რატომ იცვლება თმის სტრუქტურა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რატომ იცვლება თმის სტრუქტურა

- თმის ნაწილს, რომელიც ეპიდერმისის გარეთ არის მოთავსებული, ეწოდება თმის ღერო, ფოლიკულში მოთავსებულ ნაწილს კი თმის ძირი. გრძელი თმა შედგება ტვინოვანი ნაწილისაგან, ქერქისა და კუტიკულისაგან. ღინღლს ტვინოვანი ნივთიერება არ გააჩნია. ტვინოვანი ნივთიერება (მედულა) თმის ღეროს ცენტრშია განლაგებული და შედგება კერატინიზებული, თითისტარას ფორმის უჯრედების რამდენიმე რიგისაგან. ეს შრე თმას ძალას და სიმტკიცეს ანიჭებს. ქერქი დაფარულია კუტიკულით, თმის ძირი ფოლიკულშია მოთავსებული. თმის ფოლიკული აგებულია ეპითელური და შემაერთებელი ქსოვილის ბუდეებისაგან. ეპითელური ბუდე, რომელიც თმის ძირს აკრავს ირგვლივ, შედგება ორი: შიგნითა და გარეთა შრისგან. შიგნითა შრე სამი ქვეშრისაგან შედგება: შიდა, შუა, გარეთა შრისგან. გარეთა ეპითელურ შრეს განიხილავენ როგორც ეპიდერმისის ზრდის ქვედა შრეს. იგი შედგება შიგნითა მარცვლოვანი და გარეთა ბაზალური შრისა და ბაზალური ფირფიტებისაგან. თმის ძირის ქვედა ნაწილი გაფართოებულია. იგი შედგება გამრავლებისა და დიფერენცირების მაღალი პოტენციის მქონე უჯრედებისაგან. ეს უჯრედები თმის მატრიქსს წარმოადგენს. მატრიქსის ღეროვან უჯრედებს შორის გვხვდება მელანოციტები, რომლებიც თმის პიგმენტს წარმოქმნის. ეს პიგმენტი ამინმჟავა თიროზინისგან სინთეზდება. თუ მელანინი დომინირებს, თმა შავია, თუ ფეომელანინი ჭარბობს - ყვითელია ან წითური. თმის ძირის შემაერთებელქსოვილოვანი ბუდის იმ უბანს, რომელიც მატრიქსს ეხება, დერმული დვრილი (პაპილა) ეწოდება. ის არეგულირებს თმის ზრდას. ფოლიკულის ძირთან განლაგებული წვრილი სისხლძარღვები უზრუნველყოფს თმის კვებას, მის გარშემო მდებარე ჯირკვლები კი ცხიმის (სებუმ) წარმოქმნას.

- რომელი დაავადებები ცვლის თმის სტრუქტურას?

- თმის ცვენას იწვევს ზოგიერთი ინფექცია. ბავშვებში თმის ცვენის მიზეზი შეიძლება იყოს სკალპის სოკოვანი ინფექცია, რომელიც იკურნება ანტიმიკოზური საშუალებებით. ზოგჯერ თმის ცვენა ძირითადი დაავადების ერთ-ერთი გამოვლინებაა. მაგალითად, დიაბეტის ან სისტემური წითელი მგლურასი. თმის ცვენა შეიძლება დაავადების ადრეული ნიშანიც იყოს, კერძოდ, თირეოიდული დისბალანსისა ან რკინის უკმარისობისა. თმის ზრდის პათოლოგია და სტრუქტურის შეცვლა გამოწვეულია სისტემური დაავადებებით ან თან ახლავს მას. მაგალითად, სიფილისის მეორე სტადიაში, კეთრის, ლეიშმანიოზის დროს გვხვდება თმის სტრუქტურის შეცვლის შემთხვევები.

- კიდევ რამ შეიძლება გამოიწვიოს თმის სტრუქტურის ცვლილება?

- თმის ღეროს სტრუქტურული დარღვევები შეიძლება შეძენილმა ან მემკვიდრეობითმა მეტაბოლურმა დარღვევებმა გამოიწვიოს. ამ დარღვევების დიაგნოსტიკისთვის ხშირად მიმართავენ თმის ღეროს ანალიზს. თმის ღეროს ანომალიები ორ ჯგუფად იყოფა. ესენია:

  • თმის ღეროს დეფექტი, რომელიც თმის ღეროს მტვრევადობასთან არის შერწყმული.
  • თმის ღეროს დეფექტი, რომელსაც არ ახასიათებს თმის მომატებული მტვრევადობა.

თმის ღეროს სტრუქტურული დეფექტი მომატებული მტვრევადობით ახასიათებს, მაგალითად, მონოლეტრიქსს, გადაგრეხილ თმას. ბაზის სინდრომის დროს - გვაქვს გადაგრეხილი თმა, სახის ბაზალიომა და ფოლიკულური ატროფოდერმია. კრენდალის სინდრომი - სიყრუე, ჰიპოგონადიზმი, გადაგრეხილი თმა. ნეტერტონის სინდრომი - მტვრევადი თმა ბუმბულის მსგავსი ცვლილებით და ერითემული დერმატიტის სახით. ტრიქოპტილოზი - პაციენტები ამ მდგომარეობას თმის ბოლოების გაყოფას უწოდებენ. ხშირად ეს არის ქიმიური და ფიზიკური ტრავმის კუმულატორული ეფექტი. ასეთი დაზიანება იმ ქალებს აღენიშნებათ, რომლებიც თმის სიმშრალესა და მტვრევადობას უჩივიან. ტრიქონოდოზი - კვანძი ძირითადად ხვეულ და მოკლე თმაზე წარმოიქმნება. ხშირად ეს დეფექტი გენეტიკური ხასიათისაა. თმის ტრავმირებისას, როგორიცაა დავარცხნა სავარცხლით ან ჯაგრისით, შესაძლებელია თმა კვანძის ადგილზე გადატყდეს. Peripilar Cast - თმის აღნიშნული დეფექტი კლიგმანმა აღწერა როგორც თმაზე არსებული მოთეთრო-მოყვითალო, მკვრივი, მოძრავი ნაზარდი, რომელიც არ არის მიმაგრებული თმაზე. თმის ეს პათოლოგია შეიძლება დაკავშირებული იყოს თავის თმიანი ნაწილის სხვა დაავადებასთან, მაგალითად პედიკულოზთან, ან ფსორიაზის უჩვეულო გამოვლინება იყოს.


- რა შეიძლება გამოიწვიოს თმის არასწორმა მოვლამ?

- თმის არასწორმა მოვლამ შეიძლება თმის ცვენა გამოიწვიოს. თუ ქალი ატარებს ნაწნავს, კიკინებს, თმის შესაკრავ რეზინს, რგოლს, მჭიდრო სამაგრებს, თმის დაჭიმვის შედეგად ვითარდება თმის ცვენის ცალკე ტიპი, რომელსაც ტრაქციული ალოპეცია ეწოდება. თმის ასეთი დაჭიმვის შეწყვეტის შემთხვევაში თმის ზრდა კვლავ ნორმალურად წარიმართება. თმის ცხელი მცენარეული ზეთით მკურნალობამ ან ე.წ. პერმანენტული დახვევისთვის გამოყენებულმა ქიმიურმა ნივთიერებებმა შეიძლება გამოიწვიოს თმის ფოლიკულების ანთება ან გაჯირჯვება, რაც, თავის მხრივ ნაწიბურების წარმოქმნის და გამელოტების მიზეზია. ფენი, თმის უთო, ბიგუდები, ქიმიური დახვევა, გასწორება ასევე აზიანებს თმის სტრუქტურას.

- როგორ მოქმედებს გაუფერულება თმის სტრუქტურაზე?

- თმის გასაუფერულებლად ვიყენებთ წყალბადის ზეჟანგს. მისი მოქმედების მექანიზმი ასეთია: თმაში არსებული პიგმენტი მელანინი იშლება ამ დროს. ამ ნარევიდან გამოიყოფა ჟანგბადი, ტუტე აძლიერებს ჟანგბადის გამოყოფას. ის აფაშრებს თმის ზედაპირზე განლაგებულ ქერცლს, რითაც ხელს უწყობს თმის პიგმენტის შემცველ უჯრედებში ჟანგბადის შეღწევას. გარდა ამისა, ამ ნივთიერებების ინტენსიური და ხშირი ზემოქმედება იწვევს თმის ღეროში სიღრუის წარმოქმნას, რაც თმის ღეროს სიმყიფესა და მტვრევადობას ზრდის.

- ჩვენ ბევრი ვისაუბრეთ თმის სტრუქტურასა და მის ცვლილებებზე. რა საშუალებები მოიპოვება დერმატოლოგების არსენალში ამ პრობლემის მოსაგვარებლად?

- თმის სიჯანსაღისა და ნორმალური სტრუქტურის შესანარჩუნებლად ვიყენებთ:

  • ზოგადგამაჯანსაღებელ საშუალებებს;
  • ბიოსტიმულატორებს;
  • თუთიისა და სპილენძის პრეპარატებს.

ფიზიოთერაპიული მეთოდებიდან:

  • ულტრაიისფერ სხივებს;
  • ჩინურ ნემსებს;
  • დარსონვალიზაციას;
  • ვეგეტატიური ნერვული სისტემის ფუნქციის მარეგულირებელ საშუალებებს;
  • ტრანკვილიზატორებს;
  • A, E ვიტამინებს, B ჯგუფის ვიტამინებს.

- თქვენ ბრძანეთ, რა შეიძლება გამოიწვიოს თმის არასწორმა მოვლამ. რას გვირჩევთ?

- ძალიან მნიშვნელოვანია კვებისა და ძილის რეჟიმის მოწესრიგება. შამპუნები და ბალზამები უნდა შეირჩეს თმის ტიპის მიხედვით. გირჩევთ:

  • თალგამის ზეთის ნიღაბს კვირაში ერთხელ;
  • ქოქოსის ზეთის გამოყენებას თმის ძირების გასამაგრებლად;
  • მცენარეულ შამპუნებს, მაგალითად pH-5 ტოპიკ-რძეს ყველა ტიპის თმისთვის, როგორც ბავშვებისთვის, ისე მოზრდილებისთვის.

კარგია ვ-დრუფ შამპუნი, ნუტრიკაპის, დოლივას შამპუნი და ა.შ.