კითხვის დასასმელად გაიარეთ უფასო რეგისტრაცია
– ვარ 20 წლის. მას მერე, რაც მენსტრუალური ციკლი დამეწყო, მაქვს გამონადენი, რომელსაც არც ფერი აქვს და არც სუნი, არც ჭარბია. ერთი წელია, რაც სექსი მაქვს ჩემს მეგობარ ბიჭთან. აქამდე არანაირი პრობლემა არ მქონია, მაგრამ ერთხელ არც ისე ჰიგიენურ პირობებში გვქონდა სექსი და იმის მერე გინეკოლოგიური პრობლემები დამეწყო. მაქვს საშინელი სუნი (თავიდან უფრო მძაფრი იყო), მაგრამ ეს სუნი არ არის გამონადენის (ზუსტად ვიცი). გამონადენი არ შეცვლილა (ისევ გამჭირვალეა უსუნო და ცოტა) სუნი ხან ქრება ხან ისევ მაქვს. ჩემს მეგობარ ბიჭს ადრე ჰქონდა პრობლემები, მაგრამ იმკურნალა და ახლა ექიმი ეუბნება, რომ არაფერი აღარ სჭირს. მოკლედ, ვერაფერი გავიგე, რამდენად სეიოზულია ჩემი მდგომარეობა? შესაძლებელია თუ არა რომ მქონდეს ვენერიული დაავადება?
– არ არის გამორიცხული. გირჩევთ მიმართოთ ვენეროლოგს (ან გინეკოლოგს) და გაიკეთოთ ნაცხის ანალიზი.