კითხვის დასასმელად გაიარეთ უფასო რეგისტრაცია
- ვარ 19 წლის, 16 კვირის ორსული. ანალიზების აღების დროს გავიგე, რომ მაქვს სისხლის ჯგუფი რეზუს უარყოფითი, I ჯგუფის. საფრთხე ხომ არ შეგვექმნება მშობიარობის დროს?
პასუხობს: ს/ს კ.ვ. ჩაჩავას სახელობის პერინატალური მედიცინისა და მეანობა-გინეკოლოგიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის ექიმი მეან-გინეკოლოგი მაკა ჩიქოვანი
- რეზუს უარყოფითი სისხლი საშიში ნამდვილად არ არის, უბრალოდ, უფრო მეტი ყურადღება გჭირდებათ ორსულობის დროს, რაც გულისხმობს რეზუსანტისხეულების განსაზღვრას ორსულობის 28-30 კვირაზე და მშობიარობის შემდეგ (თუ დაბადებისას დადგინდა ახალშობილის რეზუს-დადებითი სისხლის კუთვნილება) მიზანშეწონილია ანტირეზუს იმუნოგლობულინის შეყვანა, ასევე უნდა განისაზღვროს მეუღლის რეზუსი და ჯგუფი.