როგორ დავაჩქაროთ თმის ზრდა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

როგორ დავაჩქაროთ თმის ზრდა

ზაფხულში თმა უფრო სწრაფად იზრდება, ვიდრე ზამთარში. თმის ზრდის სიჩქარე დამოკიდებულია: კვებაზე, ენდოკრინული და ნერვული სისტემის მდგომარეობაზე (ამ სისტემების დაავადებები აუარესებს თმის მდგომარეობას, თმა ცუდად იზრდება, ხდება მტვრევადი, უსიცოცხლო ან პირიქით, ცხიმიანი და ძლიერდება თმის ცვენა), თმის დაყოფილი ბოლოები, ჰიპოვიტამინოზი, (თმისთვის აუცილებელი მიკროელემენტებია: კალციუმი, იოდი, რკინა, სელენი, გოგირდი, მაგნიუმი, თუთია და სხვა;

ცნობისთვის: ამის დასადგენად კეთდება თმის მინერალოგრამა), გენეტიკურ ფაქტორზე, ტრიქოლოგიურ პრობლემაზე (სებორეა, ფსორიაზი და სხვა).

თუ თმის ზრდის შეჩერება მოხდა რაიმე სერიოზული დაავადების მიზეზით სახლის პირობებში თმის მკურნალობა შედეგს არ მოგცემთ, ამ შემთხვევაში საჭიროა ტრიქოლოგთან მკურნალობა.

სახლის პირობებში რისი გაკეთებაც შეგიძლიათ ეს არის სწორი კვება. ორგანიზმი უნდა ღებულობდეს საკმაო რაოდენობით კალციუმს, მაგნიუმს, ქრომს, თუთიას, სილიციუმს, კალიუმს, იოდს, ბეტა-კაროტინებს და სხვ. კალციუმს დიდი რაოდენობით შეიცავს ხაჭო, ყველი. დანარჩენი სასარგებლო ნივთიერების წყაროს წარმოადგენს ხილი და ბოსტნეული, განსაკუთრებით სასარგებლოა მწვანილი, ნიგოზი, ლობიო, ცერცვი, ყავისფერი ბრინჯი, ჰერკულესი.

გარდა ამისა, კარგია თუ თავის დასაბანად გამოიყენებთ ვიტამინიზირებულ შამპუნებს (თმის ტიპის გათვალისწინებით).

თმის ზრდის ხელშესაწყობად ჩვენთვის ცნობილი მეთოდებიდან ასეთი რჩევების შეთავაზება შეგვიძლია: თმების ზრდის დაჩქარებას ხელს უწყობს თავის ქალას მასაჟი, რადგან ამ დროს უმჯობესდება თმების ფოლიკულების სისხლით მომარაგება.

* ასევე, თმის ზრდის დასაჩქარებლად კვირაში 2-ჯერ ცხელ ქაცვის ზეთისა და 1 ჩაის კოვზი დიმექსიდის ნარევის ნიღაბს იკეთებენ (გარეგანი ხმარების საშუალება), 30-45 წუთის შემდეგ თავს იბანენ, შეიძლება დაბანის შემდეგ ძმარნარევი წყალიც გადაივლოთ.

* არსებობს ასეთი ნიღაბი 2 სუფრის კოვზი მშრალი მდოგვი, გახსენით 2 სუფრის კოვზ ცხელ წყალში, დაამატთ 2 სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი, 2 ჩაის კოვზი შაქარი, 1 კვერცხის გული, აურიეთ ერთმანეთში და წაისვით, შეიფუთეთ თმები და 15 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით. შემდეგ ჩვეულებრივ შამპუნით. ნიღაბი გაიკეთეთ კვირაში ერთხელ.

თმის ძირებს შესანიშნავად ამაგრებს ნატურალური ნიღბები, რომლებიც შინაც შეგიძლიათ დაამზადოთ. ასეთია, მაგალითად:

* ბანანისა და თაფლის ნიღაბი. ის განსაკუთრებით მარგებელია დაზიანებული და დამწვარი თმისთვის. თაფლი ღერებს ბზინვარებას მატებს, ბანანი ატენიანებს, ხოლო ხორბლის მარცვლები, რომლებიც A და E ვიტამინებით არის მდიდარი, თმას ვიტამინებით კვებავს. დაჭყლიტეთ 1 ბანანი, დაამატეთ 2 ჩაის კოვზი დაღერღილი ხორბალი და 50 გრამი თაფლი, კარგად აურიეთ, ვიდრე ერთგვაროვან მასას არ მიიღებთ. წაისვით სუფთა, ტენიან თმაზე და 20 წუთს გაიჩერეთ.

>ათქვიფეთ 1 კვერცხის გული, შეურიეთ 1 სუფრის კოვზი აბუსალათინის ზეთი, შეიზილეთ ახლად დაბანილ თავის კანში და 1 საათის შემდეგ ჩამოიბანეთ.

> თაფლის, გახეხილი ხახვის და ცოტა მცენარეული ზეთის ნარევი შეიზილეთ თმის ძირებში. დაიხურეთ რეზინის ქუდი და 1 საათის შემდეგ ჩამოიბანეთ.

>1 სუფრის კოვზ ჭინჭრის ფოთლებს დაასხით 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი თერმოსში, 2 საათის შემდეგ შეიზილეთ თმის ძირებში.

>თმის ძირებში შეიზილეთ ზეითუნის ზეთში შერეული ნივრის წვენი. 1 საათის შემდეგ ჩამოიბანეთ.

>1 სუფრის კოვზი თაფლი, 1 სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი, 1 სუფრის კოვზი აბუსალათინის ზეთი და 1 კვერცხი. ნაზავს თმის ძირებში იზელენ და 20-25 წუთი აჩერებენ. შემდეგ კი ჩამოიბანენ.