For IPN
mkurnali

ანონსი

 
#16 12/08/2010

კითხვის დასასმელად გაიარეთ უფასო რეგისტრაცია

- ვარ სრულიად ჯამრთელი, მაგრამ ვერ ვიმატებ წონაში ვერანაირად, ვჭამ 2 ჯერ დღეში კარგად.

- საინტერესოა, წონაში ამ ბოლო დროს დაიკელით თუ გამხდარი ბრძანდებით ბავშვობიდანვე, საინტერესოა ისიც თუ როგორია თქვენი ფიზიკური დატვირთვა დღის განმავლობაში და რას გუისხმობთ კარგად ჭამაში. თუ წონის მკვეთრი კლება დროის მოკლე შუალედში მოხდა, აუცილებელია სისხლის საერთო ანალიზის გაკეთება და ექიმის კონსულტაცია.

მიუხედავად არასაკმარისი ინფორმაციისა რამდენიმე რჩევას მაინც მოგცემთ- უნდა გაიზარდოს საკვების კალორიულობა და რაციონში შეტანილი იქნას ცილებითა და ნახშირწყლებით მდიდარი პროდუქტები. აუცილებელად უნდა იკვებოთ ხშირ-ხშირად (და არა დღეში მხოლოდ 2-ჯერ), საკვები საგულდაგულოდ დაღეჭოთ.

გირჩევთ 2-3 კვირის განმავლობაში მიიღოს კალციუმის ქლორიდის 10%-იანი ხსნარი – თითო ს. კ. 4-ჯერ დღეში. ამასთან ერთად მიიღოს პოლივიტამინური პრეპარატი (მაგალითად: უნდევიტი, იუნიკაპი და სხვა).  

თქვენ კი ბრძანებთ, რომ ჯანმრთელი ხართ, მაგრამ საინტერესოა გაკეთებული გაქვთ თუ არა ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების ანალიზი - ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები ხშირად ხდება წონის კლების მიზეზი. 


ოჯახის მკურნალი

#15 29/07/2010
#-15
#-14
#-13