დისჰიდროზი - დაავადება, რომელიც სეზონურად გვიტევს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

დისჰიდროზი - დაავადება, რომელიც სეზონურად გვიტევს

დისჰიდროზის მიზეზები

დისჰიდროზის მიზეზები ჯერ კიდევ დაუდგენელია. ვარაუდობენ, რომ ამ დაავადებამდე შეიძლება მიგვიყვანოს შემდეგმა ფაქტორებმა:

  • ნერვული სისტემისა და შინაგანი სეკრეციის იმ ჯირკვლების მუშაობის დარღვევამ, რომლებიც საოფლე ჯირკვლების მუშაობას არეგულირებს;
  • ამა თუ იმ სამკურნალო პრეპარატზე, მაგალითად, ზოგიერთ ანტიბიოტიკზე რეაქციამ;
  • გამაღიზიანებელი ნივთიერების კანზე მოხვედრამ (ასეთებია მწერებისა და მღრღნელების საწინააღმდეგო საშუალებები, საყოფაცხოვრებო სარეცხი საშუალებები, ნავთი, ტექნიკური ზეთები, საღებავები, ლაქები და სხვა);
  • ალერგიულმა რეაქციებმა და აუტოიმუნურმა მდგომარეობამ;
  • მომატებულმა ნერვულმა აღგზნებამ და ემოციურმა არასტაბილურობამ;
  • ხშირმა და ძლიერმა სტრესმა;
  • გონებრივმა და ფიზიკურმა გადაღლილობამ, გონებრივი გადაწვის სინდრომმა;
  • ქრონიკული დაღლილობის სინდრომმა;
  • ნევროზებმა და ფსიქიკურმა დარღვევებმა.

დისჰიდროზის სიმპტომები

დაავადების გამწვავება, ჩვეულებრივ, გაზაფხულზე და შემოდგომაზე იწყება. დისჰიდროზი აზიანებს ხელისგულებს, თითების ფალანგებს და ფეხისგულებს. იშვიათად - მტევნისა და ტერფის ზედა ნაწილებს. ამ დროს ჩნდება წვრილი, ქინძისთავისოდენა ბუშტუკები, რომელთა შიგთავსი გამჭვირვალე მოვარდისფრო სითხეა. ბუშტუკები მკვრივია. ავადმყოფს ქავილი და წვა აწუხებს. ბუშტუკების ადგილას კანი შეშუპებული და შეწითლებულია. გამწვავების დროს ხელისგულების კანი უხეშდება, იწყებს აქერცვლას და წარმოიშობა ძლიერი ქავილის შეგრძნება. დისჰიდროზი არაგადამდები დაავადებაა, მაგრამ ძალზე შესამჩნევი, რითაც არცთუ მცირე უსიამოვნება მოაქვს პაციენტისთვის.

დისჰიდროზის გართულებები

თუ დისჰიდროზის დროს ბუშტუკები დაინფიცირდა, დაჩირქდება. მათი შიგთავსი გაუმჭვირვალე ხდება და მოყვითალო შეფერილობას იღებს. ძლიერდება ტკივილი, შეწითლება, შეშუპება. შესაძლოა, პაციენტის საერთო მდგომარეობაც გაუარესდეს, მოიმატოს სხეულის ტემპერატურამ. ერთმანეთის მახლობლად მდებარე რამდენიმე ბუშტუკი შესაძლოა გაერთიანდეს და ერთ დიდ, დაჩირქებული წყლულის მსგავს წარმონაქმნად იქცეს. დისჰიდროზის გართულებებია აგრეთვე პანარიციუმი - თითის ჩირქოვანი ანთება და ლიმფანგიტი - ლიმფური სისხლძარღვის ანთება. ამ დროს კანქვეშ მტკივნეული დაჭიმულობა ჩნდება.

როგორ მოვიქცეთ?

არსებობს კანის დისჰიდროზის სახლის პირობებში მკურნალობის სხვადასხვა მეთოდი, მაგრამ მათ საუკეთესო შემთხვევაში დროებითი ეფექტი აქვთ. დაავადების ეფექტური მკურნალობისთვის ჯობს, მიმართოთ ექიმ დერმატოლოგს. დისჰიდროზით დაავადებულნი სხვებს არ აინფიცირებენ. მათი ნივთების ხმარება და მათთვის ხელის ჩამორთმევა არავითარ ვნებას არ მოგაყენებთ.

რა შეიძლება გააკეთოს ექიმმა?

დისჰიდროზის წარმატებით მკურნალობის მთავარი პირობა დაავადების პირველმიზეზის გამოვლენა და მისი სწორი მკურნალობაა, ამიტომ  დერმატოლოგი პაციენტს უპირველესად სხვა სპეციალისტებთან გზავნის გამოკვლევისა და კონსულტირებისთვის. დისჰიდროზის დროს მედიკამენტური მკურნალობა მოიცავს დამამშვიდებელ, ალერგიის საწინააღმდეგო, შარდმდენ პრეპარატებს, ასევე - წამლებს, რომლებიც გავლენას ახდენს ნერვული სისტემის იმ ნაწილების მუშაობაზე, რომლებიც საოფლე ჯირკვლების მუშაობას განაგებს. ექიმი ნიშნავს წამლიან ნახვევებსაც. ბუშტუკების ინფიცირების დროს გამოიყენება ანტიბაქტერიული პრეპარატები და ანტისეპტიკები. მკურნალობა შეიძლება ჩატარდეს ამბულატორიულადაც, მაგრამ აუცილებლად სპეციალისტის კონტროლით.

პროგნოზი

დაავადების სიმძიმე ბუშტუკების ზომასა და რაოდენობაზეა დამოკიდებული. ზოგი პაციენტი სავსებით იკურნება, ზოგჯერ კი  მკურნალობის კურსის დასრულებიდან რამდენიმე ხნის შემდეგ დისჰიდროზი უკანვე ბრუნდება.