როგორ მოვიშოროთ კოჟრები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

როგორ მოვიშოროთ კოჟრები

ფეხებზე კოჟრების გაჩენის თავიდან აცილების მიზნით მოხერხებული ფეხსაცმლისა და ბამბის წინდების გამოყენებაა რეკომენდებული. კანი უფრო ხშირად მაშინ განიცდის გარქოვანებას, როდესაც ტენიანია. ამიტომაც ფეხსაცმელში (მით უფრო - დახურულში) აუცილებელია არასინთეტიკური წინდების გამოყენება. წინდა შესაბამისი ზომის უნდა იყოს, კარგად მომჯდარი ტერფზე და არ წარმოქმნიდეს ნაკეცებსა და ნაოჭებს. თუ ფეხები სხვადასხვა მიზეზის გამო გიოფლიანდებათ, აუცილებელია ამ პრობლემასთან ბრძოლა. სველი კანი უფრო ადვილად განიცდის მაცერაციას და შესაბამისად, კოჟრების განვითარების ალბათობაც მეტია. ხელებზე კოჟრების გაჩენის თავიდან ასაცილებლად კი ამა თუ იმ სახის სამუშაოს შესრულების დროს რეკომენდებულია სათანადო ზომის ხელთათმანების გამოყენება. ხელთათმანების მორგებამდე მათში ტალკის მოფრქვევაა სასურველი, ისევე როგორც მტევნებზე მთლიანად.

კოჟრები, ჩვეულებრივ, თავისით ქრება. მათი მოცილება შეიძლება სალიცილის მჟავას ხსნარითა და ქირურგიული მეთოდით. ქსოვილთა ინფიცირების საშიშროების გამო არ შეიძლება სველი კოჟრების წვალება და ლიმფით სავსე ბუშტუკების გახვრეტა. კოჟრის დაზიანების შემთხვევაში აუცილებელია კანის მიმდებარე არის დეზინფიცირება. კოჟრების თერაპია მოიცავს კერატოლიზური (გარქოვანებული ქსოვილის დამშლელი) ქიმიური ნივთიერებების გამოყენებას. აღნიშნული ეფექტის მქონე პრეპარატები (ხსნარი, მალამო, პლასტირი) იწვევს კოჟრის დარბილებას (შემაერთებელი ქსოვილის დაშლას), რის გამოც ადვილი ხდება მისი სპეციალური ინსტრუმენტების გამოყენებით მოცილება. იხილეთ სტატია "კოჟრები და მათთან დაკავშირებული პრობლემები" იხილეთ აგრეთვე "ბაბუაწვერას რძეწვენი კოჟრებსა და მეჭეჭებს მოგაშორებთ"