რა იწვევს ხერხემლის პრობლემებს - სქოლიოზზე ორთოპედი ბუბა შალამბერიძე საუბრობს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რა იწვევს ხერხემლის პრობლემებს - სქოლიოზზე ორთოპედი ბუბა შალამბერიძე საუბრობს

ცხოვრების გადატვირთული რეჟიმის გამო ყურადღებას არ ვაქცევდეთ, რაც მომავალში სერიოზულ პრობლემებს შეგვიქმნის.

დაავადება ბავშვებშიცაა გავრცელებული, რასაც მშობლები ხშირად სახელმძღვანელოებსა და მძიმე სასკოლო ჩანთებს უკავშირებენ, თუმცა მედიკოსების თქმით, სქოლიოზს მხოლოდ მძიმე ნივთების ტარება არ იწვევს.

აღნიშნული პრობლემის გამომწვევი მიზეზებისა და მათი პრევენციის საშუალებების დასადგენად ALLNEWS.GE ექიმ-ორთოპედ ბუბა შალამბერიძეს ესაუბრა. ექიმის თქმით, აღნიშნული დაავადება ყოველთვის გავრცელებული იყო, თუმცა მაჩვენებლის ზრდა გახშირებულმა მომართვიანობამ გამოიწვია, რაც ცნობადობის ამაღლებასა და დაინტერესების მატებასთანაა დაკავშირებული.

ბუბა შალამბერიძის განმარტებით, სქოლიოზი ძირითადად იდიოპათიურ ანუ გენეტიკურ ხასიათს ატარებს. მისი თქმით, ბავშვობის ასაკიდან სქოლიოზის გამოვლენას დიდი მნიშვნელობა აქვს, ვინაიდან პაციენტის მდგომარეობა უნდა შეფასდეს. "უნდა მივმართოთ შესაბამის ღონისძიებებსა და სათანადოდ მკურნალობას, რათა ის უფრო მძიმე სტადიაში არ გადავიდეს და მესამე-მეოთხე ხარისხს არ მიაღწიოს, რომლის დროსაც უკვე დიდი და საკმაოდ რთული ქირურგიული ღონისძიებებია საჭირო. აუცილებელია ხერხემალს 17-18 წლამდე თვალყური მივადევნოთ, როდესაც ის ზრდის პროცესშია და ფორმირებას დრო სჭირდება.

ამ ასაკის შემდეგ ხერხემალი მეტ-ნაკლებად ფორმირებულია და პროგრესს, როგორც წესი, აღარ განიცდის. 20 წლის შემდეგ სასურველია, მასზე ნაკლები ტკივილი და ნაკლები პრობლემები გვქონდეს, თუმცა ჩვენი ცხოვრების წესიდან გამომდინარე, ხშირად ეს შეუძლებელია", - აღნიშნავს ექიმი.

ორთოპედი, სქოლიოზის მეორად მიზეზად კვებასა და ვიტამინების დეფიციტსაც ასახელებს. "კვებას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. როგორც წესი, მოსახლეობასა და პაციენტებს აქცენტი მედიკამენტოზურ მკურნალობაზე აქვთ ანუ ისინი მხოლოდ ექიმებისგან ელოდებიან შველას, თუმცა სახლის პირობებში სრულიად შესაძლებელია ისეთი ღონიძიებების გატარება, როგორიც არის სწორი ფიზიკური აქტივობა და ჯანსაღი კვება. აუცილებელია კალციუმით მდიდარი საკვების, რძის პროდუქტების, ხორცის, ხილისა და ბოსტნეულის მიღება. ეს არის ორგანიზმისთვის აუცილებელი და იმ შემთხვევაში, თუ ის მსგავს პროდუქტებს ვერ იღებს, რა თქმა უნდა, მსგავსი დეფორმაციებისკენ მიდრეკილია", - აღნიშნა ბუბა შალამბერიძემ. განაგრძეთ კითხვა