ქავილი მწერის ნაკბენის დროს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ქავილი მწერის ნაკბენის დროს

მწერის ნაკბენი ტრავმულ-ალერგიული დაზიანებებისა და ტოქსიკური რეაქციების ერთობლიობაა, რომელიც გამოწვეულია მწერის მიერ კანის მთლიანობის დარღვევით და ადამიანის ორგანიზმზე უცხო ტოქსიკური (შხამიანი) კომპონენტების ზემოქმედებით. მწერმა ყველგან შეიძლება გვიკბინოს - შინაც და გარეთაც, რადგან მათი პოპულაცია მეტად მრავალფეროვანია. ადამიანს კბენენ კოღოები, ფუტკრები, რწყილები, ქინქლები... ნაკბენთა უმრავლესობა ქავილს ან სუსტ წვას იწვევს, მაგრამ ზოგმა მწერმა კბენისას შესაძლოა კანის სიღრმეში ინფექციური დაავადების გამომწვევი დატოვოს ან თავად ნაკბენმა გამოიწვიოს მძიმე ალერგიული რეაქცია. ჭიანჭველები ხშირად კბენენ მძინარე ადამიანს. ამ დროს საკმაოდ ხშირად ვითარდება ალერგიული რეაქცია იმ შხამებზე, რომლებსაც ჭიანჭველები ადამიანის კანში ტოვებენ. გარდა ამისა, საშიშია ნაკბენი ადგილის მოქავებაც, რადგან ამ დროს გაჩენილი მიკროტრავმებიდან ორგანიზმში შესაძლოა მძიმე ინფექცია შეიჭრას. კოღოსა და რწყილის ნაკბენი ძლიერ ალერგიულ რეაქციასთან ერთად შესაძლოა მძიმე დაავადების, მაგალითად, მალარიის, დენგეს ცხელების, ტიფის, სათავედ იქცეს. მწერის ნაკბენზე კანის რეაქცია თითქმის ყოველთვის ერთნაირია: შეშუპება, შეწითლება, კანის მცირე უბნის ანთება, პაპულების წარმოქმნა, ძლიერი ქავილი და ზოგჯერ ტკივილიც. ბაღლინჯოს ნაკბენი თითქმის ყოველთვის უფრო საშიშია ადამიანისთვის, ვიდრე კოღოსი. კანის შესივება უფრო დიდი ზომისაა, წვისა და ქავილის შეგრძნება - უფრო ძლიერი. ბაღლინჯოს ნაკბენს ზოგჯერ მძიმე ალერგიული რეაქცია მოსდევს, არცთუ იშვიათია ანაფილაქსიური შოკიც. დაახლოებით ასევე შეიძლება იმოქმედოს ადამიანის ორგანიზმზე ქინქლას, მოსკიტის, ბუზანკლის ნაკბენმა, თუმცა საბოლოო ჯამში ყველაფერი მაინც ადამიანის ორგანიზმის ინდივიდუალურ თავისებურებებზეა დამოკიდებული. სახლში შესაძლოა ობობასნაირები და სხვა ფეხსახსრიანებიც ბინადრობდნენ. მრავალფეხები, ობობები, შხამიანი ტკიპები მარტო კბენით კი არ გვიწამლავენ ცხოვრებას, არამედ ადვილად ასნებოვნებენ ადამიანს სხვადასხვა დაავადებით, მაგალითად, ტიფით ან ლეიშმანიოზით.

მწერის ნაკბენის მკურნალობა

მწერის ნაკბენზე სწორი რეაგირება აუცილებელია. სპეციალისტთა რჩევებზე დაყრდნობით თავი მოვუყარეთ რეცეპტებს, რომლებიც ამ დროს დაგეხმარებათ. ბუზანკლისა და კოღოს ნაკბენს აშუშებს ანწლის, დიდგულასა და მრავალძარღვას ფოთლები. ახალმოკრეფილ ფოთლებს წყალი გადაავლეთ, ხელით დასრისეთ და წვენი ნაკბენებზე წაისვით. ის, გარდა იმისა, რომ შეშუპებას შეამცირებს, ნაკბენის დეზინფექციასაც მოახდენს. ისიც შეიძლება, ნაკბენებზე წაისვათ წყალში 1:3 თანაფარდობით გაზავებული ნიშადურის სპირტის ხსნარი. ქინქლას ნაკბენის საწინააღმდეგოდ შეიძლება გამოიყენოთ ხახვის ახალგამოწურული წვენი - დაასველეთ ამ წვენით ბამბა ან ბინტი და ნაკბენზე დაიდეთ. შეგიძლიათ, ნაკბენზე დაიდოთ კარტოფილის თხელი ანათალი ან მისი ფაფა. ასეთი საფენის გამოცვლა რამდენჯერმე დაგჭირდებათ. ფუტკრის ან კრაზანას კბენას ადამიანი მაშინვე გრძნობს. ამ დროს საჭიროა სწრაფი რეაგირება, რადგან ამ მწერების შხამი საკმაოდ ცუდ შეგრძნებებს იწვევს. თავდაპირველად ჭრილობიდან ნესტარი უნდა ამოიღოთ, მაგრამ ძალიან ფრთხილად, რათა არ დაზიანდეს ნესტრის ბოლოზე მდებარე პატარა პარკი. წინააღმდეგ შემთხვევაში ნაკბენში მეტი შხამი შევა და ტკივილი და სხვა შეგრძნებები გამძაფრდება. კარგი იქნება, თუ ნესტრის ამოღების შემდეგ ნაკბენზე ნივრის ფაფას დაიდებთ, მაგრამ ფრთხილად უნდა იყოთ, რადგან ზოგჯერ ის კანის დამწვრობასაც იწვევს. ამ დროს კარგია ოროვანდის კომპრესი. ოროვანდის ფოთოლი ერთი-ორი წუთით მოათავსეთ მდუღარე წყალში, მერე თხლად გადაუსვით თაფლი და მტკივან ადგილზე მიიდეთ. ნებისმიერი მწერის ნაკბენის დროს კარგია ყინულის დადებაც. ის ხსნის შეშუპებას და აცხრობს ქავილსა და წვას. ქავილს ეფექტურად აცხრობს სოდის ხსნარი - ერთი სავსე ჩაის კოვზი სოდა ერთ ჭიქა წყალზე. ნაკბენზე შეიძლება წაისვათ ძმრის ხსნარიც. განსაკუთრებით კარგია ვაშლის ძმარი. კიდევ ერთი საშუალებაა კბილის პასტა. რაც უფრო მეტ მენთოლს (უფრო სწორად, პიტნის ხსნარს) შეიცავს ის, მით უკეთესად აცხრობს ქავილის შეგრძნებას. ოღონდ არ შეიძლება კბილის პასტის წასმა ჭრილობიან უბანზე, რადგან შესაძლოა, ალერგიულ რეაქციას გაუწიოს პროვოცირება. თითქმის ყველა მწერის ნაკბენით გამოწვეული ზომიერი ალერგიული რეაქცია 15-20 წუთის შემდეგ გაივლის, თუ ნაკბენზე ალოეს ახალგამოწურულ წვენს წაისვამთ. და საერთოდ, ჯობს, ეს მცენარე სახლში გაახაროთ, რადგან ის ათეულობით დაავადებას უხდება. მწერის ნაკბენის ნეიტრალიზება ახალგამოწურული ლიმონის წვენითაც შეიძლება. ლიმონის წვენი ხსნის ქავილის შეგრძნებას და აცხრობს კანის რეაქციას. სასურველია, გამოვიყენოთ არა სუფთა წვენი, არამედ მისი წყალხსნარი (1:1). არაყიც დაგეხმარებათ. ეს კარგად ნაცადი საშუალება ხსნის შეშუპებას, ქავილს და კანის გაღიზიანებას. თუ ჩამოთვლილი საშუალებები არ გშველით ან თუ აშკარაა ძლიერი ალერგიული რეაქცია, ნაკბენი ადგილი ან მთელი კიდური შეშუპდა ან შესივდა (ეს სერიოზული სიმპტომია) ან კბენის შემდეგ ორგანიზმის მკვეთრი რეაქცია გამოიხატა, ჯობს არ გარისკოთ და სასწრაფოდ მიმართოთ ექიმს. სიტუაციის გართულებას მხოლოდ მაშინ აიცილებთ თავიდან, თუ საქმეში სპეციალისტს ჩართავთ.