საშიშია თუ არა გამონაყარი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

საშიშია თუ არა გამონაყარი

როგორი გამონაყარი არსებობს

გამონაყარი სხვადასხვა ფორმის, ზომისა და ფერისაა. მრავალფეროვნების მიუხედავად, მისი ორ დიდ ჯგუფად დაყოფა მაინც შესაძლებელია:

1. გამონაყარი საკუთრივ კანზე, რომელიც მას არ სცდება (ლაქა);

2. გამონაყარი, რომელიც სცდება კანს: პაპულა, ურტიკა ან ბუდგი, ბუშტუკი, ბუშტი, ჩირქგროვა.

ლაქა ფერნაცვალი კანია. პაპულა ზერელე წარმოშობის კანს აცილებული, იშვიათად - კანში მდებარე ელემენტია. ურტიკა ან ბუდგი შეშუპების შედეგად წარმოქმნილი კანის შემოსაზღვრული ელემენტია. ის სწრაფად ჩნდება და დაახლოებით ერთ საათში უკვალოდ ქრება. ბუშტუკი კანის ზედა ფენაში მდებარე გამჭვირვალე (იშვიათად - სისხლნარევი) სითხით სავსე ღრუა, ქინძისთავისოდენა ან ცოტა უფრო დიდი ზომისა. ბუშტუკები იზოლირებულად ან ჯგუფ-ჯგუფადაა განლაგებული. მათი გახეთქვისას სითხე იღვრება და კანზე სველ ზედაპირს წარმოქმნის, გახმობისას კი ქერქით იფარება. ჩირქგროვა ბუშტუკისმაგვარი გამონაყარია, რომლის ღრუში ჩირქია. ის უფრო ღრმად მდებარეობს, ამიტომ უმეტესად კანზე ნაწიბურს ტოვებს.

როდის ჩნდება გამონაყარი ინფექციური სნეულებები

გამონაყარის ყველაზე ხშირი მიზეზი სწორედ ბაქტერიებითა და ვირუსებით გამოწვეული დაავადებებია. დღეს ადვილი დასადგენია, გამონაყარი ინფექციური ბუნებისაა თუ არა. ინფექციურ გამონაყარს, ჩვეულებრივ, თან ახლავს ან წინ უძღვის ისეთი კლინიკური სიმპტომები, როგორებიცაა სხეულის ტემპერატურის მატება, მადის დაკარგვა, სურდო, ფაღარათი.

ალერგიული პათოლოგიები

უკანასკნელ წლებში საკმაოდ იმატა ალერგიული წარმოშობის (კვებითი, წამლისმიერი, რესპირატორული და კონტაქტური ფორმები) გამონაყარმა. ასეთი ბუნების გამონაყარს, ინფექციურისგან განსხვავებით, ორგანიზმის ზოგადი მდგომარეობის მკვეთრი გაუარესება არ ახლავს თან.

სისხლისა და სისხლძარღვთა დაავადებები

ასეთ დროს გამონაყარი ორგანიზმში მიმდინარე ორი ძირითადი ცვლილებითაა განპირობებული:

1. სისხლის უჯრედების - თრომბოციტების რაოდენობის შემცირებითა და მათი ფუნქციის მოშლით (როგორც თანდაყოლილი, ისე შეძენილი შემთხვევები);

2. სისხლძარღვთა კედლის განვლადობის დარღვევით.

ამ გამონაყარს სხვადასხვა ფაქტორი უწევს პროვოცირებას, ყველაზე ხშირად - სხეულის ტემპერატურის მატება და ტრავმა. საბედნიეროდ, კანზე გაჩენილი გამონაყარი, უმეტესად კეთილთვისებიანია, თუმცა არსებობს მეტად საშიში ფორმებიც, ამიტომ ნემისმიერ გამონაყარს სჭირდება ყურადღება, კანს კი - სათანადო მოვლა.