კითხვის დასასმელად გაიარეთ უფასო რეგისტრაცია
- ორი თვის წინ გადავყლაპე ზონდი და დამიდგინდა ანთება კუჭში და ქრონიკული გასტრიტი. კუჭის წვენის მჟავიანობა. ექიმმა გამომიწერა ალმაგელი, ფლორანომი და მეტაზოლი. ეხლა მაქვს წვის შეგრძნება კუჭში. რა პრეპარატის მიღებას მირჩევთ?
- გირჩევთ მიმართოთ ექიმს და აცნობოთ, რომ მკურნალობა უშედეგოა, არსებობს გასტრიტის დროს რეკომენდებული სხვა კვლევები, კერძოდ, უნდა დადგინდეს, ბრძანდებით თუ არა ინფიცირებული ჰელიკობაქტერიით (ეს ბაქტერია არის გასტრიტისა და წყლულის გამომწვევი უხშირესი ფაქტორი). ინფიცირების დადასტურების შემთხვევაში აუცილებელია ბაქტერიის საწინააღმდეგო მკურნალობა. გარდა ამისა, არსებობს ალმაგელზე გაცილებით ძლიერი და ეფექტური საშუალებები, მათ ექიმი შეარჩევთ.