კანის ახალი კრემი სოლარიუმის სანაცვლოდ
იგი შექმნილია კრემის სახით და უკვე გამოსცადეს თაგვებზე. მღრღნელების კანი, კრემის წასმიდან 1-2 დღეში, მუქდებოდა. ფერი რეალურად იცვლებოდა 8 დღის განმავლობაში. მთავარია დოზირების შერჩევა. კრემის გარეშე, კანი საწყის მდგომარეობას, 1 კვირის განმავლობაში უბრუნდება.
კრემის საიდუმლო პატარა მოლეკულებშია. მათ კანში შეღწევისა და მისი ფერის შეცვლის უნარი აქვთ კანის პიგმენტაციის მექანიზმის კონტროლზე ზემოქმედების ხარჯზე.
ჯერჯერობით კრემი შემოწმებულია კანის ნიმუშებსა და მღრღნელებზე. ადამიანებში გვერდით ეფექტებზე ცნობილი არაა. ულტრაიისფერი გამოსხივება იწვევს დნმ-ის დაზიანებასა და მუტაციას, რის შედეგადაც შეიძლება კიბო განვითარდეს.
კანის, თმისა და თვალების პიგმენტაცია ხდება შესაბამისი უჯრედების მიერ მელანინის- მუქი, ულტრაიისფერი სხივებისაგან დამცავი პიგმენტის გამომუშავების შედეგად. კრემი კანს მეტი მელანინის წარმოებას აიძულებს. ამიტომ გარდა კანის ლამაზი შეფერილობისა, კრემი მას იცავს კიდეც. იდეალური ვარიანტი იქნება კრემისა და ჩვეულებრივი, მზისგან დამცავი, ულტრაიისფერი სხივების ბლოკატორი საშუალების ერთობლიობა.
ლალი ჩხიკვაძე