For IPN
mkurnali

ანონსი

 
#16 12/08/2010

კითხვის დასასმელად გაიარეთ უფასო რეგისტრაცია

- ვარ 61 წლის ქალბატონი, მაქვს თავბრუს ხვევა. ვიყავი ექიმთან - ნევროპათოლოგთან გამომიწერა წამლები: ფეზამი, ვეროშპირონი, ნიმესილი, ბეტასერკი, კარდიო-მაგნილი. ამ წამლებმა მომცა ალერგია და შევწყვიტე დალევა. მაქვს წნევებიც 130/80. 110/70 არის ჩემი ნორმალური წნევა. შემდეგ სხვისი რჩევით დავლიე კავინტონი, ცოტა შედეგი მქონდა ეხლა აღარ ვსვამ და ისევ დამეწყო თაბრუსხვევა. რა იწვევს ამას? გთხოვთ მირჩიოთ რამე, რა შეიძლება მივიღო რომ მომეხსნას.
- თავბრუსხვევის მრავალი მიზეზი არსებობს. ეს შეიძლება იყოს როგორც შინაგანი ორგანოების დაავადებები, ასევე ნერვული სისტემის პათოლოგიები. მაგალითად, ქრონიკულად მიმდინარე თავბრუსხვევა ხშირად ვესტიბულური აპარატის ფუნქციონირების დარღვევას უკავშირდება. ვესტიბულური აპარატი კარიბჭე-ლოკოკინას, ანუ სმენისა და წონასწორობის ორგანოს ნაწილია. მას ეკუთვნის ლაბირინთი, კარიბჭის ნერვი, მისი ბირთვები და კავშირები. ვესტიბულური აპარატი ადამიანის სხეულზე გრავიტაციული ზემოქმედების შეგრძნების ხარჯზე უზრუნველყოფს გარემოში მისი მდებარეობის განსაზღვრას და წონასწორობის შენარჩუნებას. გარემოში ორიენტირების შესაძლებლობასაც ის განაგებს. თუმცა თავბრუსხვევას სხვა მიზეზებიც შეიძლება ჰქონდეს, მაგალითად თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის მოშლა (მაგალითად ოსტეოქონდროზის გამო). რაც შეეხება მკურნალობას, ის უნდა დანიშნოს ნევროლოგმა თქვენი მონაცემების გათვალისწინებით. ჩვენ საიტით ვერაფერს გირჩევთ, მით უფრო, რომ მკურნალობისას ალერგიული რეაქცია გქონდათ

ოჯახის მკურნალი

#15 29/07/2010
#-15
#-14
#-13