თმოვანი საფარველი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

თმოვანი საფარველი

კუტიკულისგან, ქერქოვანი შრისა და ტვინოვანი შრისგან. კუტიკულა ბრტყელი, გამჭვირვალე, ლებნისებური გარქოვანებული უჯრედოვანი ნაწილია. ქერქოვანი ნივთიერება პიგმენტის შემცველი ეპითელური უჯრედების კონგლომერატია. სწორედ ამ პიგმენტზეა დამოკიდებული თმის ფერი. ტვინოვანი ნივთიერება ჰაერით მდიდარი უჯრედების ერთობლიობაა. თმის ფესვი თმის ჩანთაში - კანის ღრმა შრეში, დერმაში, არსებულ განსაკუთრებულ ჩაღრმავებაშია მოთავსებული.

თმის ფოლიკული

თითოეული ჩვენგანი განსაზღვრული რაოდენობის თმის ფოლიკულით იბადება. ეს რაოდენობა გენეტიკურადაა განპირობებული და მისი შეცვლა შეუძლებელია. დაბადებისას ადამიანს 1 მილიონამდე თმის ფოლიკული აქვს, თუმცა თმა მხოლოდ 100-150 ათასიდან ამოდის. დანარჩენი ფოლიკულები გამოუყენებელ მარაგად რჩება. თმის ფოლიკულს თმის ჩანთა, მის ირგვლივ მდებარე ქსოვილები, სისხლძარღვები და ნერვები ქმნის. მასში კანის ქონის ჯირკვალთა სადინარები იხსნება. სადინარებს უშუალოდ უკავშირდება თმის გამმართველი კუნთის ბოჭკოები, რომელთა შეკუმშვისას სადინარები კიდევ უფრო ფართოდ იხსნება და გამოყოფს ქონს. თმის ბოლქვი ფოლიკულის ქვედა, გაფართოებული ნაწილია. სწორედ მის ხარჯზე ხდება თმის ზრდა, ახალი ღეროს წარმოქმნა და ფორმირება. ბოლქვში შედის თმის მკვებავი სისხლძარღვი, რომელსაც მასთან სისხლი და საკვები ნივთიერებები მიაქვს. თმის ფოლიკული უნიკალური მინიორგანოა. მასში გახსნილი ქონი თმას დრეკადობას და ბზინვარებას ანიჭებს. ცხიმის ნაკლებობისას თმა მშრალი და მყიფეა, სიჭარბე კი მიმზიდველობას უკარგავს. შრეობრივი აგებულების წყალობით თმა საკმაოდ მაგარი და გამძლეა და ჰიგროსკოპიული თვისებაც აქვს (შეუძლია დიდი ოდენობის ტენის შეკავება), ელასტიკურია - იოლად იღუნება და იჭიმება. გაჭიმვით თმის 1/3-ით დაგრძელებაც კია შესაძლებელი.

როგორ იზრდება თმა

თითოეული ფოლიკული, დაბადებიდან მოყოლებული, განუწყვეტლივ გადის აქტიური ზრდისა და მოსვენების ფაზებს. ანაგენი თმის აქტიური ზრდის ფაზაა, კათაგენი - გარდამავალი, ტელოგენი კი მოსვენების პერიოდია. ანაგენის ხანგრძლივობა ინდივიდუალურია და გენეტიკურადაა განსაზღვრული. ის საშუალოდ 20-დან 5 წლამდე გრძელდება. ტელოგენის ხანგრძლივობა დაახლოებით 100 დღეა. ანაგენის, ტელოგენისა და კათაგენის სტადიებში მყოფი ღერების პროცენტული ურთიერთშეფარდება ასეთია: 85:14:1. ტელოგენის დროს თმა წყვეტს ზრდას და ცვივა, რის შემდეგაც ფოლიკულში ახალი ღერის ზრდა იწყება. ერთი ფოლიკული საშუალოდ 20-30 თმის ღერს ბადებს. მზარდი თმა ქიმიური რეაქციებისა და ნაერთების რთული კოქტეილია. ფოლიკულში 7 სხვადასხვა სახის უჯრედია, რომლებიც, გენეტიკური პროგრამების მიხედვით, განაგებენ, რომელი ფოლიკულიდან რამდენი თმის ღერი გაიზარდოს, რა სიჩქარით და როდის. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ თმის ზრდა დამოკიდებულია სპეციალურ ცილებსა და ჰორმონებზე, რომელთა გარეშე თმა ნაწილობრივ ან საერთოდ წყვეტს ზრდას. ჩვეულებრივ კი თმის ღერები განუწყვეტლივ იზრდება, ამასთან:

  • დღისით უფრო სწრაფად, ვიდრე ღამით;
  • გაზაფხულსა და შემოდგომაზე უფრო ინტენსიურად, ვიდრე ზაფხულსა და ზამთარში;
  • მამაკაცებთან უფრო სწრაფად, ვიდრე ქალებთან.

24 საათში თმა 0,3-0,35 მმ-ით იზრდება. თვეში ბავშვის თმა საშუალოდ 13 მმ-ს იმატებს, ზრდასრული ადამიანისა - 15 მმ-ს, ხანში შესულისა კი - 11 მმ-ს.

რა ქმნის თმის ფერთა გამას

თმის ფერი რამდენიმე ფაქტორზეა დამოკიდებული, უმთავრესად - გენეტიკურსა და ენდოკრინულზე. თმის ფერს განსაზღვრავს თმის ქერქოვან შრეში მოთავსებული პიგმენტი და იმ ჰაერის რაოდენობა, რომლითაც ეს ნარევია “განზავებული”. თმის ფერს ორი პიგმენტი ქმნის: ეუმელანინი (მოშავო-მოყავისფრო) და ფეომელანინი (მოყვითალო-მოწითალო). კაცობრიობა სწორედ მათ ურთიერთშეფარდებას უმადლის თმის ფერთა მთელ გამას. ეუმელანინსა და ფეომელანინს გამოიმუშავებენ სპეციალური უჯრედები - მელანოციტები, რომელთა აქტივობაც დაბერების კვალდაკვალ იკლებს და თავზე ჭაღარა - შეუღებავი თმა ჩნდება.

თმის სისქე და რაოდენობა

ვინაიდან თმა კანის დანამატია, კანზე უშუალოდაა დამოკიდებული მათი სისქე. თუ ადამიანს თხელი კანი აქვს, თმაც თხელი ექნება და პირიქით. ყველაზე თხელი ქერა თმაა, ყველაზე სქელი - შავი. თავზე თმის ღერების რაოდენობა 100-150 ათასამდე მერყეობს. თმის საფარველის 1 კვადრატულ სანტიმეტრზე 18-დან 320 ათასამდე თმის ღერია. როგორია ნორმა, დღემდე დაუდგენელია. თმის ცვენა ძველი ღერების ახლით შეცვლაა. ნორმალურია, როცა დავარცხნისა და დაბანისას ადამიანი 50-დან 100-150 თმის ღერს კარგავს. ეს ტელოგენის ფაზაში მყოფი თმებია. რამდენიმე წლის წინ ეს მაჩვენებელი 100-ს არ აღემატებოდა, დღეს დასაშვებმა ზღვარმა რამდენადმე მოიმატა, ცივილიზაციამ და ცხოვრების დაძაბულმა რეჟიმმა, ყოველდღიურმა სტრესმა და არახელსაყრელმა ეკოლოგიურმა პირობებმა საგრძნობლად შეამცირა თმოვანი საფარველის სისქე.