რევმატოიდული ართრიტის სამკურნალო პრეპარატმა ვიტილიგოთი დაავადებულ პაციენტს პიგმენტაცია აღუდგინა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რევმატოიდული ართრიტის სამკურნალო პრეპარატმა ვიტილიგოთი დაავადებულ პაციენტს პიგმენტაცია აღუდგინა

ჟურნალში JAMA Dermatology აღწერილია კანის პიგმენტაციის აღდგენის ფაქტი პრეპარატ ტოფაციტინიბის (tofacitinib) მიღების ფონზე. აღნიშნული პრეპარატი იანუს-კინაზას ინჰიბიტორია. ის დასალევად ანუ პერორალური მიღებისთვის გამოიყენება.

შარშან იელის სამედიცინო სკოლის მეცნიერებმა გამოთქვეს აზრი, რომ საზოგადოდ, იანუს-კინაზას ინჰიბიტორები შესაძლოა ეფექტური იყოს ვიტილიგოს მკურნალობაში. თავისი ჰიპოთეზის შესამოწმებლად მათ მოიხმეს 53 წლის ქალბატონი, რომელსაც ვიტილიგოს პროგრესირებადი ფორმა აღენიშნებოდა. ზემოთ დასახელებული პრეპარატის დანიშვნიდან ორ თვეში ქალს სახეზე და ხელებზე პიგმენტაცია ნაწილობრივ აღუდგა. ხუთთვიანი თერაპიის შემდეგ კი ქალის სხეულზე დეპიგმენტირებული (პიგმენტაციას მოკლებული) მხოლოდ რამდენიმე უბანიღა დარჩა.

მეცნიერები აღნიშნავენ, რომ ტოფაციტინიბით მკურნალობის ფონზე პაციენტს არასასურველი გვერდითი მოვლენები არ აღენიშნებოდა. საყურადღებოა, რომ ეს პრეპარატი კომპანია Pfizer-ს ეკუთვნის და აშშ-ს პროდუქტებისა და მედიკამენტების მაკონტროლებელი ადმინისტრაციის (FDA) –ს მიერ 2012 წელს დარეგისტრირებულია, როგორც რევმატოიდული ართრიტის მძიმე ფორმების სამკურნალო საშუალება, ისიც იმ შემთხვევაში, თუ სხვა სამკურნალო პრეპარატები არაეფექტური აღმოჩნდება.

გასულ წელს ტოფაციტინიბის კლინიკური კვლევის დროს კიდევ ერთი საინტერესო ფაქტი დაფიქსირდა. პრეპარატი მეტად ეფექტური აღმოჩნდა ფსორიაზის ბალთისმიერი ფორმის თერაპიაში. მაშინვე გავრცელდა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ კომპანია Pfizer-ი აპირებს მიმართოს (FDA) –ს ტოფაციტინიბის ფსორიაზის სამკურნალო პრეპარატად დარეგისტრირებისთვის.

თინათინ გოცაძე

შავი პილპილი ვიტილიგოს წინააღმდეგ