For IPN
mkurnali

ანონსი

 
#16 12/08/2010

კითხვის დასასმელად გაიარეთ უფასო რეგისტრაცია

- ვარ 18 წლის გოგო, გათხოვილი. გასახდომი წამალი, რომ დავლიო რამე პრობლემას ხომ არ შემიქმნის ჯანმრთელობის მხრივ?
- ჩვენ ე.წ. გასახდომი წამლების მიღების კატეგორიული წინააღმდეგი ვართ.  ასევე, მკაცრი დეიტების წინააღმდეგიც ვართ, რადგან ასე შეიძლება ჯანმრთელობას ავნოთ.  ასეც რომ არ იყოს, სწრაფად დაკლებული კილოგრამების სწრაფადვე აღდგენა ხდება. ამიტომ ყველაზე კარგი იქნება თუ შეცვლით კვების კულტურას ანუ ცხოვრების წესად სწორ კვებას გაიხდით.  ამისათვის ჭამეთ დღეში 4-ჯერ, მაგრამ ზომიერად.  ძილის წინ რამდენიმე საათით ადრე არ ჭამოთ, შეზღუდეთ პურ-ფუნთუშეული, ტკბილეული და ცხოველური ცხიმი, გაამდიდრეთ კვების რაციონი ბოტნეულითა და ხილით, უარი თქვით სწრაფი კვების პროდუქტებზე და ე.წ. სასუსნავებზე და რაც მთავარია, ბევრი ივარჯიშეთ.
თუ კვების ასეთ რეჟიმზე გადახვალთ, რამდენიმე თვეში მიეჩვევით და ზედმეტი წონის პრობლემა არასდროს შეგაწუხებთ.
თუ რაიმე მიზეზის გამო სწრაფად გსურთ რამდენიმე კილოგრამის დაკლება, მაშინ წაიკითხეთ ჩვენს საიტზე ნანა ხუცალიძის სტატია "როგორ გავხდეთ სწრაფად”.


ოჯახის მკურნალი

#15 29/07/2010
#-15
#-14
#-13