოვლენა რევმატოიდული ართრიტის დროს. ულტრაბგერითი დოპლერული სკანირებით შესაძლებელია შეფასდეს სინოვიური გარსის ვასკულარიზაციის ხარისხი, ძვლების კონტურები, სასახსრე ნაპრალის სიფართოვე, გამოვლინდეს ძვლების ეროზია და სხვა.
...
|
| |
|
|
ართროზი |
| ართროზი სახსრების ყველაზე გავრცელებული დაავადებაა, რომელიც შრომის უნარის დაკარგვის, ცხოვრების ხარისხის გაუარესების მთავარ მიზეზს წარმოადგენს. დღეს მსოფლიოში ართროზით მილიონობით ადამიანია დაავადებული. ახალგაზრდა პაციენტებს შორის მამაკაცები ჭარბობენ, ხანში შესულებს შორის კი ქალები. 45 წლისთვის ეს დაავადება მოსახლეობის 2%-ს აქვს, 45-დან 64 წლამდე - 30%-ს, 65 წლიდან კი 63-85%-ს. ართროზი ყველაზე ხშირად მტევნისა და ტერფის, ხერხემლის კისრისა და წელის განყოფილებათა სახსრებს (სპონდილოართროზი) აზიანებს, თუმცაღა საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის დაზიანების სიმძიმის მიხედვით პირველ ადგილს მენჯ-ბარძაყის (კოქსართროზი), მუხლის (გონართროზი), ტერფისა და მხრის სახსრის ართროზები იკავებს. დაავადების შესახებ რევმატოლოგი ნინო ჩრდილელი გვესაუბრება.
...
|
| |
|
|
როგორ ვუმკურნალოთ სახსართა დაავადებებს |
| დღეს სახსართა დაავადებების სამკურნალო მედიკამენტთა არსენალი საკმაოდ დიდია. ექიმები არც მეთოდების სიმცირეს უჩივიან. უკვე შესაძლებელია, ეფექტურად ვუმკურნალოთ იმას, რის განკურნებაც თუნდაც ათი წლის წინ შეუძლებელი გვეჩვენებოდა. მაგრამ ის, ვისაც სახსრები აწუხებს, მოთმინებით უნდა აღიჭურვოს - ართრიტის, ართროზის, ხერხემლისა და სახსრების სხვა დაავადებების მკურნალობა ექიმისა და ავადმყოფის ერთობლივ სკრუპულოზურ მუშაობას მოითხოვს. სახსართა სამკურნალო თანამედროვე მედიკამენტებზე სასაუბროდ ვეწვიეთ საქართველოს რკინიგზის დეპარტამენტის სანიტარიული სამსახურის მთავარ რევმატოლოგს, ნ. ს. კახიანის სახ. საგზაო კლინიკური საავადმყოფოს რევმატოლოგიური განყოფილების გამგეს ნუნუ ტატიშვილს.
...
|
| |
|
|
როგორ ვუმკურნალოთ ბავშვის სახსრებს |
| ბავშვთა ასაკში სახსართა დაავადებების დროულ გამოვლენას, ზუსტი დიაგნოზის დასმას და მკურნალობის მართებული ტაქტიკის შერჩევას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს - სხვაგვარად პატარას მომავალში დიდი სირთულეები ელის. გვესაუბრება გ. ჟვანიას სახელობის პედიატრიული კლინიკის ტრავმატოლოგ-ორთოპედი თამაზ გაბუნია.
...
|
| |
|
|
ხერხემლის პათოლოგიები მკურნალობა და პროფილაქტიკა |
| ხერხემლის სვეტის პათოლოგიებზე, მათი დიაგნოსტიკის, მკურნალობისა და პროფილაქტიკის მეთოდებზე გვესაუბრება კლინიკური მედიცინის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ნეიროქირურგიული განყოფილების ექიმი-ნეიროქირურგი, მედიცინის დოქტორი ლევან თოფურიძე.
- ბატონო ლევან, საუბარი ოსტეოქონდროზით დავიწყოთ. როგორ ვითარდება ეს დაავადება? - ოსტეოქონდროზი ხერხემლის სვეტის ქრონიკული დეგენერაციულ-დისტროფიული დაავადებაა. უბრალო ენით, ეს გახლავთ მარილების დაგროვება ხერხემლის სვეტში. მარილებისა რა მოგახსენოთ, მაგრამ ფაქტია, რომ ოსტეოქონდროზის დროს ხერხემლის მალებზე ჩნდება ძვლოვანი წანაზარდები. სწორედ ამას ეძახის ხალხი მარილებს.
...
|
| |
|
|
News |
| თუ ართრიტი გაქვთ, პარკინსონიზმისა აღარ უნდა გეშინოდეთ ახლახან გაირკვა, რომ ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებები, იბუპროფენი, ნაპროქსენი და სხვები, რომლებსაც წარმატებით იყენებენ ართრიტის, ართრალგიისა და ნევრიტის სამკურნალოდ, რეგულარული მიღების შემთხვევაში პარიკინსონის დაავადების განვითარების ალბათობას ამცირებს. კალიფორნიის უნივერსიტეტის მკვლევართა ჯგუფმა 579 ადამიანი გამოიკვლია, რომელთაგან ნახევარს პარკინსონის დაავადების საწყისი სტადია ჰქონდა. გამოკვლევის მონაწილეებს უსვამდნენ კითხვებს ასპირინისა და ანთების საწინააღმდეგო სხვა საშუალებების მიღების სიხშირესა და ხანგრძლივობაზე.
...
|
| |
|
|
რა შეუძლია ბავშვს |
| დამოუკიდებლობისკენ სწრაფვა პატარას ძალიან ადრე უჩნდება. ერთი წლისა უკვე ცდილობს, კოვზი აიღოს ხელში და თუ საშუალებას მივცემთ, წლინახევრისთვის უკვე დამოუკიდებლად ჭამაც შეეძლება. ორი წლის პატარას შეუძლია ხელების დაბანა, გამშრალება, გახსნილი ტანსაცმლის გახდა. სამი წლის ასაკში ბავშვმა შეიძლება ჩაიცვას, შეიკრას ღილები, შეინარჩუნოს წესრიგი ოთახში და დაეხმაროს დედას საოჯახო საქმიანობაში. თუ მას მნიშვნელოვან რამეს დავავალებთ, პატარა სიამაყისა და საკუთარი ღირსების გრძნობით აივსება. სამი წლის ბავშვი ხშირად იმეორებს სიტყვებს "მე თვითონ". ამ პერიოდში დამოუკიდებლობისკენ სწრაფვა განსაკუთრებით თვალში საცემია. მთავარია, დროულად შევამჩნიოთ ეს მომენტი და პატარას დავეხმაროთ. თუ ბავშვს რამე არ გამოსდის, ნუ იჩქარებთ, მის ნაცვლად გააკეთოთ. სცადეთ, დაეხმაროთ - ერთად ყველაფერს მოახერხებთ.
...
|
| |
|
|
პატარა გმირები |
| დედებმა კარგად იციან, რომ გარკვეულ ასაკში პატარებს განსაკუთრებული სწრაფვა უჩნდებათ ხიფათის მიმართ. როგორ ავიცილოთ თავიდან გაუმართლებელი რისკი? ჩვენი, მოზრდილების პოზიციიდან სწრაფვა ყველაფრისადმი, რაც რისკთან არის დაკავშირებული, არაგონივრულია. ბავშვები კი თითქოს იქ მიძვრებიან, სადაც შეიძლება რაღაც დაემართოთ. რისი ბრალია ეს?
...
|
| |
|
|
უსაფრთხო ინტერნეტი |
| მყავს 11 წლის ბიჭუნა. თავისუფალი დროის დიდ ნაწილს კომპიუტერთან ატარებს. ძალიან მაღელვებს მისი ჯანმრთელობის ამბავი. გარდა ამისა, ზუსტად არ ვიცი, რომელი და როგორი ინფორმაციაა მისთვის ხელმისაწვდომი და მისი ასაკისთვის მისაღები. როგორ დავიცვა მისი ფსიქიკა ინტერნეტის მავნე გავლენისგან?
...
|
| |
|
|
თქვი "დე-და!" |
| მყავს წლისა და 4 თვის ბიჭი. გარკვევით არაფერს ამბობს, მხოლოდ ყვირის. რასაც ვეუბნებით, ყველაფერი ესმის და აკეთებს. სხვისი შვილები 1 წლიდან ლაპარაკობენ. მაინტერესებს, როდის იწყებს ბავშვი ლაპარაკს და რა შეიძლება იყოს ჩემი შვილის "სიმუნჯის" მიზეზი.
...
|
| |
|
|
ყველანი ბავშვობიდან მოვდივართ |
| ცოტა ხნის წინ ბევრს სჯეროდა მითის, რომ ყველანი ჩვენი მშობლების ბედს ვიმეორებთ, მაგრამ მეცნიერებამაც და თავად ცხოვრებამაც კარგა ხანია დაადასტურა, რომ ადამიანი საკუთარი ცხოვრებით ცხოვრობს და იქცევა არა ტრადიციების მიხედვით, არა მათ საპირისპიროდ, არამედ ისე, როგორც თავად მიაჩნია საჭიროდ. ამას მრავალი მაგალითი მოწმობს. რა თქმა უნდა, ოჯახი, სადაც ვიზრდებით, ჩვენზე ძლიერ გავლენას ახდენს, მაგრამ ჩვენი შეხედულებები დროთა განმავლობაში იცვლება. ადამიანი ახალ, უცხო კოლექტივში (სკოლა, ინსტიტუტი, სამსახური) თავისი შეხედულებებით მიდის, მაგრამ იქ ახალ აზრებსა და ჩვევებს იძენს.
...
|
| |
|
|
როცა ოჯახში ჩვილი ბავშვია |
| ბავშვი დაიბადა და ცხოვრებას ხალისი და აზრი მიეცა, თუმცა პასუხისმგებლობაც გაიზარდა. როგორ გვინდა, პატარა ჯანმრთელი და ძლიერი იყოს, ინფექცია არ შეეყაროს... როგორ მოვიქცეთ ამისთვის?
ბავშვთა ასაკის ინფექციებს ექიმები, ტრადიციულად, მიაკუთვნებენ ყბაყურას, წითელას, წითურას, ჩუტყვავილას, ქუნთრუშას. მათ ორი რამ აერთიანებთ - ჰაერწვეთოვანი გზით გავრცელება და მყარი იმუნიტეტის დატოვება. ინფექციამ ჩვენს ოჯახში რომ შემოაღწიოს, საკმარისია, სტუმრად მოვიდეს ადამიანი, რომელმაც ჯერ არ იცის, რომ ავადაა და ბავშვის ახლოს დააცემინოს. ჩვილის იზოლირება შეუძლებელია, მაგრამ შეგვიძლია, ზრდისა და განვითარებისთვის ისეთი პირობები შევუქმნათ, სადაც ბაქტერიებისა და ვირუსების ადგილი არ იქნება.
...
|
| |
|
|
ასთმა და ქრონიკული ბრონქიტი |
| ვარ 22 წლის. დამისვეს ქრონიკული ბრონქიტის დიაგნოზი. ალერგიული არ ვარ და მაინტერესებს, მოსალოდნელია თუ არა, ბრონქული ასთმა ჩამომიყალიბდეს. როგორ გავარჩიო ამ ორი დაავადების ნიშნები ერთმანეთისგან?
ბრონქული ასთმა ბრონქულ ასთმას, განურჩევლად მიზეზისა, ერთნაირი კლინიკური გამოვლინებები ახასიათებს. ეს არის სულის ხუთვის შეგრძნება და ექსპირატორული ტიპის ქოშინი, შეტევისმაგვარი ხველა და სუნთქვითი ხმაური. ბრონქული ასთმის შეტევები სხვადასხვა ხანგრძლივობისა და ინტენსივობისაა:
...
|
| |
|
|
ახალშობილთა ზოგიერთი აქტუალური პრობლემა და მათი წარმატებული გადაჭრის სამომავლო ხედვა |
| ჩვენი ჟურნალის ზოგიერთმა მკითხველმა (ვგულისხმობ როგორც ექიმებს, ასევე სხვა პროფესიის ადამიანებს) შესაძლოა არ იცოდეს, რომ 2005 წლის 10 აგვისტოს დაფუძნდა საქართველოს დროულ და დღენაკლულ ახალშობილთა დახმარების ასოციაცია, რომელმაც მიზნად დაისახა, კანონით დადგენილი წესით ხელი შეუწყოს საქართველოში ახალშობილთა სიკვდილიანობისა და ავადობის შემცირებასა და შესაბამისი სტრატეგიის შემუშავებას, ახალშობილთა მკურნალობასა და ნუტრიციოლოგიაში დიდი გამოცდილების მქონე ქვეყნების გამოცდილების დანერგვას საქართველოში არსებულ პირობებთან ადაპტაციის გზით, მცირე მასით დაბადებულ დღენაკლულ ახალშობილთა სამედიცინო პრობლემების (გამოზრდა, კვება, ავადობა, სიკვდილიანობა) ღრმა მეცნიერულ შესწავლას, მათ სამედიცინო რეაბილიტაციას, ადაპტაციასა და გარემოში ინტეგრაციას.
...
|
| |
|
|
ისევ შაქრიანი დიაბეტის შესახებ |
| შაქრიანი დიაბეტი ყველას გაუგონია, მაგრამ ყველას როდი წარმოუდგენია ამ დაავადების მასშტაბები. რედაქციაში მოსული წერილების სიმრავლე მოწმობს, რომ ჩვენს მკითხველს აინტერესებს, როგორ შეიძლება ამ დაავადების მართვა, როგორი უნდა იყოს დიაბეტიანის კვების რეჟიმი და, საზოგადოდ, ცხოვრების წესი. ამ საკითხებზე სასაუბროდ ვეწვიეთ საქართველოს დიაბეტის ცენტრის ექიმ ენდოკრინოლოგს, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორს, ევროპის დიაბეტის შემსწავლელი ასოციაციის წევრს ლალი ნიკოლეიშვილს:
...
|
| |
|
|
ამ თემაზე არ საუბრობენ |
| 40 წლის შემდეგ გამიჩნდა სერიოზული პრობლემა - შარდის შეუკავებლობა. ეს დიდ დისკომფორტს მიქმნის. დაცემინებისა, დახველებისა და გაცინებისაც კი მეშინია. რა იწვევს შარდის შეუკავებლობას და როგორ შეიძლება მოვაგვარო ეს პრობლემა?
შარდის შეუკავებლობის მიზეზი ყველაზე ხშირად მენჯის ქვედა ნაწილის კუნთების შესუსტებაა. ქალის ორგანიზმში ორსულობით, მშობიარობით, მენოპაუზით გამოწვეულ ცვლილებებს იქამდე მივყავართ, რომ მენჯის ქვედა ნაწილის კუნთები ელასტიკურობას კარგავს და სუსტდება, ამიტომ ხველების, სიცილის, ცემინების ან ვარჯიშის დროს შესაძლოა შარდის უნებლიე გამოყოფა მოხდეს.
...
|
| |
|
|
ფსიქოლოგიური დახმარება |
| ჩემი საქმრო ქვრივია და 7 წლის ვაჟს მარტო ზრდის. მას იმედი აქვს, რომ ბიჭს დედობას გავუწევ, მე კი ეს არ მსურს, თუმცა ბავშვი ძალიან კარგია. როგორ მოვიქცე? ირინა, 34 წლის
თქვენ ბიჭუნას დედა არ ხართ და ეს ორივემ კარგად იცით, მაგრამ თუ ერთად ცხოვრებას აპირებთ, შეეგუეთ იმ აზრს, რომ გარკვეული მოვალეობები გექნებათ. წინასწარ შეუთანხმდით საქმროს არა აბსტრაქტულ, არამედ კონკრეტულ ქმედებებზე:
...
|
| |
|
|
სამკურნალო წერილები |
| თუ შეკრულობა გაწუხებთ წლობით მაწუხებდა შეკრულობა, წამლების გარეშე კვირაში ერთხელ ძლივს გავდიოდი კუჭში. ერთხელ მეგობარს გავანდე ჩემი გასაჭირი და მისგან ისეთი რჩევა მივიღე, რომლის წყალობითაც კუჭის მოქმედება დღეს საათივით მაქვს აწყობილი. ძალიან მინდა, სხვებსაც დავეხმარო ამ პრობლემის დამარცხებაში, ამიტომ გიგზავნით რეცეპტს:
...
|
| |
|
|
C ჰეპატიტი და მისი მკურნალობა |
| ჩემს 13 წლის შვილს აღმოაჩნდაC ჰეპატიტი, რომელიც მწვავდება. ექიმმა მითხრა, რომ 18 წლამდე მკურნალობა არ შეიძლება. როგორ მოვიქცეთ? თუ შეიძლება მცენარეული საშუალებებით ამ დაავადების მკურნალობა? როგორ წარიმართება ბავშვის ჯანმრთელობა მომავალში?
C ჰეპატიტი მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი სამედიცინო-სოციალური პრობლემაა. ინფიცირებულთა რიცხვი 150-200 მილიონს აღწევს. მსოფლიოში ყოველწლიურად დაახლოებით 1-3 მილიონი ადამიანი ინფიცირდება. ქრონიკულიC ჰეპატიტი ინფიცირებულთა 75-85%-ს უვითარდება.
...
|
| |
|
|
პომიდორი |
| მაიას ტომის ინდიელებს პომიდორი შხამიან მცენარედ მიაჩნდათ, დღეს კი ეს ბოსტნეული კულინართა ფავორიტია: მიირთმევენ უმს, მოშუშულს, ამჟავებენ, ამწნილებენ, მისგან ამზადებენ პასტას, სუპს, წვენს, საწებელს, ხოლო იაპონურ რესტორნებში დაშაქრულსაც მოგართმევენ დესერტად მწვანე ჩაისთან ერთად. პომიდვრის ნაყოფი უამრავ სასარგებლო ნივთიერებას შეიცავს, მათ შორის - შაქარს - 50%, ორგანულ მჟავებს - 3,5-8,5%, ცელულოზას - 0,87-1,7%, პექტინებს - 0,13-0,23%, აგრეთვე ნატრიუმს, კალციუმს, მაგნიუმს, რკინას (ეს ელემენტი პომიდორში უფრო მეტია, ვიდრე ქათმის ხორცში), სპილენძს, ფოსფორს, გოგირდს, ქლორს, მანგანუმს, B1, B2, PP, C ვიტამინს და სხვა.
...
|
| |
|
|
უიღბლო ექსპერიმენტი |
| რუბრიკის სტუმარია ექიმი თერაპევტი მალხაზ ბერძენიშვილი.
 სასწრაფო დახმარების ბრიგადებში ყოველთვის აქვთ შემონახული უწყინარი ხუმრობები, რომლებითაც პასუხობენ ახალბედა ექიმებისა თუ ექთნების გულუბრყვილო კითხვებს. მაგალითად, ამბობენ, რომ ცხვირიდან სისხლდენა კისერზე ლახტის დადებით იკურნება, მშობიარობისას ორივე ქვედა კიდურზე არტაშნის დადებაა საჭირო, რომ ქალმა სამშობიაროსკენ მიმავალ გზაზე არ გააჩინოს ბავშვი და სხვა.
...
|
| |
|
|
თავდაჯერებული მამაკაცის 10 თვისება |
| ყველას სურს, საზოგადოებაში საკუთარ ძალებში დარწმუნებული ადამიანის იმიჯი დაიმკვიდროს. თავდაჯერებულობა მუდამ წარმატებისა და ძალის სინონიმი იყო. მაშ ასე, რაშია საკუთარ ძალებში დარწმუნებული ადამიანის ხიბლი? როგორია თავდაჯერებული მამაკაცი? ამერიკელი ფსიქოლოგი ენდრიუ სალტერი თავდაჯერებული ადამიანის ექვს ნიშანს გამოყოფს:
...
|
| |
|
|