კითხვის დასასმელად გაიარეთ უფასო რეგისტრაცია
- არის თუ არა შესაძლებელი C ჰეპატიტის ვირუსის მთლიანად გაქრობა ორგანიზმიდან მკურნალობის შედეგად? 2. თუ უარყოფითია ეხლა პასუხი, რა რაოდენობის ვირუსი არის მაინც სისხლში და რა სტატისტიკაა, მისის მომავალში პროგრესირების და ღვიძლის დაზიანების თუ კვლავ არ იმკურნალა? 3. თუ პასუხი უარყოფითია და სისხლში მაინც დაფიქსირდა მცირე დოზებით ვირუსი, გადადებისთვის იგივე საშიშროებაა, რაც არანამკურნალევი პაციენტისგან გადადების შემთხვევაში. თუ ასეთი ვირუსი არააქტიურია და სისხლში მისი მცირე შემცველობის გამო გადადებისთვის შედარებით ნაკლებსაშიშია (ყოფით პირობებს ვგულისხმობ და არა საერთო ნემსით ინექციას)? 4. არის თუ არა დაცვა საჭირო სქესობრივი კავშირისას? 5. რას ნიშნავს - sustained response means complete disappearance of the hepatitis C virus?
პასუხობს ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის ექიმი ინფექციონისტი, ქართულ-ფრანგული ჰეპატოლოგიური კლინიკა "ჰეპა"-ს კონსულტანტი, მედიცინის დოქტორი ლალი შარვაძე:
- 1. C ჰეპატიტის ვირუსის მთლიანი გაქრობა მკურნალობის შედეგად შესაძლებელია, მაგრამ არა შემთხვევათა 100 პროცენტში. ამას ექიმი გეტყვით მკურნალობის დასრულების შემდეგ.
2. ზუსტი პასუხისათვის თუ შეიძლება დააზუსტეთ რას გულისხმობთ პასუხის უარყოფითობაში, იმას, რომ ვირუსი აღარ ისაზღვრება თუ ცუდ პასუხს?
3. თუ სისხლში ვირუსი დაფიქსირდა მცირე დოზებით, ეს ნიშნავს, რომ განკურნებული არ არის ადამიანი და ვირუსის გადადების ალბათობა არსებობს.
4. სქესობრივი კავშირისას მუდმივ სქესობრივ პარტნიორებს შორის დაცვა აუცულებელი არ არის, მაგრამ პერიოდულად კონტროლი აუცილებელია.
5. “sustained response” ნიშავს, რომ მკურნალობაზე მიღებულია მყარი ვირუსული პასუხი ანუ პიროვნება გამოჯანმრთელებულია და ვირუსი ორგანიზმიდან გამქრალია.