ატოპიური დერმატიტი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ატოპიური დერმატიტი

- ქალბატონო ლია, რამდენად მნიშვნელოვანი პრობლემაა დღეს ატოპიური დერმატიტი?

- პიროვნების ფორმირებისთვის ჯანმრთელ კანს დიდი მნიშვნელობა ენიჭება - გარეგნობა ხომ სოციალურ ადაპტაციაში დიდ როლს ასრულებს. გარდა ამისა, კანი გვაუწყებს, რა მდგომარეობაშია კუჭ-ნაწლავის ტრაქტი და ნერვული სისტემა. ბავშვის ლოყებზე შეიძლება "წავიკითხოთ"  მისი მენიუ და პირველი ცხოვრებისეული სტრესები. ატოპიური დერმატიტი პედიატრიის ერთ-ერთი აქტუალური პრობლემაა. ის ხშირად  გვხვდება  სიცოცხლის პირველ წლებში, აქვს ქრონიკული და მორეციდივე მიმდინარეობა და კლინიკურ ნიშნებს მრავალი წლის განმავლობაში ინარჩუნებს. ატოპიური დერმატიტით დაავადებულებს ხშირად აქვთ ფსიქომოტორული დარღვევები, შემდგომ ხშირად უვითარდებათ ბრონქული ასთმა, პოლინოზი ან ალერგიული რინიტი.

- რა არის ატოპიური დერმატიტი?

- ატოპიური დერმატიტი ქრონიკული, მორეციდივე ალერგიული დაავადებაა, რომელსაც ექსუდაციური ან ლიქენოიდური გამონაყარი ახასიათებს. პაციენტებს აქვთ ზემგრძნობელობა სპეციფიკური და არასპეციფიკური გამაღიზიანებლების მიმართ. მის  განვითარებაში დიდ როლს ასრულებს მემკვიდრეობითი განწყობა. აქვე გეტყვით, რომ კლინიკურ პრაქტიკაში ტერმინ "ატოპიური დერმატიტის" ნაცვლად ხშირად იხმარება "ექსუდაციურ-კატარული დიათეზი" ან "ალერგიული დიათეზი".

- განსაკუთრებით რის მიმართ ავლენენ ზემგრძნობელობას ატოპიური დერმატიტით დაავადებულები?

- მრავალი გამღიზიანებლის მიმართ. ეს შეიძლება იყოს სახლისა და ყვავილის მტვერი, ობი, ცხოველის ბეწვი და ქერცლი, სხვადასხვა მიკრობი, ზოგიერთი საკვები (ძროხის რძე, კვერცხი, თევზი, მარწყვი, ხენდრო, ჟოლო, სოკო, სანელებლები, შაშხი), ალკოჰოლი, ცხოველური და მცენარეული პიგმენტები, ზოგიერთი მედიკამენტი, ტოქსინები და სხვა. ასევე დიდ როლს ასრულებს პირობითპათოგენური ფლორა, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის, შარდსასქესო სისტემის დაავადებები, ქრონიკული ბაქტერიული და პროტოზოული ინფექციები.

- ვინ შედის ატოპიური დერმატიტის რისკჯგუფში?

- აღნიშნული დაავადება ხშირია ხელოვნურ კვებაზე მყოფ ბავშვთა შორის, ასევე იმ ავადმყოფებს შორისაც, რომლებმაც მიიღეს ანტიბიოტიკების დიდი დოზა. განასხვავებენ ატოპიური დერმატიტის ახალშობილთა (ორი წლის ასაკამდე), ბავშვთა (ორი წლიდან მოზარდ ასაკამდე) და მოზარდთა ფორმებს. მათ შორის მთავარი კლინიკური განსხვავება გამონაყარის ლოკალიზაციასა და ექსუდაციური და ლიქენოიდური კომპონენტების თანაფარდობაშია. ატოპიურ დერმატიტს აქვს რამდენიმე ფაზა: საწყისი, გამწვავებისა, მწვავე, ქრონიკული, რემისიისა (სრული და არასრული) და კლინიკური გაუმჯობესებისა. სიმძიმის მიხედვით გამოყოფენ მსუბუქ, საშუალო და მძიმე ფორმებს, პროცესის გავრცელების მიხედვით კი შემოსაზღვრულ, გავრცობილ და დიფუზურ ფორმებს განასხვავებენ. ადრეულ ასაკში აღინიშნება დაავადების მწვავე, ექსუდაციური ფორმები ერითემით (დამახასიათებელია გამჭვირვალე შიგთავსით სავსე ბუშტუკების გაჩენა, რომელთა გასკდომის შემდეგ მათ ადგილას წითელი ნაჭდევები წარმოიქმნება), შეშუპებით, არცთუ იშვიათად - ბუშტუკების გაჩენით  და სისველით. კერები უმეტესად განლაგებულია ლოყებზე, ნიკაპის ქვეშ, წვივების გვერდით და ზედა კიდურების გამშლელ ზედაპირებზე, დუნდულებზე.


კერების საზღვრები ბუნდოვანია. მოგვიანებით ჩნდება კანის ლიქენოიდური დაზიანება სიმშრალით. ასაკთან ერთად მწვავე ანთებითი მოვლენები მცირდება, თუმცა კერებში სიწითლე და მცირე შეშუპება რჩება. აღინიშნება სიმშრალე, სისხლიანი ფუფხი, ლიქენიფიკაცია (კანის გასქელება), ნახეთქები. გამონაყარი ლოკალიზებულია მუხლქვეშა და იდაყვის სახსრებზე, კისერზე, მტევნებსა და მაჯებზე. დამახასიათებელია ლიქენიფიკაცია კისრის ირგვლივ და ტუჩის გარშემო, ჰეილიტი (ტუჩების ლორწოვანის ანთება), რომელიც შესაძლოა რამდენიმე ხანს ატოპიური დერმატიტის ერთადერთი გამოვლინება იყოს. მესამე ასაკობრივ ფაზაში ძლიერდება ლიქენიფიკაცია (კანის გასქელება). გამონაყარი უფრო მეტად სხეულის ზედა ნაწილში - სახეზე, ყელზე, ზემო კიდურებზე ლოკალიზდება. გამონაყარს თან სდევს ქავილი. ის ხშირად ძალიან ძლიერი და შემტევია და ყველა ასაკისათვის არის დამახასიათებელი. ძლიერდება ღამით, ასევე - ნერვიულობისა და იმ საკვების მიღების შემდეგ, რომელიც ავადმყოფში ალერგიულ რეაქციას იწვევს. ღამის ქავილი ბავშვს ურღვევს ნორმალურ ძილს, რაც მის ფსიქიკაზე აისახება.

- როგორ უნდა წარიმართოს მკურნალობა?

- პაციენტებს ენიშნებათ:

I თაობის ანტიჰისტამინები, მაგალითად, დიაზოლინი, დიმედროლი, პერიტოლი, სუპრასტინი, პიპოლფენი, ტავეგილი და ფენკაროლი. ეს პრეპარატები ადვილად გადიან ჰემატოენცეფალურ ბარიერს და აქვთ სედაციური (დამაძინებელი) ეფექტი, ამიტომ მათ მაშინ ვუნიშნავთ, როცა ქავილი ღამღამობით ძლიერდება. ფენკაროლსა და პერიტოლს აქვთ ანტისეროტონინური მოქმედებაც. დიმედროლი და პიპოლფენი იშვიათად იხმარება, რადგან ახასიათებთ ქოლინოლიზური მოქმედებით განპირობებული გვერდითი ეფექტები - ღებინება, გულისრევა, ფაღარათი, ლორწოვანის სიმშრალე, მაგრამ თუ ავადმყოფს აქვს ვეგეტატიური დისფუნქცია ვაგოტონური ტიპით ანუ აღენიშნება ბრადიკარდია, არტერიული წნევის დაქვეითება, ჰიპოგლიკემია, ჰიპერჰიდროზი და სხვა, მაშინ ამ პრეპარატების გამოყენება დასაშვებია.

II თაობის ანტიჰისტამინები. მაგალითად, ზირტეკი, კლარიტინი. ისინი არ გადიან ჰემატოენცეფალურ ბარიერს, არ ახდენენ გამოხატულ სედაციურ მოქმედებას და არ იწვევენ ტაქიფილაქსიას - წამლის ხანგრძლივი მიღების შემთხვევაში მისი სამკურნალო ეფექტის პროგრესული დაქვეითება არ შეინიშნება.

ვიტამინოთერაპია: ვიტამინი ბ15 (კალცი პანტოტენატი), ქვემწვავე პერიოდში, 0,1 გ დღეში 2-ჯერ, 1 თვე; ვიტამინი ბ6 (პირიდოქსინი), 3 წლამდე - 50 მგ დღე-ღამეში, 3 წლის შემდეგ კი 100 მგ 2 ჯერზე 4 კვირის განმავლობაში. იმუნომოდულატორები, მაგალითად, ტაქტივინი, თიმალინი, თიმოგენი, მაგრამ არა ჩვეულებრივი, გაურთულებელი მიმდინარეობისას. ექსუდაციის დროს - ანტიბიოტიკები (მაკროლიდები, ცეფალოსპორინები), ადგილობრივი საფენები, სანჯღრები და პასტები. შინაგანად მისაღები სტეროიდები - მხოლოდ სპეციალური ჩვენებით. მაგალითად, პრედნიზოლონი (0,8-1,0მგ დღეში 5-7 დღის განმავლობაში), რათა თირკმელზედა ჯირკვლის ფუნქციის დათრგუნვის საშიშროება ნაკლები იყოს. აუცილებელია ქრონიკული ინფექციის კერების სანაცია, ოტოლარინგოლოგის კონსულტაცია, ანტიჰელმინთოზური მკურნალობა. კანის დასატენიანებლად და ქავილის დასაცხრობად ვიყენებთ ლაკვატონის ლოსიონს, ტოპი-კრემს (ულტრადამატენიანებელ ემულსიას), ტოპი-კრემის დასაბან საშუალებას, რომელიც არ შეიცავს საპონს, "მუსტელას" ბავშვთა მოვლის საშუალებებს, მაგალითად, სტელატოპიას, არასტეროიდულ მალამოს ელი-დელს. ძლიერი ქავილის დროს, ლიქენოიდური და პრურიგინოზული ფორმების შემთხვევაში, ვუნიშნავთ ლატიკორტის ემულსიას ან მალამოს (შეიცავს ჰიდროკორტიზონს). მათი გამოყენება ნებადართულია 2 წლიდან. დასაბან საშუალებებში არ უნდა იყოს ტუტე კომპონენტები და სპირტი.

გარდა ამისა:

. უნდა ჩაიცვათ ბამბის სამოსი.

. არ შეიძლება ცხელი აბაზანების მიღება.

. გამოიყენეთ ისეთი დამატენიანებელი კრემები, რომლებიც კანის სიმშრალის საწინააღმდეგოსთან ერთად ანტისეპტიკურ მოქმედებასაც ახდენს და ხელს უშლის მეორეული ჩირქოვანი ინფექციის განვითარებას.

. დიდი მნიშვნელობა აქვს ფრჩხილების მოვლას.

. ოთახში არ უნდა იყოს მაღალი ტემპერატურა, მშრალი ჰაერი.

- ატოპიური დერმატიტის შემთხვევაში ვაქცინაცია თუა ნებადართული?

- ნებადართულია, მაგრამ ჯობს, დღის საათებში ჩატარდეს, რადგან შემდეგ ორგანიზმის ბიორიტმი იცვლება.

- რამდენად მნიშვნელოვანია დიეტა?

- დიეტა უნდა იყოს ჰიპოალერგიული, უნდა გამოირიცხოს მანანის ფაფა, ქათმის კანი, თაფლი, ბანანი, ნიგოზი, მაიონეზი და ალერგიის გამომწვევი სხვა პროდუქტები.