რუბრიკები
ოჯახის მკურნალი
ხალები და მეჭეჭები
ხალები და მეჭეჭები

- საფრთხის თავიდან ასაცილებლად ბევრი ხალებს იცილებს. ამის შესახებ რას გვეტყვით, გამართლებულია ასეთი მიდგომა?
- დაბადებიდან გაჩენილი ხალებისგან მელანომა იშვიათად ვითარდება, ამიტომ მათი პროფილაქტიკური მოცილება გაუმართლებელია; თუ ხალი უეცრად გაიზარდა, გამუქდა, გახდა ანთებითი, სისხლმდენი, მქავანა და მტკივანი, აუცილებლად უნდა მოვიცილოთ, ოღონდ მხოლოდ და მხოლოდ ონკოლოგის კონსულტაციის შემდეგ. ასობით ცნობილ ონკოლოგიურ დაავადებას შორის მელანომას ტოლი არ მოეძებნება. ის შესაძლოა 5-50 წლის განმავლობაში შეუმჩნევლად ვითარდებოდეს კანის ზედა შრეებში, შემდეგ შეარჩიოს კანზე სუსტი ადგილი - ხალი, პიგმენტური ლაქა, დაიწყოს მათში ჩაზრდა, გაიზარდოს და სიმსივნე წარმოქმნას. ხალისა და პიგმენტური ლაქის  არეში სიმსივნური უჯრედები ერთმანეთთან მყარად არ არიან შეკავშირებულნი, ამიტომ სპონტანურად სცილდებიან სიმსივნის ძირითად მასას და მთელ ორგანიზმში: ლიმფურ კვანძებში, ფილტვებში, თვალებში, ტვინში, გულში - მრავლობით მეტასტაზს იწვევენ. მეცნიერები საგანგაშო სტატისტიკას გვთავაზობენ: მელანომის სიხშირე ყოველ 5-10 წელიწადში ორმაგდება. დღეს ავთვისებიანი სიმსივნეების 3-4% სწორედ მელანომების წილად მოდის.


- როდის არის ნებადართული ხალების მოცილება და როგორ?
- ხალის მოცილება აუცილებელია ორ შემთხვევაში: როდესაც იგი წარმოადგენს კოსმეტიკურ პრობლემას და ონკოლოგიური ჩვენებისას. ჩვენებაზეა დამოკიდებული მისი მოცილების მეთოდის შერჩევაც. ორივე შემთხვევაში გადაწყვეტილებას იღებს ექიმი ონკოლოგი და არავითარ შემთხვევაში კოსმეტოლოგი. კოსმეტიკური ჩვენებისას ხალის მოცილება ხდება ქირურგიული მეთოდით, თხევადი აზოტით (კრიოდესტრუქცია) და მაღალი სიხშირის ელექტრული დენით (ელექტროკოაგულაცია), აგრეთვე ლაზერით ან რადიოქირურგიული მეთოდით. ქირურგიული მეთოდი ტრადიციულია და განსაკუთრებით მისაღებია ღრმა და დიდი ზომის ნევუსის მოსაცილებლად. მისი ნაკლია ოპერაციის შემდგომი კვალი. კრიოდესტრუქციას მაშინ მიმართავენ, როდესაც მოსაცილებელია კანის დონეზე არსებული ხალი. მისი ნაკლი ის გახლავთ, რომ ზოგჯერ აზოტი ვრცელდება ჯანმრთელ ქსოვილებზე და მთლიანად ვერ სპობს პათოლოგიურ ცვლილებებს, ამიტომ საჭირო ხდება  განმეორებითი სეანსი. დღეს ყველაზე შედეგიანად არის მიჩნეული ხალის მოცილება ლაზერული მეთოდით. მისი ღირსებაა ჭრილობის მცირე დიამეტრი და ზუსტი მოქმედების სიღრმე, რომელიც მაქსიმალურად ზოგავს ირგვლივ მდებარე ქსოვილებს. გარდა ამისა, ლაზერული ოპერაცია არ ტოვებს კვალს, შედარებით დიდი ზომის წარმონაქმნის მოცილების შემდეგ კი მხოლოდ დეპიგმენტირებული უბანი რჩება.


- როგორ დავიცვათ თავი მელანომისგან?
-  მელანომის თავიდან აცილება შესაძლებელია შემდეგ რეკომენდაციათა გათვალისწინებით:

  • შეძლებისდაგვადად არიდეთ თავი მზეზე ყოფნას მისი აქტივობის პერიოდში - 11.00-დან 17.00-მდე. ზაფხულში, ღრუბლიან ამინდშიც კი, კანში ულტრაიისფერი სხივების 85% აღწევს. დაიცავით თავი მზისგან სათვალით, საცხით, ლისიონით. არ დატოვოთ უყურადღებოდ ძველი ხალის თუნდაც უმნიშვნელო სახეცვლილება.


- ყოველდღიურ ცხოვრებაში ხშირად ვაწყდებით მეჭეჭებსა და პაპილომებს, მაგრამ აზრადაც არ მოგვდის, რომ ისინი ვირუსული წარმოშობისაა და შესაძლოა გადამდებიც იყოს?
- მეჭეჭის გამომწვევი, ადამიანის პაპილომავირუსი ორგანიზმში კანის მიკროტრავმებიდან იჭრება. ინფიცირება შეიძლება მოხდეს აუზში, აბანოში, სპორტულ დარბაზში. ხშირად მას პროფესიული ხასიათიც აქვს. დამახასიათებელია ქათმის, საქონლისა და თევზის გადამუშავებაზე მომუშავე პირებისთვის. დაავადების ბუნება ბოლომდე არ არის შესწავლილი. მეჭეჭები ყველაზე მეტად დამახასიათებელია ბავშვებისა და მოზარდებისთვის. სხეულზე შესაძლოა არსებობდეს ერთიდან რამდენიმე ათეულამდე მეჭეჭი. მათი ზომა და სხვა პარამეტრები გაღიზიანებისა და ტრავმატიზაციის ხარისხზეა დამოკიდებული.


- რა გზით იჭრება ვირუსი ორგანიზმში?
- დაზიანებული კანიდან ვირუსი კანქვეშ ინერგება და ორგანიზმში სამუდამოდ რჩება. იგი ნელ-ნელა, შეუმჩნევლად გადაადგილდება ნერვულ სისტემაში და ნებისმიერი სტრესი შესაძლოა მისი პროვოცირების მიზეზად იქცეს. პაპილომავირუსი ერთი ადამიანისგან მეორეს გადაეცემა კონტაქტური გზითაც, ინფიცირების რისკი განსაკუთრებით დიდია ჭარბი ოფლიანობის დროს. რისკჯგუფში შედიან ადამიანები, რომლებსაც ხშირად უწევთ ხელით რეცხვა, დალაგება, რადგან მათ ხელებზე მრავალი მიკროტრავმა აქვთ. მეჭეჭების გამომწვევ ვირუსს განსაკუთრებით უყვარს სითბო და ნესტი, ამიტომ ბავშვები და მოზარდები, რომლებიც სინთეზურ ფეხსაცმელს ატარებენ ყველაზე მეტად ინფიცირდებიან, ვიდრე მოზრდილები.


- როგორ მკურნალობენ მეჭეჭებს?
- მარტივი მეჭეჭები ხშირად თავისთავადაც ქრება, რამდენიმე წლის განმავლობაში არსებულ რთულ მეჭეჭებს კრიოთერაპიით და ქიმიოთერაპიით, სპეციალური წამლების გამოყენებით აცილებენ. უკანასკნელ ხანს გამოიყენება ლაზეროთერაპიაც. მკურნალობის თერაპიული ეფექტი 50-95%-ს შეადგენს. რეციდივი 3 თვის შემდგომ პაციენტთა 25%-ს აღენიშნება. მეჭეჭების, ისევე როგორც სხვა პაპილომავირუსული ინფექციების მკურნალობისას ადგილობრივ მეთოდებთან ერთად მიზანშეწონილია ზოგადი ანტირეციდიული მკურნალობაც. დაავადების პროგნოზს, რეციდივის ალბათობას, გართულებას განსაზღვრავს მკურნალობის დაწყების დრო, მისი ხარისხი და იმუნური სისტემის მდგომარეობა. რაც უფრო ადრე დავიწყებთ მკურნალობას, მით უფრო დიდია გამოჯანმრთელების შანსი.

 

 



კომენტარი არ გაკეთებულა
კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ალკოჰოლის ხშირი მოხმარება ჯანმრთლობისთვის მავნებელია, თუმცა დღესასწაულებზე სასმელზე უარის თქმა ზოგჯერ შეუძლებელია. დღესასწაულებისთვის მომზადებაა საჭირო. რამდენიმე დღით ადრე, იოდშემცველი პროდუქტების მიღებაა რეკომენდებული (ზღვის კომბოსტო, ზღვის თევზი, ზღვის პროდუქტები, ფეიხოა).
ექიმი გრეგორი ჰაუსი ყველაზე პოპულარული ექიმია მსოფლიოში მიუხედავად იმისა, რომ ის სატელევიზიო სერიალის გმირია. ყველაზე პოპულარულ გამოგონილ პერსონაჟებს შორის ის ერთ-ერთ მოწინავე პოზიციას იკავებს.
ექსპერიმენტი ჩატარდა მღრღნელებზე. მეცნიერები საცდელ ცხოველებს წონის დასაკლებად ფიზიკურ ვარჯიშს აიძულებდნენ. აღმოჩნდა, რომ მამრები, მდედრებთან შედარებით, ფიზიკური ვარჯიშის დახმარებით, უფრო ადვილად იკლებდნენ წონაში. აღსანიშნავია, რომ დატვირთვის დონე და კვება იდენტური იყო.
ამ კატეგორიის სხვა სტატიები
მკვდარი ცხენებისგან მიღებულმა კოლაგენმა შესაძლოა ბოტოქსი ჩაანაცვლოს. როგორც სპეციალისტები აღნიშნავენ, ეს მეთოდიკა მალე შესაძლოა კოსმეტოლოგიურ ჰიტად იქცეს. 60 წლის ინგლისელი ქალბატონი ბეტი ბო დათანხმდა გამაახალგაზრდავებელ ექსპერიმენტში მონაწილეობას და ბოტოქსის ნაცვლად მკვდარი ცხენებისგან მიღებული კოლაგენის ინიექციები გაიკეთა. 
კოპენჰანგენის და ბრედფორდის უნივერსიტეტების თანამშრომლებს მიაჩნიათ, რომ ტატუირება მავნებელია. საშიშროების შემცველია ტატუირების დროს გამოყენებული საღებავები. ისინი კანცეროგენებს წარმოადგენს და არა მარტო კიბოს, არამედ სხვა დაავადების პროვოცირებაც შეუძლია.
მიახლოებითი შეფასებით, ადამიანების 80%-ს, 11-დან 30 წლამდე ასაკში, ცხოვრების რომელიმე მომენტში ჰქონდა აკნე. ძირითადად ეს პრობლემა ყმაწვილობისას აღინიშნება, თუმცა ზოგჯერ ის მოზრდილ ასაკშიც ნარჩუნდება ან პირველად ვლინდება.
ლუნდის უნივერსიტეტის (შვედეთი) მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ერთ-ერთ ბაქტერიას, რომელიც ყველაზე ხშირად გვხვდება ადამიანის კანზე, მისი პატრონის კანის სხვადასხვა პათოლოგიისგან დაცვა შეუძლია. კვლევის ავტორი როლფ ლუდი აღნიშნავს, რომ მიკროორგანიზმი Propionibacterium Acnes-ს
სვირინგის (ტატუირების) მოშორება ძალიან ძნელია. დღეისათვის ამისათვის სხვადასხვა საშუალებებია, დერმაბრაზიისა და პილინგის ჩათვლით. თუმცა, ნახატისგან გათავისუფლების შემდეგ სხეულზე უსიამოვნო იარა რჩება.
ეგზემა კანის ქრონიკული არაინფექციური დაავადებაა, რომელიც ხშირად იწყება ბავშვობაში და ახასიათებს გამონაყარი, წვა, ქავილი, რემისიები და რეციდივები.
09 თებერვალი 2017
ბევრი ფიქრობს, რომ ადამიანები, რომლებიც ხშირად იღებენ სელფს, ნარცისიზმით არიან შეპყრობილები. თუმცა, ტეხასის უნივერსიტეტის მეცნიერების მიერ ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ ეს ყოველთვის ასე არ არის. ამ ადამიანებს სხვა მოტივიც შეიძლება ამოძრავებდეთ.
28 დეკემბერი 2016
სტენფორდის უნივერსიტეტის გენეტიკოსები აცხადებენ, რომ უახლოეს პერიოდში ბავშვის ჩასახვისათვის კაცობრიობას სექსი აღარ დასჭირდება. მეტიც, პოტენციურ მშობლებს ბავშვების შერჩევა არა მხოლოდ სქესის, არამედ სხვა ნიშნების მიხედვითაც შეეძლებათ.
ადამიანის ტვინი მიდრეკილია სწრაფი დასკვნების გაკეთებისკენ, მაშინაც კი, თუ ეს უსაფუძვლო ნეგატიურ შეფასებას ნიშნავს. სპეციალისტებმა გაარკვიეს, რომ როდესაც ადამიანს აძლევენ ადამიანების მითიურ ჯგუფზე ნეგატიურ ინფორმაციას
საშინაო საქმეები სპორტდარბაზში ვარჯიშის შემცვლელია. სპეციალისტებმა დათვალეს რამდენი კალორიის დაწვაა შესაძლებელი ჩვეული საშინაო საქმიანობის დროს. ასე მაგალითად, საწოლის გასწორებისას ადამიანი წვავს 70 კალორიას, რაც ერთი ორცხობილას ეკვივალენტია.
ეჭვიანობა აქვეითებს ყურადღებას, ხელს უშლის მნიშვნელოვან საკითხებზე ყურადღების კონცენტრირებას. გარდა ამისა, ეჭვიანობის გრძნობა იწვევს სტრესის, შფოთისა და დეპრესიის სიმპტომების გამოვლენას