როგორ შევუნარჩუნოთ სახეს, თმასა და ფრჩხილებს საუკეთესო ფორმა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

როგორ შევუნარჩუნოთ სახეს, თმასა და ფრჩხილებს საუკეთესო ფორმა

ახალგაზრდობის, სილამაზისა და სიჯანსაღის შესანარჩუნებლად უმნიშვნელოვანესი ფაქტორია კვება. კანი საკვებს, უპირველესად, ორგანიზმიდან იღებს. კოსმეტიკურ პროცედურებს მხოლოდ დამხმარე როლი აკისრია.

ერიდეთ ფუნთუშებს, ბუტერბროდებს, შოკოლადს, გაზიან სასმელებს და ფასტფუდს. წინააღმდეგ შემთხვევაში მოგიწევთ, გამოეთხოვოთ კანის ჯანსაღ ფერს. მიირთვით რძის ნაწარმი, ხილი და ბოსტნეული, სვით ნატურალური წვენები, წყალი, მწვანე ჩაი.

კანის დაბერებას ანელებს ანტიოქსიდანტები, А და Е ვიტამინები, ცხიმიანი თევზი, კვერცხი, ღვიძლი, ავოკადო, თხილი, ნიგოზი, მზესუმზირა.

გოგირდი, რომელიც ხახვისა და ნივრის შემადგენლობაში შედის, კანს სიგლუვეს უნარჩუნებს, თუთია, რომელსაც გოგრის თესლი და ღვიძლი შეიცავს - სინაზესა და სირბილეს. რკინა ტონუსის შესანარჩუნებლადაა კარგი. მას მრავალ პროდუქტში იპოვით, მაგრამ ყველაზე მეტია მოლუსკებში, ხბოს, ბატკნის, ქათმის ღვიძლში, კაკაოში, ოხრახუშში, ვაშლში. ჩამოთვლილი საკვები В ჯგუფის ვიტამინებითაც მდიდარია.

ერიდეთ მზის სხივებს. ღრუბლიან ამინდშიც კი არ დაგავიწყდეთ მზისგან დამცავი კრემის წასმა. დღის კრემის შეძენისას შეამოწმეთ, შეიცავს თუ არა ის მზისგან დამცავ ფილტრს.

კანის მოვლის მნიშვნელოვანი ეტაპია გაწმენდა - სუფთა კანი უკეთ ითვისებს კოსმეტიკური საშუალებების შემადგენლობაში შემავალ სასარგებლო ნივთიერებებს.

მაკიაჟი მოიშორეთ კოსმეტიკური ნაღებით ან რძით, მერე კი პირი დაიბანეთ რბილი საშუალებებით - გელით, ქაფით, მუსით. საპონს ნუ გამოიყენებთ, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ეს სპეციალისტის მიერაა რეკომენდებული. კანის გასუფთავება დღეში 2-ჯერაა საჭირო. დაბოლოს, ნუ შეახებთ სახეს ჭუჭყიან ხელებს.

დროდადრო, წელიწადში ორჯერ მაინც, მიმართეთ კოსმეტოლოგიურ კაბინეტს და ჩაიტარეთ კანის ღრმა პილინგი. ზედაპირულის გაკეთება შინაც შეიძლება.

კანისთვის აუცილებელია დანოტივებაც. ადამიანის ორგანიზმის 2/3 წყალია. როდესაც უჯრედები წყლის მარაგს კარგავს, კანის სიმკვრივე და ელასტიკურობა მცირდება, ის ეშვება და ნაოჭდება. მიიღეთ დღეში 1,5-2 ლიტრი წყალი. ყავას, გაზიან, ტკბილ სასმელებს ერიდეთ, მათ ნაცვლად მცენარეული ჩაი, ახალგამოწურული წვენები და ნატურალური კომპოტი სვით.

ნუ უგულებელყოფთ სახის მასაჟს. ის ასტიმულირებს სისხლის მიმოქცევას და ნივთიერებათა ცვლას, სუნთქვაში ეხმარება უჯრედებს. რეგულარული და სწორი მასაჟით შეიძლება ნაკლებშესამჩნევი გავხადოთ ნაოჭები, დავუბრუნოთ ტონუსი მოშვებულ, ჩამოკიდებულ კანს.

ყოველდღიური მაკიაჟი ფრთხილად, ნაზად წაისვით და მოიშორეთ. მოძრაობა და სუფთა ჰაერი კანს უფრო მეტად უნარჩუნებს ახალგაზრდობას, ვიდრე ძვირად ღირებული კრემები. ეცადეთ, დღეში 20-30 წუთი მაინც გამონახოთ, ივარჯიშოთ, ისეირნოთ.

აუცილებელია ჯანსაღი ძილიც. ძილის დროს კანი განახლდება. ფიზიოლოგიური თავისებურებების გამო ქალებს მამაკაცებზე მეტი ძილი სჭირდებათ - დღე-ღამეში არანაკლებ 8-9 საათისა. ეცადეთ, იძინოთ ზურგზე - ასე კანი ზეწოლას არ განიცდის და ნაკლებად ნაოჭდება.

ყოველ დილა-საღამოს სახე და ყელი გაიწმინდეთ ყინულის ნატეხით. ყინული მოამზადეთ სუფთა წყლისგან ან მცენარეული ნაყენისგან.

როგორც ხედავთ, კანისთვის ახალგაზრდობის შენარჩუნება არც ისე ძნელია. მთავარია, ეს პროცედურები რეგულარულად ჩაიტაროთ. მათი წყალობით პლასტიკური ქირურგიის დახმარება არ დაგჭირდებათ.

თმა

თმა ქალის მთავარი სამკაულია. თუ მას სათანადოდ მოუვლით, იოლად შეუშლით ხელს მისი სტრუქტურისა და ფერის ასაკობრივ ცვლილებებს.

თუ თმის შეღებვას აპირებთ, წინასწარ განსაზღვრეთ თმის ტიპი და დეკორატიული კოსმეტიკის მთელი პალიტრა, რათა მაკიაჟი თმის ფერს შეესაბამებოდეს.

ურიგო არ იქნება, აფთიაქში შეიძინოთ ჩ ვიტამინი და დაამატოთ კონდიციონერს, რომელსაც დაბანის შემდეგ ისვამთ. ამ მარტივი ხერხით თმას დიდხანს შეუნარჩუნებთ ფერსა და ბზინვარებას.

ბუნება არსოდეს ცდება, ამიტომ თმისთვის ახალი ფერების ძიებისას ნუ შეცვლით ნატურალურ ფერს ორ ტონზე მეტად. მკვეთრი და გაუაზრებელი ცვლილებები იშვიათადაა წარმატებული.

მოცულობითი ვარცხნილობა ქალს სოლიდურობას მატებს, ხოლო ლაქისა და მუსისგან თავისუფალი, ბუნებრივის მსგავსი ვარცხნილობა ერთი-ორი წლით ამცირებს რეალურ ასაკს.

ასაკთან ერთად თმა ხშირად უხეშდება და ხუნდება. სათანადო კვება, ნიღბები, კონდიციონერი მას დაკარგულ ბზინვარებას და სირბილეს დაუბრუნებს.

ხელები და ფრჩხილები

ხელების სწორი მოვლა დაბანით იწყება. ხელებს დღეში ათჯერ მაინც ვიბანთ. საპონი და სარეცხი საშუალებები აშრობს და აბერებს კანს, ამიტომ ხელების დასაბანად შეიძინეთ ვიტამინებითა და დამატენიანებელი დანამატებით გამდიდრებული საშუალებები. არ დაგავიწყდეთ დაბანის შემდეგ კრემის წასმა.

ხელების კანზე 10-ჯერ ნაკლები ცხიმოვანი ჯირკვალია, ვიდრე სახეზე, ამიტომ ის ადვილად შრება და ჭკნება. ამ პრობლემის მოგვარება შეუძლია ხარისხიან კრემს. მის შემდგენლობაში უნდა შედიოდეს ანტიოქსიდანტები, რეტინოლი, მცენარეული ექსტრაქტი, კოსმეტიკური ზეთი.

კანის დანოტივება და გამკვრივება შეუძლია ჰიალურონის მჟავას, ალანტოინს, პანტენოლს, გლიცერინს. ხელებს ძალიან უხდება პილინგისა და ნიღბის კომპლექსური პროცედურა. მისი რეგულარული ჩატარებისას ეფექტი შთამბეჭდავია. პილინგისთვის შეარჩიეთ ხილის მჟავასი და წვრილი აბრაზიული ნაწილაკების შემცველი სქრაბი. ექსპერტების აზრით, ის იდეალურად ასუფთავებს, არბილებს და ამკვრივებს კანს. პილინგის შემდეგ კანი უნდა გამოვკვებოთ და დავატენიანოთ. ამისთვის საუკეთესოა ვიტამინოვანი ნიღაბი. ძალიან კარგია კოლაგენის, პროტეინისა და მინერალების შემცველი საშუალებებიც.

პიგმენტური ლაქები ხელებზე არცთუ სასიამოვნო სანახავია, მაგრამ მათ გაჩენას ძნელად თუ დავაღწევთ თავს - კანი ხომ განუწყვეტლივ განიცდის ულტრაიისფერი სხივების ზემოქმედებას. მათ გაქრობასა და კანის დამცავი რესურსების აღდგენაში დაგვეხმარება ჩ ვიტამინის, ციტრუსის ეთერზეთებისა და მცენარეული ექსტრაქტების შემცველი კრემები და შრატები. თუ პიგმენტური ლაქა ბევრია, კანს პილინგი მიაშველეთ, ხოლო მათი გაჩენის თავიდან ასაცილებლად შPF-ფაქტორის შემცველი კრემები გამოიყენეთ.

კანის გასახალისებლად, ნახეთქების მოსაშუშებლად გაიკეთეთ გვირილის ნაყენის აბაზანა, ანთებას და გაღიზიანებას კი მუხის ქერქის ნაყენი დაგიცხრობთ. გულყვითელას ნაყენი ზოგადგამაჯანსაღებელ ზემოქმედებას ახდენს, მაღლა სწევს ტონუსს და ახანგრძლივებს ახალგაზრდობას.

ასაკთან ერთად ორგანიზმი უფრო და უფრო მწვავედ გრძნობს ვიტამინების ნაკლებობას, რაც ყველაზე მეტად ფრჩხილებზე აისახება. ერიდეთ ლაქებს, რომლებიც ფორმალდეჰიდსა და ტოლუოლს შეიცავს - ეს ნაერთები ძალიან მავნეა.

30 წლიდან ხელის კანს პროფესიული მოვლა სჭირება. მეზოთერაპია ტონუსს მატებს კანს და ხელს უწყობს უჯრედების რეგენერაციას. პარაფინოთერაპია აუმჯობესებს ლიმფისა და სისხლის მიმოქცევას, ანოტივებს კანს, ხსნის სახსრების ტკივილს, კუნთებისა და მყესების დაძაბულობას. შედეგად კანს ახალგაზრდული ფერი და სიმკვრივე უბრუნდება.