კოჟრები და მათთან დაკავშირებული პრობლემები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

კოჟრები და მათთან დაკავშირებული პრობლემები

კოჟრი, ჩვეულებრივ, კანის ხანგრძლივი სრესის ან მასზე მუდმივი ზეწოლის შედეგად ჩნდება. მშრალი კოჟრი ფაქტობრივად კანის გარქოვანებული უბანია ეპითელური შრის უჯრედების კვდომისა და მის ადგილზე შემაერთებელი ქსოვილის განვითარების გამო, სველი კოჟრი კი ლიმფით სავსე ბუშტუკია. ლიმფა კანის დაზიანებული შრის ქვეშ გროვდება. წარმოქმნილი ბუშტუკი კი ბალიშივით იცავს კანის ქვედა შრეებს შემდგომი ტრავმირებისაგან. ამავე დროს ხელს უწყობს კანის უჯრედების აღდგენას (რეგენერაციას). გარქოვანებული უბნის მახლობლად კანის ზედაპირული სისხლძარღვების დაზიანების გამო ზოგჯერ ლიმფას სისხლიც ერევა და ასეთ დროს სისხლიანი კოჟრი ვითარდება. მისი მიზეზი კანის უფრო ღრმა შრეების დაზიანებაა. კოჟრი ყველაზე ხშირად ვითარდება ტერფებზე ვიწრო ფეხსაცმლის ტარების ან ხელის მტევნებზე გარკვეული სახის სამუშაოს შესრულებისა და ხელების შესაბამისი ჰიგიენის დაუცველობის გამო. ფეხებზე კოჟრების გაჩენის თავიდან აცილების მიზნით მოხერხებული ფეხსაცმლისა და ბამბის წინდების გამოყენებაა რეკომენდებული. კანი უფრო ხშირად მაშინ განიცდის გარქოვანებას, როდესაც ტენიანია. ეპითელური უჯრედების დაზიანება და კვდომაც ამ ფონზე უფრო ხშირია, ამიტომაც ფეხსაცმელში (მით უფრო - დახურულში) აუცილებელია არასინთეტიკური წინდების გამოყენება. წინდა შესაბამისი ზომის უნდა იყოს, კარგად მომჯდარი ტერფზე და არ წარმოქმნიდეს ნაკეცებსა და ნაოჭებს. თუ ფეხები სხვადასხვა მიზეზის გამო გიოფლიანდებათ, აუცილებელია ამ პრობლემასთან ბრძოლა. სველი კანი უფრო ადვილად განიცდის მაცერაციას და შესაბამისად, კოჟრების განვითარების ალბათობაც მეტია. ხელებზე კოჟრების გაჩენის თავიდან ასაცილებლად კი ამა თუ იმ სახის სამუშაოს შესრულების დროს რეკომენდებულია სათანადო ზომის ხელთათმანების გამოყენება. ხელთათმანების მორგებამდე მათში ტალკის მოფრქვევაა სასურველი, ისევე როგორც მტევნებზე მთლიანად. კოჟრები, ჩვეულებრივ, თავისით ქრება. მათი მოცილება შეიძლება სალიცილის მჟავას ხსნარითა და ქირურგიული მეთოდით. ქსოვილთა ინფიცირების საშიშროების გამო არ შეიძლება სველი კოჟრების წვალება და ლიმფით სავსე ბუშტუკების გახვრეტა. კოჟრის დაზიანების შემთხვევაში აუცილებელია კანის მიმდებარე არის დეზინფიცირება. კოჟრების თერაპია მოიცავს კერატოლიზური (გარქოვანებული ქსოვილის დამშლელი) ქიმიური ნივთიერებების გამოყენებას. აღნიშნული ეფექტის მქონე პრეპარატები (ხსნარი, მალამო, პლასტირი) იწვევს კოჟრის დარბილებას (შემაერთებელი ქსოვილის დაშლას), რის გამოც ადვილი ხდება მისი სპეციალური ინსტრუმენტების გამოყენებით მოცილება. რაც შეეხება ხელებზე კანის გამოშრობას. ხელების კანს, განსაკუთრებული აგებულებიდან გამომდინარე, თავდაცვის მექანიზმი არ გააჩნია და სათანადოდ არმოვლის შემთხვევაში ბევრად უფრო ადრე განიცდის გამოშრობასა და დაბერება-ჭკნობას. ხელების ზურგისკენა ზედაპირზე არსებული კანი ძალზე მცირე რაოდენობით შეიცავს ქონის ჯირკვლებს, გულისკენა ზედაპირზე კი ასეთი ჯირკვლები საერთოდ არ არის. გარდა ამისა, ხელების მფარავ კანში წყალი 4-5-ჯერ ნაკლებია, ვიდრე სახის კანში. ყოველივე ეს იმას ნიშნავს, რომ ხელები ჩვენგან მუდმივ ყურადღებასა და მზრუნველობას მოითხოვს! რა უნდა გაითვალისწინოთ და რა წესები უნდა დაიცვათ?

  • ისწავლეთ ხელების სწორად დაბანა! ეს შესაძლოა ზოგიერთს სასცილოდაც მოეჩვენოს, მაგრამ ფაქტია, რომ ბევრი ამას არასწორად აკეთებს. ხელები აუცილებლად ოთახის ტემპერატურის წყლით უნდა დაიბანოთ, ინტენისურად მასირებით. ცივი წყლისაგან ხელების კანი სქელდება, უხეშდება, წითლდება, სკდება და იქერცლება, ძალიან ცხელი წყალიც აშრობს და ადუნებს ხელების კანს.
  • დაბანის შემდეგ ხელები საგულდაგულოდ უნდა გაიმშრალოთ. ამას ბევრი არ აქცევს ყურადღებას, განსაკუთრებით საზოგადოებრივ ადგილებში. არადა წყალთან ყოველი კონტაქტის შემდეგ აუცილებელია ხელების გამშრალება. ამით თავიდან აიცილებთ დახორკვლასა და გაუხეშებას.
  • სწორად შეარჩიეთ საპონი. ხელები უმჯობესია დაიბანოთ რბილი საპნით (სასურველია გლიცერინის შემცველით), რომელიც არ შეიცავს ტუტეს და კანის გამოშრობის ხელშემწყობ ნაერთებს.
  • სარეცხ საშუალებებში შემავალი მავნე ქიმიური ნივთიერებები განსაკუთრებით ვნებს ხელების კანს. მათი ზემოქმედებით ირღვევა ადგილობრივი იმუნიტეტი, უჯრედულ დონეზე მიმდინარე პათოლოგიური ძვრები კი დასაბამს აძლევს სხვადასხვა დაავადების განვითარებას (ალერგიული დერმატიტისა და ეგზემის ჩათვლით). ამიტომაც მაქსიმალურად უნდა ეცადოთ, ესა თუ ის საქმე ხელთათმანებით აკეთოთ და ხელები დაიცვათ მავნე ქიმიური აგენტებისაგან.
  • რეგულარულად გამოიყენეთ მკვებავი კრემი. იდეალურ შემთხვევაში ის წყალთან ყოველი კონტაქტის შემდეგ უნდა შეიზილოთ, რეალურად კი დღეში ერთ-ორჯერ მაინც. ხანგრძლივად მკვებავის გარეშე ხელების კანი შრება, ნაოჭდება, პიგმენტური ლაქები და მიკრონახეთქები უვითარდება. ეს უკანასკნელი კი თავის მხრივ მიკრობების შეღწევისათვის ხელსაყრელ პირობებს ქმნის და დასაბამს აძლევს სხვადასხვა დაავადების განვითარებას.