როგორ მოვიშოროთ ფერიმჭამელები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

როგორ მოვიშოროთ ფერიმჭამელები

აკნეს განვითარების მიზეზები

მემკვიდრეობითი განწყობის, ამა თუ იმ შეძენილი დაავადების ან ბავშვობისას განვითარებული ჰორმო-ნული ცვლილებების მიზეზით მამაკაცის სასქესო ჰორმონები (ანდროგენები), რომლებიც, რა თქმა უნდა, ქალებსაც აქვთ, აგრესიულ გავლენას ახდენს ცხიმის ჯირკვლებზე. შედეგად:

  • იმატებს ცხიმის პროდუქცია;
  • ჯირკვლები იზრდება;
  • ირღვევა გამომტანი არხის მკვდარი უჯრედებისგან გათავისუფლების პროცესი;
  • ყალიბდება საცობი, ჯირკვლის შიგთავსი ანთებადი ხდება და ჩნდება ტიპური მუწუკი.

ახდენს თუ არა დიეტა გავლენას აკნეზე?

უმეტესად - არა, თუმცა ბალანსირებული კვება ძალიან მნიშვნელოვანია ორგანიზმის საერთო მდგომარეობის გასაჯანსაღებლად.

შეიძლება თუ არა გამორწყვა?

თუ გამორწყვისას მუწუკის შიგთავსის ნაწილი კანში ღრმად ჩავიდა, ავადმყოფობა გამწვავდება და საბოლოოდ უხეში ნაწიბურების გაჩენით დაგვირგვინდება. ღრმა და ანთებადი აკნეს მოჭყლეტა დაუშვებელია. უმჯობესია, გამოვიყენოთ სპეციალური კოსმეტიკური კოვზი, რომელიც კანს არ აზიანებს.

როგორ ავიცილოთ თავიდან კანის დანაწიბურება?

ამისთვის მკურნალობა ადრევე უნდა დავიწყოთ. ნაწიბურის მკურნალობაც შეიძლება, თუმცა კანისთვის პირვანდელი იერის დაბრუნება ძალიან ძნელია.

შველის თუ არა აკნეს ხშირი ბანა?

მეტისმეტად ხშირი ბანა აშრობს და აღიზიანებს კანს, ასტიმულირებს ცხიმის გამოყოფას. უმჯობესია, პირი დღეში 2-ჯერ - დილა-საღამოს დავიბანოთ.

ახდენს თუ არა ოფლის გამოყოფა გავლენას აკნეზე?

ჭარბი ოფლიანობა ცხიმის ჯირკვლების სრული დაცობასა და ანთებას იწვევს.

რა ამწვავებს გამონაყარს?

კონტაქტი ცხიმებთან, ნავთობთან, ქიმიურ ნივთიერებებთან, ჰალოგენების (იოდის, ბრომის, ფტორის) მიღება, რომლებსაც შეიცავს სურსათი და მედიკამენტები.

შეიძლება თუ არა კოსმეტიკით სარგებლობა?

შეიძლება და სასურველიც არის. მაკიაჟი თვითდაჯერებას შეგმატებთ. ოღონდ უნდა შეარჩიოთ ცხიმიანი კანისთვის განკუთვნილი სპეციალური არაკომედოგენური საშუალება (კომედონს უწოდებენ კანის ცხიმით სავსე, დაცობილ ცხიმის ჯირკვალს). რეკომენდებულია პუდრი. გავრცელებული აზრის მიუხედავად, ის ფორების დაცობას კი არ იწვევს, არამედ შთანთქავს ჯირკვლებიდან გამოყოფილ ჭარბ სეკრეტს. ერიდეთ კოსმეტიკას, რომელიც შეიცავს ლანოლინს, პარაფინს, მინერალურ ზეთებს.

აკნესთნ ბრძოლის მთავარი წესები

1. პირველ რიგში, აუცილებელია დაისვას სწორი დიაგნოზი (კვლევის მიმართულებებზე წერილის დასაწყისში გესაუბრეთ).

2. შეარჩიეთ ექიმი, რომელიც ფლობს კლასიკური დერმატოლოგიისა და კოსმეტოლოგიის მეთოდებს და საჭიროების შემთხვევაში კოსმეტოლოგიურ პროცედურებს სხვა პროფილის ექიმის მეთვალყურეობაც შეუხამეთ.

3. არასოდეს დაიტოვოთ ღამით დეკორატიული კოსმეტიკა. გაიწმინდეთ სახე სპეციალური, რბილი გამწმენდი საშუალებით. ჭარბად ნუ გამოიყენებთ საპონს. ერიდეთ სპირტის, აცეტონისა და სხვა აგრესიული ნივთიერებების შემცველ ლოსიონებს.

4. შინიდან გასვლისას აუცილებლად წაისვით დღის კრემი (დამანოტივებელი, ჰიპოალერგიული,  არაკომედოგენური). მკურნალობისას სახე მზეს მოარიდეთ.

5. ხელი აიღეთ ყოველგვარი მკვებავი კრემის გამოყენებაზე, გარდა იმისა, რომელსაც კოსმეტოლოგი გირჩევთ. კრემის ნაცვლად დროდადრო წაისვით სუფთა ზეთი, რომელიც შეუცვლელ ცხიმოვან მჟავებს შეიცავს.

6. არ შეწყვიტოთ მკურნალობა, ვიდრე სისხლში ჰორმონების მაღალი შემცველობა ფიქსირდება. კოსმეტოლოგთან ვიზიტი შიგადაშიგ შემდეგშიც დაგჭირდებათ.

მკურნალობა

დაავადების მსუბუქი მიმდინარეობისას საკმარისია ადგილობრივი მკურნალობა და კომედონების მექანიკურად მოცილება. საშუალო და მძიმე ხარისხის ფორმისას ადგილობრივს ემატება ზოგადი საშუალებები (ანტიბიოტიკები, ჰორმონული დარღვევების მოსაწესრიგებელი პრეპარატები და ა. შ.), რომლებსაც ექიმი დაგინიშნავთ. არსებობს ახალი თაობის დიოდური ლაზერი Smooth Beam, რომელიც რბილად, სათუთად მოქმედებს კანის ღრმა სტრუქტურებზე. შედეგად კანის ღრმა შრეებში მდებარე ცხიმის ჯირკვლები პატარავდება და ცხიმის გამოყოფის აქტიურობაც მცირდება. შედეგი, რა თქმა უნდა, უეცარი არ არის. საჭიროა 3-5 პროცედურის ერთთვიანი ინტერვალებით ჩატარება. ლაზერი, გარდა იმისა, რომ წმენდს კანს, ნაწიბურებსაც ებრძვის - 5-8 პროცედურა დეფექტებს ნაკლებად შესამჩნევს გახდის.