კითხვის დასასმელად გაიარეთ უფასო რეგისტრაცია
- მაინტერესებს, სისხლის საერთო ანალიზის გაკეთების შემდეგ, გარდა გემოგლობინისა, კიდე რისი გაგება ხდება?
- არის სისხლის საერთო ანალიზი, რომლის მეშვეობითაც 14 პარამეტრი შეიძლება განისაზღვროს. ზოგიერთი ანალიზი უფრო ნაკლებ ინფორმაციას გვაძლევს. ზოგადად კი შეიძლება ვთქვათ, რომ სისხლის საერთო ანალიზით ვიღებთ ინფორმაციას სისხლში არსებული უჯრედების (ერითროციტები, ლეიკოციტები და ლეიკოციტური ფორმულა, თრომბოციტები) შესახებ, ერითროციტების დალექვის სიჩქარისა და ჰემოგლობინის თაობაზე.