ვიტამინები ფრჩხილებისთვის - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ვიტამინები ფრჩხილებისთვის

შრევდება და ტყდება? ასეთ დროს მხსნელად მოგვევლინება სპეციალური სამკურნალო კომპლექსი, რომელიც ვიტამინების მიღებას, ნიღბებსა და აბაზანებს მოიცავს.

ფრჩხილების სიჯანსაღისა და სიმაგრისთვის ვიტამინები აუცილებელია. ხშირად რაციონი ღარიბია ამ ნივთიერებებით, მაგრამ ამას მაშინღა ვამჩნევთ, როდესაც სერიოზული ღონისძიებების გატარება ხდება საჭირო. საბედნიეროდ, ფრჩხილები ადვილად აღდგება. საკმარისია, ორგანიზმს სათანადო ოდენობით მივაწოდოთ ვიტამინები - ერთი თვის შემდეგ უწინდებურად ლამაზი ხელები გვექნება. მაგრამ თავდაპირველად უნდა გავარკვიოთ, რომელი ვიტამინები და მინერალები კვებავს ფრჩხილის ფირფიტას და რომლის დეფიციტი აავადებს ფრჩხილებს.

A ვიტამინი ასტიმულირებს ფრჩხილების ზრდას, უნარჩუნებს მას ჯანსაღ სტრუქტურას და რელიეფს. ამ ვიტამინს შეიცავს ბულგარული წიწაკა, სტაფილო, გოგრა. მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ A ვიტამინი არ შეიწოვება ცხიმებისა და ცხოველური ცილების გარეშე. მისი მიღების პარალელურად რაციონში უნდა შევიტანოთ ცხიმიანი პროდუქტები, მაგალითად, ნაღების კარაქი, მცენარეული ზეთი, ხორცი, ღვიძლი.

E ვიტამინი იდეალურად ეთანაწყობა A ვიტამინს, რადგან მასავით ცხიმში ხსნადია. ის აუცილებელია ფრჩხილის ფირფიტის ელასტიკურობისა და აქტიური ზრდისთვის. E ვიტამინით მდიდარია ნიგოზი, კვერცხი, პარკოსნები, მარცვლოვნები და მცენრეული ზეთი.

B ჯგუფის ვიტამინების უკმარისობა ფრჩხილზე ღარების, თეთრი ლაქებისა და ნახეთქების გაჩენას იწვევს. მნიშვნელოვანია ამ ჯგუფის ყველა ვიტამინი: B1, B2, B3, B5, - რადგან მათში სხვადასხვა კონცენტრაციითაა სასარგებლო ნივთიერებები. B ჯგუფის ვიტამინები არეგულირებს ორგანიზმში სითხის ბალანსს და აქტიურად აკავშირებს კერატინის ქერცლს, რომლისგანაც შედგება ფრჩხილი, ანოტივებს მას და ამაგრებს. ყველაზე მეტ B ვიტამინს შეიცავს ღერღილი მარცვლეულის პური, ნიგოზი, მწიფე პომიდორი, საფუარი და ბარდა.

C ვიტამინი არა მარტო ზოგად, არამედ ადგილობრივ იმუნიტეტსაც ამაღლებს. ფრჩხილებს ის სიმაგრესა და ელასტიკურობას მატებს და სოკოსგან იცავს. ამ ვიტამინის უკმარისობის დროს ფრჩხილის ფირფიტა თხელდება და ტყდება. C ვიტამინი აუმჯობესებს A და E ვიტამინების შეწოვას. მას დიდი ოდენობით შეიცავს ასკილი და ქაცვი. შედარებით ნაკლებია ციტრუსებში.

D ვიტამინიც აუცილებელია ფრჩხილებისთვის, რადგან სწორედ მისი დახმარებით შეიწოვება კალციუმი, რომელიც ფრჩხილების სიმაგრეზეა პასუხისმგებელი. D ვიტამინის აუცილებელი ულუფის მისაღებად საკმარისია დღეში ნახევარი საათით მზეზე სეირნობა - ორგანიზმი თავად ასინთეზებს ამ ვიტამინს. მარაგი შეიძლება შევივსოთ ზღვის თევზით, კვერცხით, ყველით.

H ვიტამინი (ბიოტინი) უზრუნველყოფს ფრჩხილის საშენი მასალის, კერატინის, მაღალ ხარისხს. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ფრჩხილების მდგომარეობის გაუარესება ბიოტინის მცირე უკმარისობასაც კი შესძლებია. H ვიტამინის ძირითადი წყაროა ქათმის კვერცხის გული, სოკო, ნიგოზი, სუბპროდუქტები.

ყველა ამ ვიტამინის მიღება საკვებიდანაც შეიძლება, მაგრამ თუ ვერ ხერხდება რაციონში ვიტამინებით მდიდარი პროდუქტების ჩართვა, თქვენს განკარგულებაშია მზა ვიტამინებისა და მინერალების კომპლექსი. არსებობს საგანგებო კომპლექსები ფრჩხილებისათვის. მათ შემადგენლობაში, ვიტამინებთან ერთად, შედის ფრჩხილისთვის სასარგებლო ისეთი მინერალებიც, როგორებიცაა სელენი, ფოსფორი, რკინა, ნიკოტინის მჟავა და ფთორი.

აბაზანები და ნიღბები ფრჩხილებისთვის

ფრჩხილების გამაგრებას ხელს უწყობს სამკურნალო აბაზანები, რომლებიც ფრჩხილის ფირფიტას სასარგებლო ნივთიერებებით კვებავს. ასევე ეფექტურია ხელებისა და ფრჩხილებისთვის განკუთვნილი ნიღბებიც. მათი გაკეთება შეიძლება სახლის პირობებშიც.

ლიმონის აბაზანა

1 სუფრის კოვზ ზღვის მარილს დაუმატეთ 5 წვეთი ზეთოვანი A ვიტამინი, 1 ლიმონის წვენი და 10 წვეთი ფორთოხლის ეთერზეთი. ეს ყველაფერი გახსენით 500 მლ თბილ წყალში და 20 წუთით ჩაყავით ხელები. შემდეგ გადაივლეთ სუფთა წყალი, შეიმშრალეთ და წაისვით ცხიმიანი კრემი. პროცდურა გაიმეორეთ კვირაში 2-3-ჯერ 1 თვის განმავლობაში.

იოდის აბაზანა

500 მლ თბილ წყალში გახსენით 1 სუფრის კოვზი ზღვის მარილი, 5-7 წვეთი იოდი და 5 წვეთი გეორგინის ეთერზეთი. ჩაყავით ხელები 20 წუთით, გადაივლეთ სუფთა წყალი და წაისვით დამატენიანებელი კრემი. იოდის აბაზანა შეიძლება კვირაში 1-ხელ გაიკეთოთ.

გვირილის აბაზანა

3 სუფრის კოვზი გვირილის ყვავილი 10 წუთის განმავლობაში ადუღეთ 500 მლ წყალში. გააცივეთ, გადაწურეთ, ნახარშში ჩაამატეთ 1 ჩაის კოვზი აბუსალათინის ზეთი. აბაზანაში ხელები ნახევარი საათით გააჩერეთ და შეიმშრალეთ. პროცედურა გაიმეორეთ კვირაში 2-3ჯერ.

ზეითუნის ნიღაბი

ერთმანეთში აურიეთ 3 სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი, ნახევარი ლიმონის წვენი და 1 ჩაის კოვზი თაფლი. ძილის წინ წაისვით ნარევი ხელებზე, ჩაიცვით ბამბის ხელთათმანები და დილამდე დაიტოვეთ.

ალოეს ნიღაბი

1 კვერცხის გულს შეათქვიფეთ 1 სუფრის კოვზი თაფლი. დაუმატეთ 1 ჩაის კოვზი ალოეს წვენი, 1,5 ჩაის კოვზი აბუსალათინის ზეთი და 5 წვეთი ზეთოვანი E ვიტამინი. შეიზილეთ ნიღაბი ფრჩხილებში და ჩაიცვით ბამბის ხელთათმანები.

სტაფილოს ნიღაბი

ნახევარი სტაფილო გახეხეთ, დაუმატეთ 1 სუფრის კოვზი არაჟანი და 1 ჩაის კოვზი ყურძნის წიპწების ზეთი. კარგად შეიზილეთ კანსა და ფრჩხილებში, ჩაიცვით ბამბის ხელთათმანები და რამდენიმე საათით დაიტოვეთ. ამ მარტივი, მაგრამ ნაცადი მეთოდებით ფრჩხილებს იოლად დაუბრუნებთ სილამაზეს და სიჯანსაღეს.