კითხვის დასასმელად გაიარეთ უფასო რეგისტრაცია
- მყავს 12 და 8 წლის გოგონები. შეიძლება თუ არა პროფილაქტიკის მიზნით მივცე ბავშვს ჭიის წამალი-ვერმოკსი? მადლობთ
- სასურველია ჩატარდეს განავლის ანალიზი ჭიების გამოვლენის მიზნით. თუ ეს ვერ ხერხდება, მაშინ სიმპტომებზე დაყრდნობით (პედიატრის გადასაწყვეტია) შეიძლება დაინიშნოს ანტიჰელმინთური მკურნალობა, მაგალითად ვერმოქსით. მაგრამ უნდა გითხრათ, რომ მკურნალობა უნდა ჩაიტაროს ოჯახის ყველა წევრმა ერთდროულად: სხვაგვარად რეინვაზიას თავიდან ვერ აიცილებთ.
დაბოლოს, ვერმოქსი ჭიების საწინააღმდეგო პრეპარატია, რომელიც ინიშნება მკურნალობის (ანუ ჭიების არსებობის შემთხვევაში) და არა პროფილაქტიკის მიზნით.