მკვდარი ცხენებისგან მიღებულმა კოლაგენმა შესაძლოა ბოტოქსი ჩაანაცვლოს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

მკვდარი ცხენებისგან მიღებულმა კოლაგენმა შესაძლოა ბოტოქსი ჩაანაცვლოს

ამ პროდუქტის რეალიზაციაში ჩართულმა კომპანიამ დიდ ბრიტანეთში უკე გახსნა 85 სალონი. კომპანიის ხელმძღვანელობა დარწმუნებულია, რომ მათ მიერ მოწოდებული "სილამაზის ნემსები" ბოტოქსზე ბევრად ეფექტური და, შესაბამისად, პოპულარულიც აღმოჩნდება, რადგან ახალი პროდუქტი ბოტოქსთან შედარებით ბევრად უფრო "ნატურალურია". როგორც "სილამაზის ნემსების" მწარმოებლები განმარტავენ, მათი ინიექციები ადამიანის ორგანიზმში მისივე კოლაგენის სინთეზის (წარმოქმნის) სტიმულაციას ახდენს. კოლაგენი კანის ის საშენი მასალაა, რომელიც მას შიგნიდან განამტკიცებს, ანიჭებს რა კანს სიმკვრივესა და ელასტიურობას. სადღეისოდ ბაზარზე კოლაგენის სინთეზის მაპროვოცირებელი ბევრი პროდუქტია. ისინი შეიცავს მცენარეებისგან გამოყოფილ პოლირძის მჟავას. ახალი საშუალება კი მიღებულია იმ ცხენების მყესებისგან, რომლებსაც ხორცის მიღების მიზნით კლავენ. ცხენის კოლაგენი სტრუქტურით მაქსიმალურად ახლოსაა ადამიანის კოლაგენთან. კვლევებით დადასტურებულია, რომ ცხენის კოლაგენის კანშიდა ინიექციები ასტიმულირებს შემაერთებელი ქსოვილის უჯრედების წარმოქმნას და ხელს უწყობს კოლაგენის ახალი მარაგის შექმნას.

თინათინ გოცაძე