საიდან ჩნდება ნაოჭები და როგორ დავაღწიოთ მათ თავი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

საიდან ჩნდება ნაოჭები და როგორ დავაღწიოთ მათ თავი

ეგზოტიკური მეთოდები მეცნიერების თანამედროვე მიღწევებმა ჩაანაცვლა. ახლა პლასტიკური ოპერაციების გარდა, კოსმეტოლოგები კონსერვატიულ მეთოდებსაც ფლობენ, რომელთა წყალობით ნაოჭები უკვალოდ ქრება.

როგორი შეიძლება იყოს ნაოჭი?

კოსმეტოლოგები ნაოჭებს სიღრმისა და წარმოქმნის მიზეზთა მიხედვით აჯგუფებენ.

სიღრმის მიხედვით:

ზედაპირული (ეპიდერმული) ნაოჭი ეხება კანის ზედაპირულ შრეს - ეპიდერმისს. ამ წვრილ ნაოჭებს, რიგ შემთხვევაში, “ბადის” შესახედაობა აქვს. ხშირად ზედაპირული ნაოჭების წარმოქმნის მიზეზი კანის გაუწყლოებაა, მის გაჩენას განაპირობებს ეპიდერმისის რქოვანა შრის გასქელებაც, რომელიც გამოწვეულია რქოვანა გარსის უჯრედთა განახლების პროცესის შენელებით.

საშუალო-ღრმა ნაოჭები (დერმული) ეხება შუა შრეს - დერმას და ზედაპირული ნაოჭების შემდგომი განვითარებისა და გაღრმავების შედეგია. მისი გაჩენა განპირობებულია ბოჭკოების დაზიანებით, ფიბრობლასტების სინთეზის შენელებით.

ღრმა ნაოჭები - ეხება არა მარტო კანის ყველა შრეს, მათ ფორმირებაში მონაწილეობს კანქვეშა ცხიმოვანი უჯრედისიც. ღრმა ნაოჭები, უპირველესად, ჩნდება კანის ბუნებრივ ნაკეცებში - მაგალითად, ცხვირ-ტუჩის ნაოჭი. მის გაჩენას განაპირობებს ქსოვილების გრავიტაციული ფთოზი, როდესაც სიმძიმის ძალის ზემოქმედებით, შესუსტებული კუნთური ტონუსის ფონზე, კანი ეშვება.

ღრმა ნაოჭებისადმი განწყობა სხეულის გარკვეულ უბნებში მნიშვნელოვნად განპირობებულია გენეტიკითა და სახის წყობის ინდივიდუალური თავისებურებებით. თუმცა მათი წარმოქმნის ხარისხი დამოკიდებულია იმ უარყოფით ფაქტორებზე, რომლებიც მოქმედებს ზედაპირული და საშუალო-ღრმა ნაოჭების წარმოქმნაზე.

წარმოქმნის ძირითადი მიზეზის მიხედვით:

დინამიკური ნაოჭები ჩნდება მიმიკური კუნთების რეგულარული შეკუმშვის შედეგად. მათ “მიმიკურ” ნაოჭებსაც უწოდებენ. იმ უბნებში, სადაც კუნთების მომატებული მოძრაობაა, მიმიკური აქტივობისას წარმოქმნილი კანის ნაკეცები სრულად ვეღარ სწორდება და უკვე 20 წლის ასაკისთვის წარმოიქმნება დინამიკური ნაოჭები. ყველაზე ხშირად პირველი მიმიკური ნაოჭები შუბლზე ჩნდება, მოგვიანებით - თვალის გარეთა კუთხეებში. დაახლოებით 30 წლის ასაკისთვის ფორმირდება ნაოჭები ზედა ქუთუთოებზეც.

სტატიკური ნაოჭები (ასაკობრივი, გრავიტაციული), როგორც წესი, 40 წლის ასაკისთვის ჩნდება. დინამიკურისგან განსხვავებით, სტატიკური ნაოჭები აღმოცენდება მიმიკური ნაოჭების მუშაობის მიუხედავად. მათი გაჩენა განპირობებულია კანის დაბერების როგორც ბუნებრივი, ასევე ხელოვნური პროცესით (მოწევით, ულტრაიისფერი სხივებითა და გარემოს სხვა უარყოფითი ფაქტორებით გამოწვეული). კანის დაბერებისას მასში ნელდება სისხლის მიმოქცევა, მცირდება კოლაგენის, ელასტინის, ჰიალურონის მჟავას შემცველობა, რაც აქვეითებს კანის ელასტიკურობას და ადუნებს მას.

ტონუსს კარგავს მიმიკური მუსკულატურაც. სიმძიმის ძალის მოქმედებით სახის ქსოვილები ეშვება, თანაც არათანაბრად, რაც იწვევს სტატიკური (გრავიტაციული) ნაოჭების გაჩენას. მის წარმოქმნას განაპირობებს ტანდეგობის დარღვევა, ძილის დროს არასწორი პოზა და სხვა ფაქტორებიც.

ნაოჭები შეიძლება იყოს კომბინირებული - როგორც სტატიკური, ისე დინამიკური.

mkurnali.geნაოჭების კორექციის მეთოდები

კონტურული პლასტიკა - უნივერსალური მეთოდია, სხვადასხვა სიმკვრივის გელის გამოყენებით შესაძლებელია ზედაპირული და ღრმა ნაოჭების მოშორება.

ბოტოქსი და დისპორტი - მათი შეყვანა დინამიკურ ნაოჭებთან ბრძოლის ძირითადი მეთოდია. ისინი დროებით თრგუნავენ მიმიკური ნაოჭების აქტივობას და ზემოქმედებენ მათი აღმოცენების მიზეზზე.

RF-ლიფტინგი გადაჭიმვის ეფექტს უზრუნველყოფს, კანის ფართობი მცირდება, რაც განსაკუთრებით გამოხატულია კისრისა და ნიკაპის ასაკობრივი ნაოჭებისას.

ზედაპირული პილინგი - აჩქარებს ეპიდერმისის უჯრედების განახლების პროცესს. ის ნაოჭების გაჩენის პროფილაქტიკაა. მისი გამოყენებისას თანაბრდება კანის მიკრორელიეფი, სწორდება წვრილი ნაოჭები.

საშუალო პილინგი უფრო ღრმად მოქმედებს. მისი საშუალებით შესაძლებელია საშუალო-ღრმა ნაოჭების მოშორება და პარალელურად, სხვა მრავალი ესთეტიკური პრობლემის გადაჭრა.

LPG-მასაჟი სახის ქსოვილების სისხლის მიმოქცევას აუმჯობესებს, კუნთებს ტონუსს უბრუნებს (რაც ძალიან მნიშვნელოვანია გრავიტაციული ნაოჭებისას), ააქტიურებს “ახალგაზრდობის უჯრედებს” - ფიბრობლასტებს, რომლებიც კოლაგენისა და ელასტინის გამომუშავებას აძლიერებენ.

ბიორევიტალიზაცია - კანის მიერ ტენის დაკარგვა ნაოჭების წარმოქმნის პირველი ფაქტორია. მისი საშუალებით არა მარტო ნაოჭების გაჩენას შეიძლება აღვუდგეთ წინ, არამედ უკვე არსებული ზედაპირული ნაოჭებიც მოვიშოროთ.

მეზოთერაპია კანისთვის საჭირო ნივთიერებების შეყვანის შესაძლებლობაა. იგი ნაოჭების სამკურნალო მეთოდი არაა, ის ეფექტური პროფილაქტიკაა. კოსმეტოლოგს შეუძლია ინდივიდუალურად შეარჩიოს პრეპარატის შემადგენლობა.

ტრედლიფტინგი 3D - მეზოძაფები - კანქვეშ ძაფების შეყვანა კანის გადაჭიმვის ეფექტის მიღებას უზრუნველყოფს და ასწორებს ნაოჭებს კანის დამჭერი შინაგანი კარკასის შექმნით.

ნაოჭების წარმოქმნის ძირითადი მიზეზებია:

  • ბუნებრივი დაბერება;
  • ულტრაიისფერი სხივებისა და სხვა ფაქტორების ზემოქმედება;
  • კანის გაუწყლოება;
  • სახის მიმიკური კუნთების ზედმეტი აქტივობა;
  • კანის არასწორი მოვლა (განსაკუთრებით - მშრალი კანის შემთხვევაში);
  • მოწევა და სხვა მავნე ჩვევები;
  • სახის წყობის თავისებურებები (მაგალითად, არასწორი თანკბილვა, ცხვირ-ტუჩისა და სხვა ნაოჭების წარმოქმნა).

კანის მოვლა

კოსმეტიკა უნდა შეირჩეს კანის ტიპის, ასაკის, ინდივიდუალური ამტანობის მიხედვით. განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს დამატენიანებელ მოქმედებას. სხვადასხვა გარე და შიდა ფაქტორების ზემოქმედება, მათ შორის - შარდმდენი საშუალებების მიღება, წყლის ხშირი პროცედურები კანის დაუტენიანებლად იწვევს კანის გაუწყლოებას. დამატენიანებელი კომპონენტებია:

  • ჰიალურონის მჟავა და მისი ნაწარმები;
  • ელასტინისა და კოლაგენის ჰიდროლიზატები;
  • ცერამიდები;
  • წყალმცენარეების, ალოესა და სხვა მცენრეების ექსტრაქტები;
  • ეთერზეთები;
  • ნაჯერი ცხიმოვანი მჟავები (ოლეინის, ლინოლის, ლინოლენის).
  • სტიმულაცია. არსებობს პრეპარატები, რომელთა კომპონენტები კანში ღრმად, ცხიმოვანი უჯრედების დონეზე შედის. ისინი კოლაგენისა და ელასტინის გამომუშავებაზე მოქმედებენ. ასეთ კომპონენტებს მიეკუთვნება:
  • С ვიტამინ;
  • რეტინოლი;
  • ფიტოესტროგენები;
  • ხილის მჟავები;
  • ზოგიერთი მინერალი;
  • თაფლი;
  • რკინა.

კანის დაცვა

მოარიდეთ კანს მავნე ულტრაიისფერი სხივები, გამოიყენეთ მზისგან დამცავი საშუალებები, ცივ პერიოდში კი დაიცავით იგი ქარისა და სიცივისაგან.

ასაკთან ერთად სახეზე აღიბეჭდება ყველა მანკიერი და მავნე ჩვევა. ამიტომ, რაც უფრო გონივრულად და სიყვარულით მოეკიდებით თქვენს სხეულს, მით უფრო ხანგრძლივად შეინარჩუნებთ ჯანსაღ და ახალგაზრდა კანს.