რუბრიკები
ოჯახის მკურნალი
რევმატოიდული ართრიტის სამკურნალო პრეპარატმა ვიტილიგოთი დაავადებულ პაციენტს პიგმენტაცია აღუდგინა
რევმატოიდული ართრიტის სამკურნალო პრეპარატმა ვიტილიგოთი დაავადებულ პაციენტს პიგმენტაცია აღუდგინა
რევმატოიდული ართრიტის სამკურნალოდ მოწოდებული პრეპარატი ვიტილიგოს თერაპიაში მეტად პერსპექტიული აღმოჩნდა. ჟურნალში JAMA Dermatology აღწერილია კანის პიგმენტაციის აღდგენის ფაქტი პრეპარატ ტოფაციტინიბის (tofacitinib) მიღების ფონზე. აღნიშნული პრეპარატი იანუს-კინაზას ინჰიბიტორია. ის დასალევად ანუ პერორალური მიღებისთვის გამოიყენება.

შარშან იელის სამედიცინო სკოლის მეცნიერებმა გამოთქვეს აზრი, რომ საზოგადოდ, იანუს-კინაზას ინჰიბიტორები შესაძლოა ეფექტური იყოს ვიტილიგოს მკურნალობაში. თავისი ჰიპოთეზის შესამოწმებლად მათ მოიხმეს 53 წლის ქალბატონი, რომელსაც ვიტილიგოს პროგრესირებადი ფორმა აღენიშნებოდა. ზემოთ დასახელებული პრეპარატის დანიშვნიდან ორ თვეში ქალს სახეზე და ხელებზე პიგმენტაცია ნაწილობრივ აღუდგა. ხუთთვიანი
You must have Flash Player installed in order to see this player.
თერაპიის შემდეგ კი ქალის სხეულზე დეპიგმენტირებული (პიგმენტაციას მოკლებული) მხოლოდ რამდენიმე უბანიღა დარჩა.

მეცნიერები აღნიშნავენ, რომ ტოფაციტინიბით მკურნალობის ფონზე პაციენტს არასასურველი გვერდითი მოვლენები არ აღენიშნებოდა. საყურადღებოა, რომ ეს პრეპარატი კომპანია Pfizer-ს ეკუთვნის და აშშ-ს პროდუქტებისა და მედიკამენტების მაკონტროლებელი ადმინისტრაციის (FDA) –ს მიერ 2012 წელს დარეგისტრირებულია, როგორც რევმატოიდული ართრიტის მძიმე ფორმების სამკურნალო საშუალება, ისიც იმ შემთხვევაში, თუ სხვა სამკურნალო პრეპარატები არაეფექტური აღმოჩნდება. 

გასულ წელს ტოფაციტინიბის კლინიკური კვლევის დროს კიდევ ერთი საინტერესო ფაქტი დაფიქსირდა. პრეპარატი მეტად ეფექტური აღმოჩნდა ფსორიაზის ბალთისმიერი ფორმის თერაპიაში. მაშინვე გავრცელდა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ კომპანია Pfizer-ი აპირებს მიმართოს (FDA) –ს ტოფაციტინიბის ფსორიაზის სამკურნალო პრეპარატად დარეგისტრირებისთვის.

თინათინ გოცაძე

შავი პილპილი ვიტილიგოს წინააღმდეგ
თარიღი : 12-07-2016
tamari
პრეპარატი საქართველოში არ არის, ჯერჯერობით მისი სამეცნიერო გამოცდა მიმდინარეობს.
თარიღი : 08-04-2016
manana
რევმატოიდული ართრიტი მაქვმეც წლებია,მაგრამ ორსულობის დროს არაფერი არ მიმიღია, 4 თვიდან მუხლების შესივება და სახსრების ტკივცილმა ტავისით გამიარა (როგორც ექიმმა მითხრა თვითონ ორსულობის დროს გამომუშავდა რაღაც ჰორმონები და ალაგდა პროცესი), ასე რომ წარმატებები..
თარიღი : 17-03-2016
სალო
რევმატოიდული ართრიტის ფონზე რამდენადაა შესაძლებელი ბავშვის გაჩენა?
თარიღი : 17-03-2016
სალო
გამარჯობათ.მაქვს რევმატოიდული ართრიტი და დავრჩი ფეხმძიმედ..რამდენად შესაძლებელის ცემი ორსულობა?მუხლები დამისივდა საშინლად...
თარიღი : 16-03-2016
sad shevidzinot es wamali?
სად შევიძინოთ?თუ ამდენს წერთ ესეც დაწერეთ რა?
კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
მეცნიერების აზრით, ყოველდღიურად ჩაის მიღებისას დემენციის რისკი 50%-ით მცირდება. „დემენციის გენის“ არსებობისას კი ტვინში ტოქსიური ნადებების წარმოქმნის ალბათობა 86%-ით მცირდება. აღსანიშნავია, რომ შავი და მწვანე ჩაი ტვინისთვის ერთნაირად სასარგებლოა.
რედაქციაში ბევრი წერილი შემოდის, როდესაც მკითხველს აინტერესებს როგორ მოიშორონ კოჟრები. გეტყვით, რომ აფთიაქებში იყიდება კოჟრის (ე.წ. "მაზოლის") საწინააღმდეგო "პლასტირები". მის გამოყენებამდე უნდა გაიკეთოთ თბილი წყლის აბაზანა, შემდეგ კარგად გაიმშრალოთ ის ადგილი, სადაც კოჟრი გაქვთ
იაპონია მოსახლეობის დღეგრძელობის კუთხით მსოფლიო ლიდერის პოზიციებს კარგავს. მას მალე სამხრეთ კორეა გადაასწრებს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ გადახედა თავის პროგნოზებს და მნიშვნელოვანი ანალიზი გაუკეთა 35 განვითარებულ ქვეყანაში სიცოცხლის ხანგრძლივობის მაჩვენებლებს.
ამ კატეგორიის სხვა სტატიები
ოქროსფერი რუჯი, ქათქათა კანის მქონე მრავალი ქალბატონის ოცნებაა. მათთვის უკუნაჩვენებია მზეზე ხანგრძლივად ყოფნა. მასაჩუსეტსის ჰოსპიტლის თანამშრომლებმა შეიმუშავეს ახალი საშუალება, რომელიც კანს ულტრაიისფერი გამოსხივების გარეშე რუჯავს.
მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ტატუირებულ კანზე გაცილებით ნაკლები ოფლი გამოიყოფა. გარდა ამისა, ის მეტ ნატრიუმს შეიცავს. ტატუირებისას მელანი კანქვეშ 3-5 მმ-ის სიღრმეზე თავსდება. იგივე სიღრმეზეა საოფლე ჯირკვლებიც.
მკვლევარების გუნდმა შეისწავლა 880-ზე მეტი პლაჟისა და სპორტული მზისგან დამცავი კრემი, 480 დამატენიანებელი კრემი და ტუჩის მოვლის 120 საშუალება მზისგანდამცვი ფაქტორით. აღმოჩნდა, რომ მათი 73% არ მუშაობს.
ფსორიაზი ქრონიკული არაინფექციური ანთებითი დაავადებაა, რომელსაც რთული წარმოშობა აქვს: მის ჩამოყალიბებაში მონაწილეობს ნევროგენული, მემკვიდრეობითი, იმუნური, ნივთიერებათა ცვლასთან დაკავშირებული ფაქტორები.
თმის ღერების მთავარი სტრუქტურული ელემენტი და მათი ზრდის დამაჩქარებელი - ცილაა. შესაბამისად, თმის ზრდის სტიმულაციის მსურველებმა საკვები რაციონი ცილით უნდა გაამდიდრონ, რეგულარულად მიირთვან კვერცხი, თევზი, რძის პროდუქტები და ხორცი.
რედაქციაში ბევრი წერილი შემოდის, როდესაც მკითხველს აინტერესებს როგორ მოიშორონ კოჟრები. გეტყვით, რომ აფთიაქებში იყიდება კოჟრის (ე.წ. "მაზოლის") საწინააღმდეგო "პლასტირები". მის გამოყენებამდე უნდა გაიკეთოთ თბილი წყლის აბაზანა, შემდეგ კარგად გაიმშრალოთ ის ადგილი, სადაც კოჟრი გაქვთ
17 მაისი 2017
ამერიკელ მეცნიერთა განცხადებით, დაბერების პროცესი 39 წლიდან იწყება. ამ ასაკიდან ადამიანის გონებრივი შესაძლებლობები რამდენადმე სუსტდება, ირღვევა საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის ფუნქციაც.
27 აპრილი 2017
მამაკაცები, რომლებსაც ქრონიკული შფოთვა აღენიშნებათ, 2-ჯერ უფრო ხშირად ავადდებიან ონკოლოგიური დაავადებებით, ვიდრე ის პირები, რომლებსაც ფსიქიკური დარღვევები არ აწუხებთ. ამაზე მეტყველებს კემბრიჯის უნივერსიტეტის მეცნიერთა მიერ მიღებული კვლევის შედეგები.
აშშ-ის რამდენიმე შტატში ჩატარებული გამოკითხვით გაირკვა, რომ დასაქმებულთა ნახევარზე (60 %-ზე) მეტი სამუშაო დღეების ყველაზე დიდ მინუსად მიღებულ სტრესს ასახელებს. გამოკითხულთა 25 %-ს მიაჩნია, რომ ჯანმრთელობაზე ნეგატიურ გავლენას სამუშაო პირობები ახდენს.
ალკოჰოლის მოხმარება მრავალი დაავადების პროვოცირებას უწყობს ხელს. ეთანოლის გარდა, ალკოჰოლური სასმელების შემადგენლობაში შეიძლება სხვა მავნე ნივთიერებებიც იყოს. განსაკუთრებით საყურადღებოა, ზოგიერთი სახეობის სპირტიან სასმელში, შაქრის მაღალი შემცველობა, რაც ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტის განვითარებას იწვევს.
რეგულარულ ვარჯიშს რომ უდიდესი მნიშვნელობა აქვს ორგანიზმის ჯანმრთელობის, ნერვული სისტემის განმტკიცების, ახალგაზრდობის შენარჩუნებისა და სიცოცხლის გახანგრძლივებისთვის, ყველამ კარგად იცის. ვარჯიშის მოყვარულ ფიზიკურად აქტიურ პირებს ბევრ გამორჩეულ ნიშანთან ერთად კუნთოვანი სისტემა და კანიც უფრო ჯანსაღი აქვთ.