ტელეფონში SMS-ის დაწერა ადამიანის ხერხემალს 20 კგ-ის დატვირთვას უმატებს - გვარწმუნებენ სპეციალისტები - მკურნალი.გე
რუბრიკები
ოჯახის მკურნალის ანონსი
აგვისტო 2018
კითხვა-პასუხი
ტელეფონში SMS-ის დაწერა ადამიანის ხერხემალს 20 კგ-ის დატვირთვას უმატებს - გვარწმუნებენ სპეციალისტები
ტელეფონში SMS-ის დაწერა ადამიანის ხერხემალს 20 კგ-ის დატვირთვას უმატებს - გვარწმუნებენ სპეციალისტები
მობილური მოწყობილობების მავნებლობაზე დღეს ბევრი იწერება. ამჯერად თქვენს ყურადღებას მათ მიერ მიყენებულ კიდევ ერთ ზიანზე შევაჩერებთ. ახალი კვლევებით ირკვევა, რომ მობილურ მოწყობილობებს უკავშირდება ხერხემლის დაჭიმულობა და ზურგის ტკივილი; თურმე ტექსტური შეტყობინების დაწერა (აკრეფა) ადამიანის ხერხემალს 20 კგ-ის დატვირთვას უმატებს. წარმოიდგინეთ, პლუს 20 კგ მხოლოდ იმისთვის, რომ ერთ ჩვეულებრივ შეტყობინებას წერთ!

მობილური ტელეფონების სისტემატურად გამოყენება ხერხემლის ერთ-ერთი ფიზიოლოგიური ნადრეკის - კისრის ლორდოზის რამდენადმე "გასწორებას" იწვევს, რაც თავის მხრივ დიდ და სულ უფრო მზარდ დატვირთვას აყენებს ხერხემალს, განსაკუთრებით მოზარდებთან.

მეცნიერებმა გამოთვალეს, რომ თუ
ადამიანი მობილურ მოწყობილობას დღეში 2-4 საათს იყენებს, ეს იმას ნიშნავს, რომ კისერი მოღუნულ მდგომარეობაში აქვს წელიწადში 700-1400 საათის განმავლობაში. ამოდის, რომ ქირურგებს სულ უფრო მეტი პაციენტი ეყოლებათ, განსაკუთრებით მოზარდი ასაკის, რადგანაც მუდმივად არასწორ პოზაში ყოფნა (ჯდომა) ხერხემლის ქრონიკულ გამრუდებას იწვევს. რაღაც ეტაპზე აუცილებლად იგრძნობთ, რომ
ვეღარ იმართებით, მაგრამ უკვე გვიანი იქნება - გვაფრთხილებენ სპეციალისტები.

ბუნებრივია, ტექნოლოგიურ პროგრესზე უარს ვერ ვიტყვით, თუმცა, აუცილებლად უნდა ვაკონტროლოთ სხეულის პოზა და ხერხემლის მდგომარეობა. თუ ყურადღებას გაამახვილებთ და ტელეფონით ხელში მოხრილ-მოკუზული არ იჯდებით, ხერხემლის პრობლემებს აირიდებთ!

თინათინ გოცაძე

კომენტარი არ გაკეთებულა
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
რეკომენდირებული პროდუქტები
მსგავსი სიახლეები
ხერხემალთან დაკავშირებული პრობლემები XXI საუკუნის განუყოფელი ნაწილია. ამის მიზეზი უპირველესად
13-09-2018
უშ­გულ­ში, კოშ­კი­დან გად­მო­ვარ­დნი­ლი ახალ­გაზ­რდა ბიჭი ღუ­დუ­შა­უ­რის კლი­ნი­კა­ში გად­მო­იყ­ვა­ნეს.
26-08-2018
არსებობს მოსაზრება, რომ მობილურმა ტელეფონებმა და მიკროტალღურმა ღუმელებმა შეიძლება ტვინის კიბო
24-08-2018
ამ კატეგორიის სხვა სტატიები
ხერხემალთან დაკავშირებული პრობლემები XXI საუკუნის განუყოფელი ნაწილია. ამის მიზეზი უპირველესად
დიდი ხანია ცნობილია, რომ ფეხშიშველი სიარული ბრტყელტერფიანობის, ტერფის კუნთების ატროფიის და
ოსტეოპოროზი ძვლის ქსოვილის პათოლოგიური გამეჩხერებაა, განპირობებული ორგანიზმში კალციუმის
სამხრეთ კალიფორნიის უნივერსიტეტის მეცნიერებმა ფართომასშტაბური კლინიკური კვლევების საფუძველზე
ბევრი პაციენტი, დაზიანებული ხრტილოვანი ქსოვილით, ხარისხიან იმპლანტანტებს საჭიროებს. ხელოვნური
როგორც აღმოჩნდა კურკუმა, აზიური სამზარეულოს პოპულარული სანელებელი, სულ რაღაც 6 თვეში 7%-ით ზრდის ძვლის
18 სექტემბერი 2018
ყველა ადამიანი, მიუხედავად სოციალური სტატუსისა, რელიგიის, რასისა და ეროვნებისა თანაბარი რიკსის ქვეშ
ორგანიზმიდან მავნე ნივთიერებების, ტოქსინებისა და წიდების გამოსადევნად, აგრეთვე - სასიცოცხლო ძალთა
ცნობილია, რომ დაბინძურებული ჰაერი სიცოცხლის წლებს გვართმევს. მეცნიერებმა დათვალეს, რამდენად