რატომ იქერცლება კანი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რატომ იქერცლება კანი

ქერცლის პათოლოგიური წარმოქმნა უმეტესად პარაკერატოზის - ქერქოვანი შრის წარმოქმნის დარღვევის - შედეგია. ამ შემთხვევაში წარმოიქმნება დეფექტური უჯრედები, რომლებიც სწრაფად იქერცლება. აქერცვლის მეორე გავრცელებული მექანიზმია ჰიპერკერატოზი - ქერქოვანი შრის უჯრედების გაძლიერებული წარმოქმნა, მაგრამ თუ პარაკერატოზის დროს დეფექტური უჯრედები ადვილად სცილდება კანს, ჰიპერკერატოზის შემთხვევაში ისინი მჭიდროდაა მიმაგრებული მის ზედაპირზე.

კიდევ რა იწვევს კანის აქერცვლას?

  • კანის პარაზიტული დაზიანება (მუნი);
  • კანის სოკოვანი დაავადება;
  • ინფექცია (ქუნთრუშა);
  • ვენერული დაავადებები (ათაშანგი);
  • ინფექციურ-ალერგიული ბუნების დაავადებები (რეიტერის სინდრომი);
  • აგრესიული გარეგანი ფაქტორების ზემოქმედება (ქრონიკული კონტაქტური დერმატიტი);
  • კანის ალერგიული დაავადებები (ქრონიკული ალერგიული დერმატიტი, ქრონიკული ეგზემა, ატოპიური დერმატიტი);
  • თანდაყოლილი დერმატოზი (იქთიოზი);
  • კანის სპეციფიკური დაავადებები (ფსორიაზი, წითელი ბრტყელი ლიქენი);
  • შემაერთებელი ქსოვილის სისტემური დაავადება (ქვემწვავე წითელი მგლურა);
  • ცილების, ვიტამინებისა და მიკროელემენტების უკმარისობა.

როგორ მოვიქცეთ?

მივმართოთ ექიმს, რათა გაირკვეს პრობლემის მიზეზი და დაინიშოს ადეკვატური მკურნალობა. დიაგნოსტიკისთვის მნიშვნელოვანია დაზიანების ლოკალიზაცია. მაგალითად, კანის აქერცვლა ხელის თითებს შორის უმეტესად მუნზე მეტყველებს, ხოლო ფეხის თითებს შორის - სოკოვან დაავადებაზე. სადიაგნოზო მნიშვნელობა აქვს დაზიანების კერის რაგვარობასაც. ბევრი რამის თქმა შეუძლია ფერს. მოვერცხლისფრო-მოთეთრო ქერცლი ფსორიაზს ახასიათებს, ხოლო მორუხო-მოშავო - იქთიოზს. გასათვალისწინებელია ქავილის არსებობა-არარსებობა და პათოლოგიის ისტორიაც. გარდა ამისა, მრავალი დაავადების დროს პათოლოგიური ელემენტები განიცდის ევოლუციურ ცვლილებებს. გათვალისწინებულ უნდა იქნეს პაციენტის პროფესია და ჰობი (არსებობს ცემენტის ეგზემა, ხშირია სოკოვანი დაზიანება მოცურავეებს, ცხელ საამქროებში მომუშავე პირებს შორის). მრავალ დაავადებას, რომელიც ხელ-ფეხზე კანის აქერცვლას იწვევს, მემკვიდრეობითი ბუნება აქვს (იქთიოზი, ფსორიაზი), ამიტომ უნდა გავითვალისწინოთ ოჯახური ანამნეზიც. ყოველივე ამასთან ერთად, დიაგნოსტიკური მნიშვნელობა ენიჭება ადამიანის ზოგად მდგომარეობას, თანმხლებ სიმპტომებს (თირკმელების დაზიანება სისტემური წითელი მგლურას დროს, თვალის დაზიანება რეიტერის სინდრომის დროს, სებორეა ლიქენის დროს). საბოლოო დიაგნოზს, წესისამებრ, ლაბორატორიული კვლევების საფუძველზე სვამენ (მიკროსკოპიული კვლევა სოკოვანი დაავადების დროს, ვასერმანის რეაქცია ათაშანგის დროს და სხვა).