ლამაზი და ჯანსაღი კანი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ლამაზი და ჯანსაღი კანი

ცხელი წყლის გავლენა სახის კანზე

წყალი კანის გაუცხიმოებას და გამოშრობას იწვევს. ეს პროცესი გაძლიერდება, თუ ცხელი წყლით დავიბანთ. აქედან გამომდინარე, შეიძლება ვიფიქროთ, რომ ცხიმიანი კანის შემთხვევაში პირის ცხელი წყლით დაბანა გვარგებს, რადგან ასე სახიდან ადვილად მოვიშორებთ ცხიმოვან ნადებს და მასზე მოხვედრილ მტვერს. მაგრამ ყოველდღე ცხელი წყლით ბანა გამოიწვევს სისხლძარღვების გაფართოებას, კანში სისხლის შეგუბებას, რამაც, თავის მხრივ, შესაძლოა ცხვირსა და ყელზე კანის შეწითლება განაპირობოს. გარდა ამისა, ცხელი წყალი იწვევს კანის კუნთების მოდუნებას, რასაც მოგვიანებით კანის მოშვება და დანაოჭება მოჰყვება. ამიტომ არ უნდა დავივიწყოთ, რომ ცხელი წყალი ჭუჭყს კი კარგად აშორებს, მაგრამ ფორებს აფართოებს და კანის სიმტკიცეს აქვეითებს. რა ტიპის კანიც არ უნდა გვქონდეს, ცხელი წყლით პირის დაბანა საკმარისია კვირაში ერთხელ, საღამოს, მერე კი აუცილებელია სახეზე ცივი წყლის შესხმა. პირი ცხელი წყლით არ უნდა დაიბანონ მათ, ვისაც სახეზე კაპილარები ემჩნევა.

თუ კანი მეტისმეტად ცხიმიანი, უხეში და ფართოფორებიანია, კონტრასტული დაბანის პროცედურა შეიძლება გავახანგრძლივოთ ცივი წყლის ხარჯზე (ანუ ცხელი წყლით პირის დაბანის შემდეგ უფრო მეტხანს ვისხათ სახეზე ცივი წყალი), მაგრამ ეს უნდა გავაკეთოთ ნელ-ნელა, ისე, რომ კანისთვის სასიამოვნო იყოს. ეს პროცედურა შეიძლება ჩავიტაროთ არა მხოლოდ კანის გასასუფთავებლად, არამედ სამკურნალოდაც. უკანასკნელ შემთხვევაში კონტრასტული პროცედურები უნდა ჩატარდეს 10-15 დღის განმავლობაში, სასურველია, დილის საათებში ან დაძინებამდე 1,5-2 საათით ადრე.

თბილი (ასევე კონტრასტული) წყლით ბანა ამშვიდებს ნერვულ სისტემას და ადუნებს კანის დაჭიმულ (დაძაბულ) კუნთებს. მაგრამ კანის ნორმალური მუშაობისთვის აუცილებელია, მონაცვლეობით დავიბანოთ ხან ცივი წყლით, ხან ცხელი წყლით და ხანაც კონტრასტულად. ყველაზე გონივრული იქნება, თუ პირს დავიბანთ ოთახის ტემპერატურის რბილი (წვიმის, თოვლის), ანადუღარი ან სოდით, გლიცერინით, ბორის მჟავათი დარბილებული წყლით.

სახის კანის მოვლის ზოგადი წესები

მოვლის მარტივი და ყველასათვის ხელმისაწვდომი წესები დაგვეხმარება, დიდხანს შევინარჩუნოთ სახის კანი კარგ მდგომარეობაში. არ უნდა ველოდოთ, როდის დაკარგავს ის ასაკის გამო ბუნებრივ ელასტიკურობას, გამოშრება, მოეშვება, ფორები და ნაოჭები გაუჩნდება. უმჯობესია, ხელი შევუშალოთ დეფექტების გაჩენას, ვიდრე განვითარების შემდეგ ვებრძოლოთ მათ ან შევეგუოთ კანის დაბერებას.

ბევრი ხანში შესული და, სხვათა შორის, შუახნის ქალიც მიიჩნევს, რომ მათთვის უკვე გვიანია კოსმეტიკური პროცედურების ჩატარება. ეს შეცდომაა, სახის კანის გონივრული და მიზანმიმართული მოვლა ნებისმიერ ასაკში გამოიღებს დადებით შედეგს.

სახის კანი განუწყვეტლივ განიცდის გარე სამყაროს ზემოქმედებას, ამიტომ კანის მოვლის ხერხები კანის მდგომარეობის, ასაკისა და წელიწადის დროის გათვალისწინებით უნდა ვცვალოთ.

კოსმეტიკური დეფექტები უმეტესად მშრალ ან ცხიმიან კანს უჩნდება. ეს ცვლილებები ყველას სხვადასხვანაირად უვლინდება, ამიტომ არ არსებობს სახის კანის მოვლის უნივერსალური, ყველა ადამიანისთვის გამოსადეგი წესი. აუცილებელია კანის ინდივიდუალური და სისტემატური მოვლა და მუდმივი თვალყურის დევნება. ვსაუბრობთ უმარტივეს ზოგად წესებზე, რომლებზეც, სამწუხაროდ, იშვიათად თუ ვინმე დაფიქრდება.

კანის შტრიხები

კოსმეტიკური პროცედურის დაწყებისას უნდა გვახსოვდეს, რომ ის სარგებლობას მხოლოდ მაშინ მოგვიტანს, თუ კანის ანატომიური აგებულების გათვალისწინებით ჩატარდება.

კანის შტრიხებს უწოდებენ ხაზებს, რომელთა გასწვრივაც კანი ყველაზე ნაკლებად იწელება. სახის კანისთვის განკუთვნილი ყველა პროცედურა (სახისა და ყელის გაწმენდა, კრემისა და პუდრის წასმა, ნიღბის დადება და მოცილება) მხოლოდ და მხოლოდ ამ ხაზების მიმართულებით ტარდება.

კანის შტრიხები შემდეგნაირადაა მიმართული: ქვედა ყბებზე - ნიკაპის შუა ხაზიდან ყურის ბიბილომდე, ლოყებზე - პირის კუთხიდან სასმენი მილის შესასვლელამდე, ზედა ტუჩის შუიდან და ცხვირის გვერდითა ზედაპირიდან ყურის ნიჟარის ზედა ნაწილამდე; თვალების გარშემო - თვალის შიდა კუთხიდან ზედა ქუთუთოს გავლით თვალის გარე კუთხისკენ, შემდეგ - ქვედა ქუთუთოს გავლით ცხვირთან (ვინაიდან თვალების გარშემო კანი მეტისმეტად ნაზია და ყველაზე მეტად იწელება, ამ არეზე უნდა ვისვათ მხოლოდ არათითები, რადგან ეს თითები შედარებით სუსტია); შუბლზე - შუა ხაზიდან საფეთქლებისკენ. შუბლზე კანის შტრიხები წარბებს მიუყვება, ცხვირზე მიემართება ცხვირის ფუძიდან ცხვირის ზურგის გავლით წვერამდე, ცხვირის ზურგიდან კი ქვემოთ, ცხვირის გვერდითა ზედაპირებისკენ.

კოსმეტიკური პროცედურების დროს სწორედ სახის შტრიხებს უნდა გავუყვეთ. სახესა და ყელზე უხეში და ძლიერი მოძრაობების განხორციელება არ შეიძლება.

სახის კანის გაწმენდა

გახსოვდეთ, სახის კანის სწორი მოვლა თქვენზეა დამოკიდებული და მარტივი წესების დაცვა კარგ მდგომარეობაში მისი დიდხანს შენარჩუნების შანსს მოგცემთ. მართალია, ამ პროცედურების ჩატარება ყოველდღეა საჭირო, მაგრამ ბევრ დროს არ წაგართმევთ - დილა-საღამოს მხოლოდ 10-15 წუთს დაკარგავთ.

კანის მოვლა გულისხმობს წმენდას, კვებას და გარეგანი გამაღიზიანებლებისგან დაცვას.

კოსმეტოლოგიაში მთავარი ადგილი ჰიგიენურ ღონისძიებებს უკავია. სახე უნდა გავიწმინდოთ დღეში 2-ჯერ - დილა-საღამოს. ძირითადი პროცედურა ძილის წინ ტარდება. ეს იმით აიხსნება, რომ დღის განმავლობაში კანი ჭუჭყიანდება და იფარება ეპიდერმული შრის რქოვანა გარსის მკვდარი უჯრედების, ოფლისა და ცხიმოვანი ჯირკვლების სეკრეტის ნარევით. გარდა ამისა, ედება მტვერი, რომელიც იზილება ოფლში, ავსებს ფორებს, არღვევს კანის ნორმალურ ფიზიოლოგიურ ფუნქციას და აფერხებს ცხიმის ბუნებრივად გამოყოფის პროცესს.

არსებობს კანის გაწმენდის სხვადასხვა მეთოდი. დილა-საღამოს პირის დაბანა რომ აუცილებელია, ამაზე უკვე შევთანხმდით. ახლა ისიც დავიმახსოვროთ, რომ ამისთვის ჩვეულებრივი საპნის გამოყენება არ შეიძლება - სახის კანი მხოლოდ და მხოლოდ სპეციალური კოსმეტიკური საშუალებით უნდა გავიწმინდოთ.

პროცედურა ასე ტარდება:

1. დაისხით ხელისგულზე ცოტაოდენი გამწმენდი კრემი, მეორე ხელის თითებით კი დიდ წვეთებად წაიცხეთ მთელ სახეზე და თითის ბალიშების ნაზი მოძრაობით შეიზილეთ. განსაკუთრებით ფრთხილად ამოძრავეთ თითები თვალების გარშემო. კოსმეტიკური გამწმენდი საშუალება თანაბრად უნდა განაწილდეს მთელ სახეზე.

2. გააკეთეთ ბამბის ტამპონი ან დაიხვიეთ რბილი ხელსახოცი მესამე და მეოთხე თითების გარშემო და მსუბუქი მოძრაობებით მოიშორეთ სახეზე წასმული კრემი. დაიწყეთ შუბლიდან, შემდეგ ლოყებსა და საფეთქლებზე გადაინაცვლეთ. არ დაგავიწყდეთ რომ მოძრაობები უნდა შეასრულოთ სახის შტრიხების გასწვრივ, ქვემოდან ზემოთ.

3. დაიხვიეთ ბამბა ან ხელსახოცი საჩვენებელ თითზე და მსუბუქი, ნაზი მოძრაობებით გაიწმინდეთ კანი თვალების ირგვლივ.

4. გაიწმინდეთ ცხვირის გვერდები საჩვენებელ თითზე დახვეული ხელსახოცით ან ბამბის ტამპონით.

5. ბამბით ან ხელსახოცით მოიშორეთ გამწმენდი კრემის ნარჩენები. შეიძლება ჩაის ნაყენში, ლიმონიან წყალში ან სპეციალურ ლოსიონში დასველებული და კარგად გაწურული ბამბის ტამპონის გამოყენებაც.

6. სახეს უფრო უკეთ ასუფთავებს ტონიკი, ოღონდ შესაძლოა, სუსტი ჩხვლეტის (მაგრამ არა წვის) შეგრძნება გამოიწვიოს. ტონიკი სახის გაწმენდისთანავე წაისვით ბამბის ტამპონით, მაგრამ არა თვალებისა და ტუჩების გარშემო, რადგან შესაძლოა კანი გააღიზიანოს და გამოაშროს.

7. ამის შემდეგ წაისვით სახეზე მკვებავი კრემი.

ასეთია კანის მოვლის ძირითადი ეტაპები. ახლა უფრო დაწვრილებით განვიხილოთ თითოეული ეტაპი. ცხიმიანი ტიპის კანის გაწმენდა შეიძლება მჟავე (1/2 ლ წყალში ჩაასხით 1-3 ჩაის კოვზი ლიმონის წვენი ან ჩაყარეთ მწიკვი ლიმონმჟავა) ან მარილიანი (1/2 ლ წყალში ჩაყარეთ 1 ჩაის კოვზი მარილი) წყლით. ზაფხულში პირის წყლით დაბანის შემდეგ შეგიძლიათ, ცხიმიანი კანი გაიწმინდოთ კიტრის ან ლიმონის წვენით.

ნორმალური კანის გასაწმენდად კარგია ყურძნის, მარწყვის და ჟოლოს წვენი. მშრალი კანისთვის არ შეიძლება სპირტიანი ხსნარის გამოყენება, რადგან ის უფრო მეტად აშრობს კანს და ხშირად ლაქებსაც აჩენს. განსაკუთრებით საშიშია სპირტიანი ხსნარის გამოყენება ზაფხულში, რადგან მასში შემავალი ეთერზეთები მზის სხივებთან ურთიერთქმედებისას კანის გამუქებას იწვევს.

საღამოს, გაწმენდის შემდეგ, სახეს ნუ შეიმშრალებთ პირსახოცით და სანამ სველია, მსუბუქად ირტყით ხელისგულები მთელ სახესა და ყელზე, მერე კი მე-2, მე-3, მე-4 და მე-5 თითებით შეასრულეთ ვიბრაციული მოძრაობა ქვემოდან ზემოთ - ნიკაპიდან საფეთქლებისკენ და შუბლის შუა ხაზიდან საფეთქლებისკენ, თან ცერა თითებით საფეთქლებთან კანი მსუბუქი ზეწოლით დააფიქსირეთ. 1-2 წუთის შემდეგ ჯერ კიდევ სველ კანზე შეგიძლიათ წრიული მოძრაობებით (კანის შტრიხების გასწვრივ) წაისვათ კრემი.