რუბრიკები
ოჯახის მკურნალი
კანის ქავილი

კანის ქავილი ყველა ჩვენგანისთვის ნაცნობი შეგრძნებაა. ის თავისთავადი დაავადება არ არის, იგი კანის, შინაგანი ორგანოებისა თუ ნერვული სისტემის
დაავადებების ერთ-ერთი სიმპტომია. ქავილით მიმდინარე კანის დაავადებებზე სასაუბროდ ვეწვიეთ შპს "ესტერის" დერმატოვენეროლოგს ნინო მოსაშვილს.


- ქალბატონო ნინო, კანის რომელი დაავადებების დროს შეიძლება უჩიოდეს ადამიანი ქავილს?


- კანის დაავადებების დიდ ნაწილს თან სდევს ქავილი. აღნიშნული სიმპტომი დამახასიათებელია კანის ისეთი პათოლოგიებისთვის, როგორიც არის:

  • ალერგოდერმატოზები (ტოქსიდერმია, ეგზემა, ატოპიური დერმატიტს, ჭინჭრის ციება და სხვა);
  • ნეიროდერმატოზები;
  • მიკოზები (სოკოვანი დაავადებები);
  • პარაზიტებით გამოწვეული კანის დაავადებები (მუნი, დემოდეკოზი და სხვა).

- რა შეიძლება იყოს ქავილის მიზეზი და ხომ არ არის განსხვავება თავად ქავილის ხასიათსა და ინტენსივობას შორის კანის სხვადასხვა პათოლოგიის დროს?
- კანის პარაზიტული დაავადებებისთვის დამახასიათებელია ქავილი ღამით, რაც მათი ერთგვარი განმასხვავებელი ნიშანია კანის სხვა დაავადებებისაგან. კანის ქავილის განვითარებაში დიდ როლს ასრულებს ცნს-ის ფუნქციის მოშლა. ქავილის განვითარებაში დიდ როლს ასრულებს ძლიერი ნერვიულობა, სტრესი. ქავილი ასევე შეიძლება გამოწვეული იყოს ქრონიკული ინტოქსიკაციით, ნივთიერებათა ცვლის მოშლით, შინაგანი ორგანოების დაავადებებით (მაგალითად, მოხუცებულთა ქავილი). ცნობილია ორსულთა ქავილი, ქავილი ღვიძლის დაავადებების, ქრონიკული ყაბზობის დროს და სხვა. კანის სხვადასხვა პათოლოგიისთვის ქავილის ინტენსივობა, ხასიათი და ხარისხი განსხვავებულია.


- რა არის ალერგოდერმატოზები? იქნებ უფრო ვრცლად გვესაუბროთ მათი განვითარების მიზეზებსა და კლინიკურ გამოვლინებებზე...
- ალერგიულ დაავადებებს მსოფლიოს მოსახლეობის 30-40% უჩივის. ამის მიზეზი შეიძლება იყოს გარემოს დაბინძურება, კვების რეჟიმის მოუწესრიგებლობა, ალერგენთა აგრესიულობის მატება და სხვა.
სტატისტიკის თანახმად, მოსახლეობის დაახლოებით 20%-ს ერთხელ მაინც ემართება კანის ალერგიული დაავადების ერთ-ერთი ფორმა - ჭინჭრის ციება ანუ ურტიკარია. იგი პოლიეტიოლოგიური დაავადებაა, ეს კი იმას ნიშნავს, რომ მისი გამომწვევი შეიძლება იყოს მრავალი ფაქტორი, მათ შორის - საკვები, მედიკამენტები, ინფექციები, მწერის ნაკბენი და სხვა. ჭინჭრის ციების დროს გამონაყარი ძლიერ წააგავს ჭინჭრის ნასუსხს. იგი სხვადასხვა ადგილას ჩნდება და თან ახლავს ძლიერი ქავილი.


- როგორ ვუმკურნალოთ ჭინჭრის ციებას?
- ჭინჭრის ციების სამკურნალოდ უწინარეს ყოვლისა უნდა დადგინდეს და გამოირიცხოს ალერგიის მიზეზი. თუ ალერგია საკვებისმიერია, უნდა დაინიშნოს ჰიპოალერგიული დიეტა. თუ ალერგიის მიზეზი მედიკამენტია, უნდა შეწყდეს მისი მიღება. უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება ანტიჰისტამინური პრეპარატების დანიშვნას. მათი უეფექტობის შემთხვევაში ინიშნება კორტიკოსტეროიდები.


- რა არის ატოპიური დერმატიტი?
- ეს არის ქრონიკული ალერგიული დაავადება, რომელიც უვითარდებათ ატოპიისადმი გენეტიკურად განწყობილ პირებს. მას ახასიათებს მორეციდივე მიმდინარეობა, რაც გამოიხატება ასაკობრივი თავისებურებებით და გამღიზიანებლის მიმართ ჰიპერმგრძნობელობით. გამაღიზიანებელ ფაქტორებს წარმოადგენს:

  • სახლისა და ყვავილის მტვერი;
  • ზოგიერთი საკვები (ძროხის რძე, კვერცხი, მარწყვი, შებოლილი პროდუქტები, ტომატი და სხვა);
  • ალკოჰოლი;
  • ზოგიერთი მედიკამენტი და სხვა.

ატოპიური დერმატიტი ბავშვთა ასაკის ყველაზე გავრცელებული დაავადებაა. იგი ხშირად ვლინდება სიცოცხლის მე-6 თვიდან, იშვიათად - უფრო გვიან. განასხვავებენ ატოპიური დერმატიტის 3 ასაკობრივ ფაზას: ჩვილთა, ბავშვთა და მოზარდთა (ჭაბუკობიდან ზრდასრულ ასაკამდე). ადრეულ ასაკში აღინიშნება დაავადების მწვავე ფორმები ერითემით, შეშუპებით, სისველით. კერები განლაგებულია ზედა კიდურების გამშლელ ზედაპირზე, დუნდულებზე, ლოყებზე, ნიკაპზე. მოგვიანებით იწყება

You must have Flash Player installed in order to see this player.
კანის ლიქენოიდური დაზიანება, რაც კანის სიმშრალეს იწვევს. ბავშვთა ასაკში ატოპიური დერმატიტისათვის დამახასიათებელია კანის სიმშრალე, სისხლიანი ქერქები, ლიქენიფიკაცია და ნახეთქები. გამონაყარი ლოკალიზებულია კისერზე, მაჯებზე, მუხლქვეშა და იდაყვის სახსრებში. მესამე ფაზაში, ჭაბუკობიდან ზრდასრულ ასაკამდე, გამონაყარი უფრო მეტად ზემო კიდურებსა და სახეზეა ლოკალიზებული. ატოპიური დერმატიტისთვის დამახასიათებელია ძლიერი და შეტევითი ხასიათის ქავილი, რომელიც ნებისმიერ ფაზაში გვხვდება. ქავილი ძლიერდება ნერვიულობისა და შესაბამისი ალერგენის ზემოქმედების შედეგად. არღვევს ძილს, რაც ფსიქიკაზეც უარყოფითად აისახება.


- როგორ განვასხვაოთ ატოპიური დერმატიტი ქავილით მიმდინარე კანის სხვა დაავადებებისგან?
- დიაგნოზი ისმება კლინიკური სურათისა და ანამნეზის მიხედვით, აგრეთვე კანის სინჯებით.
სისხლში სპეციფიკური ანტისხეულების განსაზღვრით უნდა დადგინდეს, რომელი საყოფაცხოვრებო, კვებითი, მცენარეული თუ ბაქტერიული ანტიგენი იწვევს კონკრეტულ პირში ალერგიულ რეაქციას.


- რას ურჩევდით ატოპიური დერმატიტით დაავადებულებს?
- ატოპიური დერმატიტი ითხოვს დაავადების ხანგრძლივ კონტროლს, კომპლექსურ მიდგომას. მკურნალობა მოიცავს ბაზისური და ანთების საწინააღმდეგო თერაპიის ადეკვატურ კომბინაციას. ალერგენის გამორიცხვა ან მასთან კონტაქტის შემცირება დაავადების გამწვავებას აბრკოლებს. ამისათვის საჭიროა ოთახების განიავება, დალაგება, სეირნობა სუფთა ჰაერზე, ყოველდღიური აბაზანა, პირადი ჰიგიენის დაცვა. დიდი მნიშვნელობა აქვს კვების სწორ რეჟიმს. პათოგენეზური თერაპია გულისხმობს ქავილის მოხსნას და დარღვეული ძილის მოწესრიგებას. გარეგანი თერაპია უნდა წარიმართოს კლინიკური სურათის გათვალისწინებით.



თარიღი : 12-02-2017
მზია
5 წელია მაწუხებს ქავილი, ჩავიტარე გამოკვლევები მაგრამ შედდეგი ისევ ისეთივეა, ვის მივმართო??? მადდლობა
თარიღი : 03-02-2017
თიკო
გთხოვთ მიპასუხოთ, ვარ 32 წლის. მაქვს მკერდის ქავილი, არ მაქვს არც სიწითლე და არც გამონაყარი. რისი ბრალი შეიძლება იყოს?
თარიღი : 28-07-2016
fxipdicb
VOdHPN pxchjjmaqvsh, [url=http://pbpxqddarkdk.com/]pbpxqddarkdk[/url], [link=http://hqlbxgiafhhu.com/]hqlbxgiafhhu[/link], http://tqlhuyvurrrd.com/
თარიღი : 29-06-2016
გთხოვთ მიპასუხთ :)
გამარჯობა.მაქვს მუხლს ზემოთ ფეხის ქავილი.ეს არ არის ყოველდღიური,თუმცა თუ ქავილი დამეწყო დიდხანს არ მიმშვიდდება. და მრჩება წითლად ის ადგილები . რასთან მაქვს საქმე თუ შეგიძლიათ მითხრათ და ვის მივმართო?
თარიღი : 28-06-2016
gamarjobat
ქავილი ეს წელია დამეწყო ადრე არ მქონია არასდროს, ტერფის ზემოთ ვისვავ მაზს მშველის მირჩენს ნაიარებს ,მაგრამ ქავილი ისევ მაქვს გაპარსვის შემდეგ გაპარსვამდეც არ ვიცი როგორ მოვიქცე იქნებ რჩევა მომცეთ ??
კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ბრაილის შრიფტით ჟურნალის დაბეჭდვა "უსინათლოთა კავშირის" მე-3 ფილიალის ხელმძღვანელის ლაშა ცაიშვილის, ჟურნალ "ოჯახის მკურნალის" რედაქციის ინიციატივით და "მედია კომუნიკატორის" ორგანიზებით განხორციელდა.
ალექსანდრია ოსტრემი ექიმი ჰაუსის მადლობელია, რომ დღეს ის ცოცხალია.
მაიოს კლინიკის სპეციალისტები მივიდნენ დასკვნამდე, რომ ბავშვთა ასთმური შეტევის მიზეზი ხშირად მშობელთა მავნე ჩვევა - თამბაქოს მოხმარებაა. ისინი მოუწოდებენ მოზრდილებს, მოარიდონ ბავშვები თამბაქოს კვამლს. მეცნიერებმა გააანალიზეს ამ თემასთან დაკავშირებით ჩატარებული 25 კვლევის შედეგები. აღნიშნულ კვლევებში მონაწილეობდა 430 000-ზე მეტი ბავშვი, რომელთა საშუალო ასაკი 6-7 წელიწადს შეადგენდა.
ამ კატეგორიის სხვა სტატიები
მიახლოებითი შეფასებით, ადამიანების 80%-ს, 11-დან 30 წლამდე ასაკში, ცხოვრების რომელიმე მომენტში ჰქონდა აკნე. ძირითადად ეს პრობლემა ყმაწვილობისას აღინიშნება, თუმცა ზოგჯერ ის მოზრდილ ასაკშიც ნარჩუნდება ან პირველად ვლინდება.
ლუნდის უნივერსიტეტის (შვედეთი) მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ერთ-ერთ ბაქტერიას, რომელიც ყველაზე ხშირად გვხვდება ადამიანის კანზე, მისი პატრონის კანის სხვადასხვა პათოლოგიისგან დაცვა შეუძლია. კვლევის ავტორი როლფ ლუდი აღნიშნავს, რომ მიკროორგანიზმი Propionibacterium Acnes-ს
სვირინგის (ტატუირების) მოშორება ძალიან ძნელია. დღეისათვის ამისათვის სხვადასხვა საშუალებებია, დერმაბრაზიისა და პილინგის ჩათვლით. თუმცა, ნახატისგან გათავისუფლების შემდეგ სხეულზე უსიამოვნო იარა რჩება.
ეგზემა კანის ქრონიკული არაინფექციური დაავადებაა, რომელიც ხშირად იწყება ბავშვობაში და ახასიათებს გამონაყარი, წვა, ქავილი, რემისიები და რეციდივები.
- ვარ 20 წლის. ზურგზე და გულმკერდის არეში მაქვს გამონაყარი. უბრალოდ თეთრი თავით, თუმცა ზოგჯერ ჩირქოვანიც.
სადღეისოდ ასეთი კრემების ასორტიმენტი საკმაოდ ფართოა. ხშირად არც კი ვიცით, რომელი ხაზის კრემი უფრო მიესადაგება ჩვენს კანს.
13 სექტემბერი 2016
პირველ რიგში მენიუ უნდა გავამდიდროთ მცენარეული საკვებით და რძის პროდუქტებით: პარკოსნები, ბურღულეული, ხილი, ბოსტნეული, მაწონი, კეფირი, რძე.
23 ოქტომბერი 2016
ასაკთან ერთად ადამიანებს სულ უფრო მეტად ერღვევათ ძილის პროცესი. მოხუცებულთა უმრავლესობა, ჩვეულებრივ, უძილობას უჩივის.
ძლიერი ემოციის ან სიბრაზისას არ შეიძლება მძიმე ვარჯიში, რადგანაც ამ დროს შესაძლებელია გულის შეტევაც კი განვითარდეს.
ექიმ-სპეციალისტთა განცხადებით, 7 წლამდე ასაკის ბავშვებს სოკო არ უნდა ვაჭამოთ, უფრო დიდი ასაკის ბავშვებს კი - დიდი სიფრთხილით.
სხეულის ნორმალური მასის შენარჩუნებას არა მხოლოდ გარეგნული იერსახისთვის აქვს დიდი მნიშვნელობა. ის უპირველესად ორგანიზმის ჯანმრთელობის განმსაზღვრელი ფაქტორია.