ატოპიური დერმატიტი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ატოპიური დერმატიტი

როგორ ვლინდება

ჩვილის ნაზ კანზე თავდაპირველად უმნიშვნელო სიწითლე ჩნდება, მერე - გამონაყარი, ჯერ - სახეზე, ლოყებზე, მერე - ნაოჭებში, ნაკეცებში. შეწითლებული ადგილები მქავანაც არის, ამიტომ ჩვილს ძილი უტყდება, წრიალებს, ჭირვეულობს. ყოველივე ეს იმით არის ცუდი, რომ ალერგიული რეაქციის მექანიზმის შეჩერება საკმაოდ რთულია და დროს მოითხოვს.

ხელშემწყობი ფაქტორები

ამ ალერგიული დაავადების განვითარებას მრავალი ფაქტორი უწყობს ხელს. ერთ-ერთი მათგანია მემკვიდრეობითი განწყობა. თუ რომელიმე მშობელს ალერგიული დაავადება აქვს, ალბათობა იმისა, რომ ბავშვს დიათეზი ჰქონდეს, 10-20%-ია. თუ ორივე მშობელია ალერგიული, ალბათობა 70%-მდე იმატებს. დაავადების განვითარების მაპროვოცირებელ ფაქტორად მიიჩნევა ჩვილის კანის მიკროფლორის დარღვევა. თუ კანის მთლიანობა დაირღვა, - გაჩნდა ეროზია, ნაკაწრი, - მავნე მიკროორგანიზმები და მათი ცხოველქმედების შხამიანი პროდუქტები, რომლებიც ალერგენებს წარმოადგენენ, ორგანიზმში შეიჭრებიან. ესეც დაავადების მაპროვოცირებელი ერთ-ერთი ფაქტორია.

როგორ მოვიქცეთ?

დროულად მივმართოთ ექიმ ალერგოლოგს კვალიფიციური კონსულტაციისთვის და მართებული მკურნალობის შესარჩევად.

რა შეუძლიათ თვით მშობლებს?

პატარას ყურადღებით შეურჩიონ მენიუ. აწარმოონ დღიური, სადაც აღნუსხავენ ყოველ ახალ პროდუქტს, რომელსაც ბავშვის რაციონში შეიტანენ, განსაკუთრებით - რძის ნაწარმს, ხილსა და ბოსტნეულს, და მათ მიმართ რეაქციას. სასურველია, ჩვილი ყოველდღე აბანაონ სპეციალური ჰიპოალერგიული საშუალებით, რომელიც არ შეიცავს ტუტეს, რათა თავიდან აიცილონ კანის გამოშრობა, ზედმეტი გაღიზიანება და მისი ბუნებრივი გარემოს შეცვლა. სწორად შეურჩიონ ბავშვს სამოსი. თუ ოთახში ცხელა, ჩვილი გაოფლიანდება და შესაძლოა, დაავადება გაუმწვავდეს. ზომიერად ჩააცვან მაშინაც, როცა სასეირნოდ მიჰყავთ. გაითვალისწინონ გარემოს ტემპერატურა, მხოლოდ კალენდრით ნუ იხელმძღვანელებენ! სამოსი უნდა იყოს ნატურალური ქსოვილისა (ბამბისა), არ ჰქონდეს უხეში ნაკერები, იყოს ხალვათი და არა ტანზე შემოტმასნილი. ატოპიური დერმატიტის დასაძლევად ძირითადი გზაა მკურნალობა ექიმის მიერ შერჩეული სპეციალური კრემებით, გელებითა თუ აბაზანებით. ძალიან კარგია ორკბილას აბაზანები. ამ მცენარეს აქვს ალერგიის საწინააღმდეგო მოქმედება. გარდა ამისა, სადეზინფექციო საშუალებადაც იყენებენ. აცხრობს ქავილს, სიწითლესა და გამონაყარს, ანოტივებს კანს, სწრაფად აშუშებს დაზიანებულ ადგილებს. მისი გამოყენება შეიძლება:

  • კანისმხრივი ალერგიული რეაქციების დროს;
  • ატოპიური დერმატიტის დროს;
  • კანის ქავილის, სიწითლისა და გაღიზიანების დროს;
  • გამოყელვისა და ნაოფლარის დროს.

როგორ მოვამზადოთ აბაზანა

წყალი უმჯობესია ადუღებული ან გაფილტრული იყოს, რათა არ შეიცავდეს მავნე მინარევებს. ოპტიმალური ტემპერატურა 36,5-37 გრადუსია. წყლის ტემპერატურის გასაზომავად გამოიყენეთ სპეციალური წყლის თერმომეტრი, ნუ ენდობით საკუთარ შე-გრძნებებს. პროცედურის ხანგრძლივობა 10-15 წუთია. აბაზანისთვის შეიძლება გამოიყენოთ ორკბილას ნაყენიც და ნახარშიც. ნაყენი დაქუცმაცებული ბალახისგან მზადდება. ნახარშისთვის გამოიყენება მსხვილი ნედლეული - მცენარის ფესვები, ქერქი. 1 ჭიქა (200 მლ) ნაყენის მოსამზადებლად საჭიროა 20 გ (2 ს. კ.) ხმელი ბალახი. ნაყენი მზადდება წყლის ორთქლზე. ბალახი ჩაყარეთ მომინანქრებულ ჭურჭელში, დაასხით 200 მლ ოთახის ტემპერატურის წყალი, დაახურეთ თავზე და ჩადგით ქვაბში, რომელშიც ასხია იმდენი წყალი, რომ ჭურჭელი ნახევრამდე დაფაროს. როგორც კი ადუღდება, 15 წუთი დააცადეთ და ქურიდან გადმოდგით, გააგრილეთ და 45 წუთის შემდეგ გადაწურეთ. ჩაასხით აბაზანაში და ჩვილი შიგ ჩასვით. შეგიძლიათ, აბაზანიდან ამოღებული წყალი ტოლჩით გადაავლოთ პაწიას მთელ ტანზე, თავის ჩათვლით. ორკბილას ნაყენის აბაზანების ჩატარების თაობაზე მოეთათბირეთ თქვენს პირად ექიმს ან ალერგოლოგს - სიფრთხილეს თავი არ სტკივა!