როგორ გავხადოთ თმის შეღებვის პროცესი მაქსიმალურად უსაფრთხო - რჩევები მათ, ვინც თმას ალერგიის გამო ვერ იღებავს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

როგორ გავხადოთ თმის შეღებვის პროცესი მაქსიმალურად უსაფრთხო - რჩევები მათ, ვინც თმას ალერგიის გამო ვერ იღებავს

ეს შეიძლება იყოს ნებისმიერი რამ იმ გარემოდან, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ. როდესაც ადამიანი რაღაც კონკრეტულის მიმართ ალერგიულია, ეს ნიშნავს, რომ მისი ორგანიზმი ამ ნივთიერებას მავნედ მიიჩნევს და მის მიმართ დაცვით რეაქციას გამოავლენს. სწორედ ესაა ალერგია. მას კი, რაც ალერგიას იწვევს, ალერგენი ეწოდება. მაგალითად, ალერგიის გამომწვევი შეიძლება იყოს კონკრეტული საკვები, მედიკამენტი, მტვერი, ცხოველის ბეწვი ან სხვა რამ. ალერგენები გარემოში არის ყველგან და მათ შორის ჩვენს ტანსაცმელზეც. ის ორგანიზმში შეიძლება მოხვდეს ჰაერ-წვეთოვანი გზით, საკვებით, ინექციის გზით ან კანიდან.

მნიშვნელოვანია ერთი ფაქტი, რომ ალერგენები ყოველთვის არ იწვევენ ალერგიას. ერთმა და იმავე ნივთიერებამ შეიძლება ერთ შემთხვევაში გამოიწვიოს ალერგია და მეორეში - არა. ალერგიული რეაქცია დამოკიდებულია იმაზეც, თუ რა გარემოშია ალერგენი და რა ინტენსივობისა და ხანგრძლივობისა მასთან კონტაქტი.

ალერგიული რეაქცია შეიძლება იყოს ორი ტიპის. პირველის არის სისტემური ალერგიული რეაქცია, რომელსაც შეუძლია მთელ ორგანიზმზე გავრცელდეს. ის ალერგენთან კონტაქტის შემდეგ სწრაფად გამოვლინდება. მაგალითად, ცემინება მტვერზე ან ალერგიული ასთმა ცხოველის კანზე. ხშირად გამოიხატება თვალების სიწითლით. ამ შემთხვევაში ყველაზე ხშირად გავრცელებული ალერგენებია მედიკამენტენი, საკვები, როგორიცაა თხილეული და ასევე, მწერების ნაკბენები.

მეორე არის კონტაქტური დერმატიტი. ეს მთელ ორგანიზმზე არ ვრცელდებდა და ლოკალურია. ამ ჯგუფის ალერგენებს მიეკუთვნებიან რიგი მეტალები, მაგალითად, ნიკელი, საოჯახო ქიმია, კოსმეტიკური საშუალებები, ასევე, ზოგი მცენარეები.

ყველაზე ფართოდ გავრცლებეული ალერგენები

გარემო ალერგენები - ეს ყველაზე აქტიური ალერგენებია. ის შეიძლება იყოს მტვრის უცირესი ტკიპა, რომელი ყველა სახლშია, ცხოველის ბეწვი ან კანის ნაწილაკები, ბალახის მტვერი და სხვა უამრავი რამ, რაც გარემოში ბუნებრივადაა და მის გარეშე ცხოვრება წარმოუდგენელია.

საკვები ალერგენები - კვებითი ალერგია უმეტესად მცირე ასაკში იჩენს თავს და შეიძლება მთელი ცხოვრება გაჰყვეს ადამიანს. ყველაზე ხშირად ალერგიულ რეაქციას იწვევს რძის პროდუქტები, კვერცხი, ხორბალი, სოიო, თხილი, კაკალი და ზღვის პროდუქტები.

მედიკამენტები - ინფექციური მედიკამენტები ყველაზე ხშირად იწვევენ ალერგიას. თუმცა სხვა უფრო მარტივი პრეპარატებიც ხშირად ხდებიან ალერგიული რეაქციის მიზეზი.

ქიმიური საშუალებები - კოსმეტიკა, სარეცხი და საწმენდი საშუალებები ხშირად იწვევს ალერგიას. ამ ჯგუფის ალერგენებს განეკუთვნება თმის საღებავებიც. სწორედა ამიტომ თმის შესაღებად ხშრად იყენებენ უსაფრთხო საშუალებას ხნას, მაგრამ მას იმ მრავალფეროვანი ეფექტის მოცემა არ შეუძლია, რასაც თანამედროვე საშუალებები გვთავაზობენ.

ალერგია თმის საღებავზე

თმის საღებავები ალერგიას იწვევენ მისი შემადგენელი კომპონენტის ურზოლის ანუ პარაფენილდიამინის (პპდ მოლეკულის) გამო. ეს არის საღებავის შემადგენელი პიგმენტი, რომელიც თმას ფერს აძლევს. მე-19 საუკუნეში, როცა ეს მოლეუკლა აღმოაჩინეს, ის ძალიან ტექნიკური, მავნე და ტოქსიკური იყო. დღეს კი ის კარგად გადამუშავებული და ნაკლებად ტოქსიკურია. თუმცა სწორედ ეს არის ის თმის საღებავზე ალერგიის გამომწვევი მიზეზი.

საღებავის მწარმოებელი კომპანიები მუდმივად ამ პიგმენტის დამუშავებაზე მუშაობენ. ამ დროისთვის ყველაზე კარგ შედეგს კი Wella Professional-მა მიაღწია. მათ პპდ მოლეკულა ჩაანაცვლეს Me+ მოლეკულით, რომელიც ალერგიის გამოწვევის რისკს 60-ჯერ ამცირებს. Me+  მოლეკულა Wella Professional-ს აქვს დაპატენტებული.

mkurnali.ge

Wella Professional-ის ახალი ხაზი Koleston Perfect Me+ არის თმის შეღებვის სრულიად უნიკალური შესაძლებლობა, რომელიც თმას სრულყოფილ ფერს, ბზინვარებას და მდგრადობას ანიჭებს. გარდა აღნიშნულისა, ის უფრო სწრაფად ღებავს თმას და სასიამოვნო არომატიც აქვს.

სტილისტი ეკატერინე მელიქიშვილი აღნიშნავს, რომ Me+ მოლეკულა ალერგიის წარმოქმნას ამცირებს. ამიტომ ამ პიგმენტის შემცველი საღებავის გამოყენება ალერგიული ადამიანებისთვის აუცილებელი, ზოგადად კი რეკომენდირებულია. რადგან ადამიანის ორგანიზმი როდის გამოამჟღავნებს ალერგიულ რეაქციას, არავინ იცის.

„საღებავზე ალერგია უჩვეულო მოვლენა ნამდვილად არ არის. ის შეიძლება გამომჟღავნდეს კანზე სიწითლით, კანის აქერცვლით. არის იშვიათი შემთხვევა, როცა კვინკეს შეშუპებაც კი შეიძლება გამოიწვიოს. შეიძლება ადამიანს პირველივე შეღებვაზე არ გამოუვლინდეს ალერგია და მან წლების შემდეგ იჩინოს თავი. განსაკუთრებით საფრთხილოა ორსულობის პერიოდში, რადგან ამ დროს ადამიანის ორგანიზმსი ჰორმონები იცვლება,“ - განმარტავს ეკატერინე მელიქიშვილი.

როგორც სპეციალისტები განმარტავენ, საღებავის სწორად გამოყენებისთვის სტილისტს კოლორისტიკის ცოდნა სჭრდება, რომ სასურველი ფერის თმა მიიღოს.

mkurnali.ge

„ეს საღებავების განვითარების სრულიად ახალი ეტაპია. ახალი საღებავი აუცილებელია მათთვის, ვისაც ალერგიული ფონი აქვს. სხვებისთვის კი უბრალოდ სასურველია, რადგან ახალი მოლეკულა ბევრად უფრო უსაფრთხოა. მათთვის კი, ვინც პირველად იღებავს თმას ან საღებავს იცვლის, საღებავზე სინჯის გაკეთებაა რეკომედნირებული. მაჯაზე უნდა წაისვან საღებავი და გაიჩერონ იმდენი ხანი, რამდენიც თმის შესაღებადაა საჭირო. ჩამობანვის შემდეგ 48 საათის განმავლობაში თუ რეაქცია არ გამოვლინდა, მაშინ შეუძლიათ შეიღებონ. ზოგადად კი, არსებობს დაგროვებითი ალერგიაც. ანუ შეიძლება ადამიანი წლების განმავლობაში იღებავდე თმას ალერგიული რეაცქიის გარეშე და მოულოდნელად გამოუვლინდეს ალერგია. სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი საღებავების განვითარების ახალი ეტაპი,“ - განმარტავს ეკატერინე მელიქიშვილი.

ზოგადად, ვისაც საღებავზე ალერგია აქვს, შეღებვის წინ უნდა დალიონ ანტიჰისტამინები. უმჯობესია მათ თმა ისეთი საღებავით შეიღებონ, რომელიც ამცირებს ალერგიის გამოწვევის რისკს. მათ აუცილებლად სალონებში სპეციალისტებთან უნდა შეიღებონ თმა და არა სახლში დამოუკიდებლად.

ანტიალერგიული საღებავები Wella Professional-ისგან Koleston Perfect Me+ ნოემბრიდან საქართველოში სალონებსა და პროფესიონალურ მაღაზიებშიც იქნება ხელმისაწვდომი.

R