კითხვის დასასმელად გაიარეთ უფასო რეგისტრაცია
- ჩემი მეუღლე გაცივდა 10 დღის წინ. აწუხებდა ხველა, სურდო და სიცხე. სურდო და სიცხე აღარ აქვს, მაგრამ საშინლად ახველებს, 2-3 წუთის მანძილზე განუწყვეტლივ აქვს ალერგიული ხველა. სვამს ლიზლის და ბრომჰექსინს, მაგრამ შედეგი არაა. თუ შეგიძლიათ, მასწავლოთ, სახლის პირობებში, როგორ ვუმკურნალო.
- მწვავე ვირუსული რესპირატორული ინფექციებისა და მწვავე ბრონქიტის გადატანის შემდეგ აღინიშნება ხოლმე მსგავსი მოვლენები, რომლებიც თანდათანობით გაივლის, მაგრამ თუ ეს სიმპტომები გახანგრძლივდა, მაშინ მათი უყურადღებოდ დატოვება არ შეიძლება. ასეთ შემთხვევაშიუპირველეს ყოვლისა გაესინჯეთ პულმონოლოგს (ფილტვების სპეციალისტს) ან ალერგოლოგს და გამორიცხეთ სერიოზული პათოლოგიის არსებობა. თუ არანაირი პათოლოგია არ აღინიშნება და ხველა მაინც გრძელდება, სცადეთ ხველის საწინააღმდეგო მცენარეული საშუალებები: ძირტკბილას, თავშავას ან ბეგქონდარას ნაყენი. ხველის დროს ხალხურ მედიცინაში იყენებენ აგრეთვე ასეთ საშუალებებს:
- ხახვი დაჭერით წვრილად, ფენა-ფენა მოაყარეთ შაქარი და ასე დადგით რამდენიმე საათი. გამოიყოფა წვენი, რომელიც უნდა სვათ სადილის კოვზით დღეში 5-6-ჯერ მაინც.
- 1 ს.კ. ვირისტერფას დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი, გააჩერეთ თავდახურული 30 წთ., გადაწურეთ და სვით თითო ს. კ. 6-ჯერ დღეში.
- მიირთვით რძეში მოხარშული ლეღვის მურაბა.
- შეურიეთ თანაბარი რაოდენობით სტაფილოს წვენი და რძე და სვით.
იმუნიტეტის გასაძლიერებლად მიიღეთ პოლივიტამინი და სვით ექინაცეის სპირტიანი ნაყენი.
ხშირად ანიავეთ თქვენი საცხოვრებელი ბინა – სუფთა და ზომიერად ტენიანი ჰაერი თქვენთვის აუცილებელია.