კითხვის დასასმელად გაიარეთ უფასო რეგისტრაცია
- ვარ 19 წლის, 1.60 სიმაღლეში და 64 კილო. წონის დაკლების მიზნით ვსვამ ორლიპს და ლამინარიას დღეში ორ-ორჯერ. მაინტერესებს, საშიში ხომ არ არის ჩემი ორგანიზმისთვის? და რაიმე უკუჩვენება ხომ არ აქვს ამ წამლებს? ექიმს არ დაუნიშნავს.
- თქვენ გაქვთ იდეალური წონა, სხეულის მასის ინდექსი 25-ის ტოლია, არავითარი წონის დაქვეითება არ არის საჭირო. ორლიპი და ქსენიკალი ერთი და იგივე პრეპარატებია (სხვადასვა ფირმის მიერ წარმოებული). ორლისტატით მკურნალობის ფონზე პაციენტი უნდა იმყოფებოდეს ბალანსირებულ და ზომიერად ჰიპოკალორიულ დიეტაზე (არაუმეტეს 30% ცხიმების შემცველობით). კვების რაციონში ცხიმების უფრო მეტი შემცველობისას იზრდება კუჭ-ნაწლავის მხრივ გვერდითი ეფექტების გამოვლინების ალბათობა. ორლისტატით მკურნალობის ფონზე რეკომენდებულია ცხიმების დღიური რაოდენობა შეძლებისდაგვარად თანაბრად გადანაწილდეს თითოეულ კვებაზე. ორლისტატის მიღებისას, კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან შესაძლოა შემცირდეს ცხიმში ხსნადი ვიტამინების და ბეტა-კაროტინის შეწოვა. ორლისტატის უსაფრთხოება და ეფექტურობა, პაციენტებში ღვიძლის და/ან თირკმლების ფუნქციური უკმარისობით, დადგენილი არ არის. პრეპარატის გვერდითი ეფექტები ძირითადად კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ ვლინდება და გარდამავალი ხასიათისაა. ესენია საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: დეფეკაციის გახშირება, განავლის გათხიერება და მასში ცხიმის რაოდენობის გაზრდა, ტკივილი ან დისკომფორტი მუცლის და სწორი ნაწლავის არეში, მეტეორიზმი, დეფეკაციის იმპერატიული მოთხოვნილება (როგორც წესი აღნიშნული მოვლენები არასისტემური ხასიათისაა და ვლინდება მკურნალობის დაწყებიდან პირველი 3 თვის განმავლობაში). არ არის გამორიცხული ალერგიული რეაქციები: კანზე გამონაყარი, ქავილი, ანგიონევროზული შეშუპება, ანაფილაქსიური რეაქციები.
ლამინარია კი იოდის შემცველი პრეპარატია, თუ სხვა გზით იოდს ჭარბად არ იღებთ, მისი მიღება არ არის საშიში.