For IPN
mkurnali

ანონსი

 
#16 12/08/2010

კითხვის დასასმელად გაიარეთ უფასო რეგისტრაცია

- მაქვს თირკმელ-კენჭოვანი და ნაღველ-კენჭოვანი დაავადებები. ტკივილი არ მაწუხებს, არც არასოდეს მქონია შეტევითი ტკივილები. რამდენიმე დღის წინ გავისინჯე ანალიზები, კრეატინინი აღმომაჩნდა 13%. ქოლესტერინი 6,86 მ.მოლ.ლ, როე 15. დანარჩენი ანალიზების პასუხები ნორმის ფარგლებშია. გთხოვთ მიპასუხოთ, რომელ ექიმს მივმართო მკურნალობისთვის? მაინტერესებს, რა ზიანი მოაქვს მაღალ კრეატინინს და რა იწვევს მის მატებას?
- სამწუხაროდ თქვენ არ გვაწვდით ზუსტად კრეატინინის შემცველობას, ის, როგორც წესი, კარგა ხანია იზომება მგ/დლ ან მკმოლი/ლ-ში, არც იმ კვლევის ნორმები ვიცით, რომელიც თქვენ ჩაგიტარდათ. თუ კრეატინინის შემცველობა მომატებულია, უნდა მიმართოთ ნეფროლოგს. კრეატინინის მატება ნიშნავს, რომ თირკმელი ფუნქციას სათანადოდ ვეღარ ასრულებს. არ არის გამორიცხული ამის მიზეზი კენჭები იყოს და თქვენ უროლოგის დახმარება დაგჭირდეთ. თირკმლის ამჟამინდელი მდგომარეობის შესაფასებლად საჭირო იქნება ექოსკოპიის ჩატარებაც.