როგორ მოვიშოროთ ზურგზე ფერიმჭამელები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

როგორ მოვიშოროთ ზურგზე ფერიმჭამელები

ზოგი ჰორმონულ დისბალანსს, ზოგიც ზურგის მიდამოში განლაგენული ცხიმოვანი ჯირკვლების გაძლიერებულ ფუნქციონიებას. ჩირქოვანი გამონაყრის ერთ-ერთი ხშირი მიზეზია ორგანიზმში ჩირქოვანი კერის სარსებობა (ხშირია ჩირქოვანი ტონზილიტის დროს). რასაკვირველია დიდი როლი ჰიგიენასაც მიუძღვის. კანის მოვლა, ბანვა, გასუფთავება, სხვადსხვა მალამოებისა და ნიღბების დადება სახესთან შედარებით ზურგზე გაცილებით ძნელია.

ზურგზე ფერიმჭამელების არსებობის შემთხვევაში აუცილებელია მკურნალობა. რადგან ფერიმჭამელების გაჩენის მრავალი მიზეზი არსებობს, აუცილებელია დაავადების ჭეშმარიტი მიზეზის დადგენა და შესაბამისი მკურნალობის დანიშვნა, რასაც მხოლოდ დერმატოლოგი მოახერხებს.

ექიმი კოსმეტოლოგი კი დაგეხმარებათ კანის ფერიმჭამელებისგან გაწმენდაში. თუ ექიმმა დაადგინა, რომ აკნეს განვითარების მიზეზი ჰორმონალური დარღვევებია, საჭირო გახდება ენდოკრინოლოგის კონსულტაციაც. გარდა ამისა უნდა დაითესოს ჩირქო მგრძნობელობაზე.

აკნეს მსუბუქი და საშუალო ხარისხის სიმძიმის დროს გამოიყენება გარეგანი მოხმარების პრეპარატები, ანუ მიმართავენ ადგილობრივ თერაპიას მალამოებით, გელით, კრემებით, ლოსიონით და სხვა, რომლებიც შეიცავენ კომედონების საწინააღმდეგო, კანის ცხიმის გამოყოფის შემამცირებელ და ანთების საწინააღმდეგო სხვადასხვა აქტიურ ნივთიერებას. ჰორმონალური დარღვევების დროს შეიძლება დაინიშნოს სასქესო ჰორმონებით მკურნალობა.

ფერიმჭამელებისგან კანის გასაწმენდად გამოიყენება ქიმიური პილინგი, ეს არის ხილის სუსტი მჟავების დახმარებით კანის ზედა შრის მოშორების პროცედურა.

მოგცემთ რამოდენიმე რჩევას:

-კოსმეტოლოგმა უნდა გაგიწმინდოთ ზურგი, შემდეგ საჭირო იქნება გამწმენდი ხსნარების (ზინერიტი, ლევომიცეტინი, კასტელანი) გამოყენება, ამის შემდეგ 2 კვირის განმავლობაში 2-ჯერ დღეში გამოიყენეთ გრანექსის კომპლექტი (სველი ხელსახოცი და აეროზოლი)_ ხელსახოცით გაიწმინდეთ, სპრეი შეისხით კანზე. ბოლოს ეფექტის შესანარჩუნებლად იხმარეთ კურიოზინის გელი 2-ჯერ დღეში.

>დაიცავით დიეტა - შეზღუდეთ ნახშირწყლები და ცხიმი, სამაგიეროდ გაამდიდრეთ კვების რაციონი რძის პროდუქტებით, ხილით, ბოსტნეულით, ზოგჯერ მარილის შემცირებაც არ არის ურიგო. არ მოწიოთ და ერიდეთ ალკოჰოლის მიღებას,დასალევად გირჩევთ ანტიოქსიკაფსს თუთიით, 2-ჯერ დღეში (ერთი კოლოფი).

>გამოიკვლიეთ ყელის მდგომარეობა, გაიარეთ კონსულტაცია გასტროენტეროლოგთან.