ლამაზი და ჯანსაღი კანი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ლამაზი და ჯანსაღი კანი

ცხიმიანი კანი

ცხიმიანი კანი პრიალაა, ხშირად - ფერმკრთალი და უხეში. ამ ტიპის კანზე იოლი შესამჩნევია ფორები (ცხიმოვანი ჯირკვლის სადინართა სანათურები).

კანი ხშირადაა ცხიმიანი სქესობრივი მომწიფების პერიოდში. ამ დროს ის მუწუკებითა და ფერიმჭამელებით იფარება. კანზე ცხიმი გაძლიერებულად წარმოიქმნება ნერვული და საჭმლის მომნელებელი სისტემების მუშაობის ქრონიკული დარღვევის (გასაკუთრებით - შეკრულობის) დროსაც. კვების თავისებურებასაც აქვს მნიშვნელობა - ცხარე, ცხიმითა და ნახშირწყლებით მდიდარი კერძები, სპირტიანი სასმელები ცხიმოვანი ჯირკვლების მუშაობას ასტიმულირებს. სხეულის მასის მატებამაც შეიძლება ცხიმის გამოყოფის გაძლიერება გამოიწვიოს. კანის ცხიმიანობის მატება ზოგჯერ ცხიმიანი კრემების, ზეთებისა და ემულსიების ჭარბ გამოყენებასაც მოჰყვება.

ზემოთ ჩამოთვლილი მიზეზების გამო იმატებს ცხიმის წარმოქმნა, სახის კანი პრიალებს, უხეშდება და ადვილად იქერცლება. ცხიმოვანი ჯირკვლების სადინარები ფართოვდება და შესამჩნევი ხდება, განსაკუთრებით - ცხვირის, შუბლისა და ნიკაპის მიდამოში, რადგან ამ ადგილებზე ცხიმის გამომუშავება ყველაზე მეტად ძლიერდება.

ცხიმიან კანს მშრალზე გაცილებით სწრაფად ედება მტვერი და ჭუჭყი. ასეთი კანისთვის აუცილებელია წყალი. მართალია, საპონი, წყალი და ლოსიონი კანს ასუფთავებს, მაგრამ ცხიმოვანი ჯირკვლების სტიმულაციასაც იწვევს და იქმნება მანკიერი წრე.

ცხიმიან კანს სპეციალური მოვლა, ადეკვატური მკურნალობა (ცხიმიანობის მიზეზის გათვალისწინებით) და განსაზღვრული რეჟიმი სჭირდება.

ცხიმიანია თუ არა კანი, ადვილი დასადგენია, მაგრამ ცხიმოვანი ჯირკვლების გაღიზიანების მიზეზის მიგნება არ არის იოლი საქმე.

ცხიმიანი კანისთვის განკუთვნილი კრემები და ლოსიონები შეიცავს ნივთიერებებს, რომლებიც არეგულირებს ცხიმოვანი ჯირკვლების მუშაობას. სასარგებლოა მუხის ქერქის, სალბის, გვირილის, ყვითელგულას ნაყენები, ხილის მჟავა, ეთერზეთები. თუთიის ჟანგი შთანთქავს ზედმეტ ცხიმს, სილიციუმის მჟავა კანს სიმქრქალეს სძენს, სპირტიანი ტონიკები აშრობს მუწუკებს და მათზე ბაქტერიოციდულ ზემოქმედებას ახდენს, მაგრამ სპირტის შემცველობა მაღალი არ უნდა იყოს, რათა ცხიმოვანი ჯირკვლების მუშაობას არ გაუწიოს პროვოცირება.

მშრალი კანი

მშრალი კანი გამომშრალივით გამოიყურება, ზოგჯერ აქერცლილია და ხშირად დაჭიმულობის შეგრძნებას ბადებს. დამცავი ცხიმის უკმარისობის გამო ის ძლიერად რეაგირებს ტემპერატურის ცვალებადობაზე. ადამიანებს, რომლებსაც ხშირად უსკდებათ კაპილარები, უმეტესად მშრალი კანი აქვთ, რადგან ასეთ კანზე კაპილარები ზედაპირთან ახლოსაა განლაგებული, რაც სინოტივის სწრაფ კარგვას უწყობს ხელს. მშრალ კანს ცხიმიანზე იშვიათად უჩნდება ფერიმჭამელები, მაგრამ უფრო ადვილად სკდება და უხეშდება, გასაკუთრებით - ჰაერზე. მშრალი კანი ხშირად ნაოჭებითაა დაფარული. ხშირი და არასწორი გაპუდვრა ანუ კრემწასმულ კანზე პუდრის წასმა სიმშრალეს აძლიერებს, რადგან კანს ცხიმის ნაწილს აშორებს.

ცხიმოვანი ჯირკვლების ფუნქციობის დაქვეითება შესაძლოა გამოიწვიოს რომელიმე (მაგალითად, ენდოკრინული სისტემის) დაავადებამ ან კოსმეტიკური საშუალებების (მაგალითად, სპირტიანი ლოსიონების) არასწორმა გამოყენებამ, მაგრამ კანის სიმშრალის მიზეზი ყველაზე ხშირად არასწორი მოვლაა, რომელიც კანს დიდი რაოდენობის ცხიმს აშორებს. ერთ-ერთი შეცდომაა პირის ხშირი ბანა ხისტი ცივი წყლით და საპნით. არანაკლებ მავნებელია მაკიაჟის მოსაშორებლად თვალების ყოველდღიური ბანა წყლითა და საპნის ქაფით. მშრალ კანს საგულდაგულო და რეგულარული მოვლა სჭირდება.

შერეული ანუ კომბინირებული კანი

ყველაზე ხშირად გვხვდება შერეული ტიპის კანი: ცხიმიანია სახის ცენტრალური ნაწილი (შუბლი, ცხვირი, ნიკაპი), მშრალია ლოყები, თვალების ირგვლივ არსებული მიდამო და ყელი. ამასთან, ცხვირი შესაძლოა შუბლსა და ნიკაპზე მეტად პრიალებდეს, რადგან იქაა განლაგებული ცხიმოვანი ჯირკვლების დიდი ნაწილი.

შერეული კანი ხშირია 25-30 წლის ასაკში, მოგვიანებით კი კანის ყველა უბანი (გარდა ცხვირისა) შრება. შერეული კანის მოსავლელად შეგიძლიათ გამოიყენოთ ნორმალური ტიპის კანისთვის განკუთვნილი საშუალებები. გამონაკლისია თ-ზონა (შუბლი, ცხვირი, ნიკაპი), რომელიც დამატებით ყურადღებას მოითხოვს. თუ ცხვირი, შუბლი და ნიკაპი სწრაფად ცხიმიანდება, ეს უბნები ცხიმიანი კანისთვის განკუთვნილი საშუალებებით უნდა გაიწმინდოთ. სპირტის შემცველი კოსმეტიკის გამოყენება არ შეიძლება, რადგან სპირტი ცხიმოვანი ჯირკვლების მუშაობას ააქტიურებს. საღამოობით თ-ზონაზე წაისვით ცხიმიანი კანისთვის განკუთვნილი კრემი, ხოლო ღაწვებსა და ლოყებზე - მშრალი კანისთვის განკუთვნილი, ან ერთ საღამოს თ-ზონაზე წაისვით ცხიმიანი კანისთვის განკუთვნილი კრემი, მეორე საღამოს კი კანის მშრალ უბნებზე - შესაბამისი ტიპისა.

შერეულ კანს მადიფერენცირებელი საშუალებებითა და მეთოდებით უნდა მოვუაროთ, რადგან, მაგალითად, ცხიმიანი კანისთვის ბანა სასარგებლოა, ხოლო მშრალისთვის - არა. შერეული ტიპის კანის მოვლა სიფაქიზეს მოითხოვს, რადგან კანის გაუცხიმოება არ არის ძნელი, მისთვის ნორმალური მდგომარეობის დაბრუნება კი ურთულესია.

როგორი წყლით დავიბანოთ პირი

კანის გასასუფთავებელი ყველაზე მარტივი საშუალება წყალია, მაგრამ წყლის ეფექტურობა დამოკიდებულია არა მარტო მის ტემპერატურასა და ქიმიურ შემადგენლობაზე, არამედ თავად კანის მდგომარეობაზეც. პრაქტიკა მოწმობს, რომ წყალი კანისთვის სულ მთლად უვნებელი არ არის. ე.წ. ხისტი წყალი ვნებს არა მხოლოდ სახეს, არამედ ხელებსაც. ხანგრძლივი გამოყენების შემთხვევაში ის განსაკუთრებით აშრობს მგრძნობიარე, მშრალ და თხელ კანს და მასზე ხორკლს, ქერცლს და ანთებად უბნებს აჩენს. მავნე მოქმედების აღსაკვეთად ხისტი წყალი უნდა დარბილდეს. ეს, უპირველესად, შესაძლებელია ადუღებით, ასევე - 1 ლ წყალში 1/4 ჩაის კოვზი საჭმელი სოდის, 1/2 ჩაის კოვზი ბორის მჟავას ან 1 სუფრის კოვზი ცხიმიანი კანისთვის განკუთვნილი გლიცერინის დამატებით. პირის დასაბანად საუკეთესოა წვიმისა და თოვლის წყალი (ე.წ. რბილი წყალი), რადგან მასში არ არის გამაღიზიანებელი ნივთიერებები და მისი გამოყენების შემდეგ კანი ხავერდოვანი ხდება. წყლის მიმართ კანის მგრძნობელობის მომატების შემთხვევაში პირი უნდა დაიბანოთ 23-24 0ჩ ტემპერატურის 1:1 თანაფარდობით გაზავებული ანადუღარი წყლითა და რძით.

დიდი მნიშვნელობა აქვს წყლის ტემპერატურას. ცივი წყლით მუდმივი ბანა, განსაკუთრებით - ცივ ამინდში, აუარესებს კანის კვებას, დროებით ავიწროებს სისხლძარღვებს და ამცირებს კანის სისხლით მომარაგებას. ცხელი წყლის ხანგრძლივი გამოყენებისას კანის ზედაპირული სისხლძარღვები ფართოვდება, მათი კედლები სუსტდება, რაც კანის ელასტიკურობის დაქვეითებას იწვევს.

პირი უნდა დაიბანოთ არა ცივი ან ცხელი, არამედ ოთახის ტემპერატურის (18-20 0ჩ) წყლით. ხანდახან სასარგებლოა თბილი და გრილი წყლით მონაცვლეობით ბანა და კონტრასტული გაღიზიანებაც. ტემპერატურის სწრაფი ცვალებადობა დადებითად მოქმედებს კანის სისხლის მიმოქცევასა და ნერვულ დაბოლოებებზე და სისხლძარღვებისთვის ერთგვარ ვარჯიშსაც კი წარმოადგენს. ყოველივე ეს კანის კარგ კვებას უზრუნველყოფს. კონტრასტული ბანა მით უფრო ხშირი უნდა იყოს, რაც უფრო მკვრივია კანი და რაც უფრო ღრმადაა განლაგებული მასში სისხლძარღვები. ამასთან, პროცედურა აუცილებლად გრილი ან ცივი წყლით უნდა დასრულდეს.

სახის კანზე ცივი წყლის გავლენა

ცნობილი მეცნიერი, დერმატოლოგი მ.ა. როზენტალი, წერდა, რომ კანზე ცივი წყლის ზემოქმედებისას ზედაპირული სისხლძარღვებიდან სისხლი გაედინება და სისხლძარღვები ვიწროვდება, რაც კანს სისხლისგან ცლის. ფერხდება ცხიმოვანი და საოფლე ჯირკვლების მუშაობა, მცირდება ცხიმისა და ოფლის გამოყოფა, ამის შედეგად კანი ელასტიკურობას კარგავს, შრება და იღარება. ყოველივე ეს პრაქტიკული დაკვირვებითაც დასტურდება. თუ პირს დილა-საღამოს დავიბანთ ცივი წყლით, კანი ჯერ გაფერმკრთალდება, მერე გამოშრება, მოეშვება და ნაოჭებით დაიფარება. სამწუხაროდ, ქალები ამას გვიან ამჩნევენ.

სახის კანის ამგვარად გაკაჟება არ არის სწორი - სახე ხომ ისედაც გამუდმებით განიცდის გარე სამყაროს ზემოქმედებას. ცივი წყალი აკაჟებს ტანს და მთელ ორგანიზმს, მაგრამ სახესთან მისი მუდმივი კონტაქტი მავნებელია და ნაადრევ დაბერებას იწვევს. მშრალ კანზე ცხიმის გამოყოფა ისედაც შემცირებულია, ცივი წყალი კი მას უფრო მეტად ამცირებს, უფრო მეტად აშრობს კანს და მის აქერცვლას უწყობს ხელს.

წელიწადის თბილ პერიოდში ან თბილ კლიმატურ ზონაში დილაობით პირის ცივი წყლით ბანა ნებისმიერი ტიპის კანისთვის სასარგებლოა - ახალისებს და ელასტიკურობას მატებს, რადგან დაბანის შედეგ თბილი ჰაერის გავლენით კანის ზედაპირზე სწრაფად იმატებს სისხლის მოდინება. ღამით, ძილის წინ, ცივი წყლით პირის ბანა არ არის რეკომენდებული - შესაძლოა ძილის დარღვევა გამოიწვიოს.