კითხვის დასასმელად გაიარეთ უფასო რეგისტრაცია
- ორჯერ მომეშალა მუცელი 10 თვის შუალედით (11-12 კვირის 2009 წლის 8 ივნისს და 5-6 კვირის 2010 წლის 13 აპრილს). ვირუსებზე (ციტომეგალო, ტოქსოპლაზმა, ჰერპესი, ქლამიდია), ფარისებრ ჯირკვალზე გამოკვლეული ვარ. ჰორმონები (პროლაქტინი, DHEA-ს, 17-ალფა ჰიდროქსიპროგესტერონი, C პეპტიდი (გლუკოზაც დატვირთვამდე და დატვირთვის შემდეგ) ნორმაში მაქვს, ოდნავაა მომატებული ტესტოსტერონი. ნორმა უწერია 0.07-0.65 და მე მაქვს 0.8. ასევე სექს-სტეროიდ შემაკავშირებელი გლობულინი (ssBG) მაქვს ცოტა დაბალი. ნორმა წერია 15-120 და მე მაქვს 13.3. თავისუფალი ანდროგენის ინდექსი (FAI) გამომითვალეს და ნორმაშია. გავიკეთე ვაგინალური ექოსკოპიაც და ისეთი ხელჩასაჭიდი არაფერიაო. ექიმმა დამინიშნა ოთხი თვე დუფასტონი და ფოლიუმის მჟავა. არ დაფეხმძიმდე და მერე ვნახოთო. რადგან მიზეზი ვერ დავადგინეთ შეუთავსებლობის ანალიზს აგიღებთ და რაღაც მეთოდით (მგონი ქმრის ლიმფური უჯრედების ჩემს ორგანიზმში შეყვანით) შევეცდებით ნაყოფის დაცვასო. როგორც ინტერნეტში წავიკითხე, დუფასტონი და უტროჟესტანი მსგავსი პრეპარატებია. უტროჟესტანსა და ფოლიუმის მჟავას კი ორივე ფეხმძიმობაზე ვსვამდი, როგორც აღმოჩნდა, უშედეგოდ. ამიტომ უკვე ყველა ექიმს (მიუხედავად მათი წარმატებულობისა) და დანიშნულებას ეჭვის თვალით ვუყურებ. თან ამდენი - მოიცადე, ჯერ არ დაფეხმძიმდემ - ძალიან დამღალა. ორი წელია გათხოვილი ვარ და სულ თავშეკავებისკენ მოგვიწოდებენ. თან ბავშვებიც აღარ ვართ (ორივენი 30 წლის ვართ) და შვილი გვინდა. ფეხმძიმე ქალის დანახვაზე მეტირება. მოცდას აზრი აქვს თუ არაფრით ვმკურნალობ? ბოლო აბორტი ზუსტად სამი თვის წინ იყო, 13 აპრილს.
- დაორსულება არ არის სასურველი, სანამ ბოლო აბორტის შემდეგ 6 თვე არ გაივლის. სწორედ ამიტომ გირჩევენ თავის შეკავებას – როგორც თავად აღნიშნავთ, ბოლო აბორტი იყო 3 თვის წინ.