კითხვის დასასმელად გაიარეთ უფასო რეგისტრაცია
- მყავს წლის და 7 თვის პატარა. რამოდენიმე დღის წინ ფეხებზე გაუჩნდა გამონაყარი - თავიდან პატარაა, მერე დიდდება და შიგნით უჩნდება წვრილი წითელი წერტილები ,ქავილი არ აღენიშნება. პედიატრმა დაუნიშნა მკურნალობა, აღნიშნა რომ არის კანის ინფექცია.კანის ექიმმა დაუსვა სხვა დიაგნოზი _მოლუსკი და გვითხრა რომ ეს უნდა მოიფხიკოსო. როგორც პედიატრი მეუბნება ეგ მოლუსკი არააო და ვეღარ გავიგე რომელს დავუჯერო. თუ შეიძლება მირჩიეთ რაიმე.
- როგორ მოგცეთ კონკრეტული რჩევა, როცა ჩვენ გამონაყარი არ გვინახავს? თუ პედიატრსა და დერმატოლოგს შორის აზრთა სხვადასხვაობაა, გირჩევთ ბავშვი სხვა, გამოცდილ დერმატოლოგსაც გაასინჯოთ. ისე კი გეტყვით, რომ კონტაგიოზური მოლუსკი ბოლო დროს ბავშვებში საკმაოდ გავრცელებულია.