ქერტლის სამკურნალო შამპუნები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ქერტლის სამკურნალო შამპუნები

დერმატოლოგთან კონსულტაციის შედეგად კი სავსებით შესაძლებელია ეფექტური შამპუნის შერჩევა, რომელიც ქერტლთან ბრძოლას გაგიადვილებთ. ქერტლის მკურნალობა უნდა ჩატარდეს ინდივიდუალური მიდგომით (ტრიქოლოგის მიერ). გასათვალისწინებელია თმის ტიპი და გამომწვევი. არსებობს ქერტლის საწინააღმდეგო ოთხი ტიპის შამპუნი და თითოეულ მათგანს მოქმედების თავისი მექანიზმი აქვს:

  • შამპუნები, რომლებიც აშორებს კანს ზედმეტ ცხიმს და ამცირებს მის პროდუქციას, ცხიმიანი ქერტლის დროს არის ეფექტური;
  • შამპუნები სოკოს საწინააღმდეგო ეფექტით ეფექტურად ებრძვის სოკოს შედეგად გაჩენილ ქერტლს;
  • შამპუნები, რომლებიც ასუფთავებს კანს მკვდარი უჯრედებისგან და ანელებს მათ წარმოქმნას;
  • შამპუნები, რომლებიც აძლიერებს სისხლის მიმოქცევას ეპიდერმისში და კვებავს თმის ბოლქვს, რითაც აუმჯობესებს თმისა და კანის მდგომარეობას და ხელს უშლის ქერტლის წარმოქმნას.
ქერტლის სამკურნალო ხალხური საშუალებები

ხალხური მედიცინის არსენალში ქერტლის მოსაშორებლი უამრავი რეცეპტია. მათ შორის ბევრი ეფექტურია და შეიძლება დაგვეხმაროს ქერტლთან ბრძოლაში. ცხიმიანი ქერტლის დროს ხალხური მედიცინა გვირჩევს, შევიზილოთ თმაში გულყვითელას სპირტზე მომზადებული ნაყენი, შევიხვიოთ პირსახოცით და ნახევარი საათის შემდეგ ჩამოვიბანოთ თბილი წყლით. ეს პროცედურა გავიმეოროთ კვირაში 2-ჯერ. ასევე შეიძლება გამოვიყენოთ აბუსალათინისა და ბირკავას ზეთი. ქერტლთან ბრძოლისას შეიძლება ეფექტური აღმოჩნდეს ჩვეულებრივი მაწონი. წავისვათ იგი ნახევარი საათით თმაზე, მერე კი მდოგვიანი თბილი წყლით ჩამოვიბანოთ. ქერტლიც გაქრება და თმაც გაჯანსაღდება. ქერტლთან ბრძოლისას აუცილებელია კომპლექსური და სისტემური მიდგომა. თუ შევიცვლით ცხოვრების წესს და აქტიურად გამოვიყენებთ სამკურნალო საშუალებებს, ქერტლი შეიძლება რამდენიმე კვირაში დავამარცხოთ.

რა აჩენს ქერტლს