რა უნდა მიირთვათ კანის ჯანმრთელობისთვის - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რა უნდა მიირთვათ კანის ჯანმრთელობისთვის

, მის დაცვას კომპლექსურად უნდა მიუდგეთ. ეს იმას ნიშნავს, რომ უარი უნდა თქვათ გარუჯვაზე, მაქსიმალურად ერიდოთ ყინვაში, განსაკუთრებით ქარიან ამინდში ხანგრძლივად ყოფნას (კანი შრება და ზიანდება), რაც მთავარია, კვების ნორმალიზებით უნდა იზრუნოთ კანის ჯანმრთელობაზე. ამ რეკომენდაციების მიმდევარი ქალბატონები მოვლილი და ნორჩი კანის წყალობით ბევრად უფრო ახალგაზრდად გამოიყურებიან იმ თანატოლებზე, რომლებიც კანის ჰიგიენას და მოვლას ნაკლებ ყურადღებას უთმობენ.

კანის ელასტიკურობისა და სიჯანსაღის შენარჩუნებისათვის დიდი მნიშვნელობა აქვს რაციონალურ კვებას.

განსაკუთრებით სასარგებლოა:

რძემჟავა პროდუქტები - რძე, ხაჭო, არაჟანი, მაწონი, ჩუმამაწონი ( ჩუმა მაწონი ერთგვარი მჟავე შედედებული რძეა, რომელსაც დამატებული აქვს საგემოვნო და არომატული ნივთიერებები, შაქარი, თაფლი, ვანილი, მურაბა და სხვ.) _ ხელს უწყობს, უპირველეს ყოვლისა, კუჭ-ნაწლავის ფუნქციის ნორმალიზებას, შესაბამისად, აუმჯობესებს კანის მდგომარეობას. ჯანმრთელი კუჭ-ნაწლავის წყალობით ორგანიზმი რეგულარულად თავისუფლდება ტოქსინებისგან. ასეთ ფონზე კი "კანი ლაღად გრძნობს თავს". დაავადებული კანი საჭმლის მომნელებელი ტრაქტის "გაჭირვებაზე" მიანიშნებს ხოლმე.

თევზეული და ზღვის პროდუქტები - შეიცავს კანის ელასტიურობის, სისხლმომარაგებისა და დრეკადობისათვის საჭირო ყველა ცხიმს, ვიტამინებს, მინერალებსა და მიკროელემენტებს.

კვერცხი - მდიდარია კალციუმით, ლეციტინითა და ვიტამინებით, რომლებიც აფერხებს კანის დაბერებას.

მზესუმზირა და ნიგოზი - უნიკალური ცხიმების წყალობით უზრუნველყობს კანის ელასტიკურობას.

ტყის მარწყვი და მწვანე ჩაი – მდიდარია ვიტამინებით, მიკროელემენტებით, აგრეთვე ანტიოქსიდანტებით, რომლებიც ხელს უწყობს მავნე რადიკალების განეიტრალებას. იცავს კანს აქერცვლისა და ნაადრევად დაბერებისაგან.

ბროკოლი - რკინის, თუთიის, A, C და B ვიტამინების უხვად შემცველობის წყალობით ზრდის კანის ელასტიურობას, ხელს უშლის მის დაბერებას.

თინათინ გოცაძე