რა იწვევს დისკოგენურ რადიკულოპათიებს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რა იწვევს დისკოგენურ რადიკულოპათიებს

ხერხემლის ოსტეოქონდროზის გამო.

დღეს მალათაშუა დისკოს დაზიანებას ყოველ ნაბიჯზე ვაწყდებით. საქმე ის არის, რომ ადამიანის ორგანიზმში ახალგაზრდობიდანვე იწყება დეგენერაციულ-დისტროფიული ცვლილებები. ხერხემლის მალებს შორის არსებულ დისკოში ირღვევა ნივთიერებათა ცვლა, რაც მათ გაუწყლოებას იწვევს. ამის გამო დისკო მყიფდება და ძალიან ადვილად, მცირე დატვირთვის შემთხვევაშიც კი შეიძლება დაზიანდეს. ეს პროცესი მეტ-ნაკლები ინტენსივობით ნებისმიერი ადამიანის ორგანიზმში მიმდინარეობს, თუმცა ზოგიერთ ფაქტორს მისი დაჩქარება ან შენელება შეუძლია. ოსტეოქონდროზის დროს მალათაშუა დისკოს ნახეთქები უჩნდება. დატვირთვის დროს ამ ნახეთქებიდან შესაძლოა სითხემ გამოჟონოს. ამის შედეგად დისკოზე წარმოიშობა გამოზნექილობა, რომელსაც პროტრუზია ეწოდება. თუ ამ დროს დისკოს ბირთვიც გამოვარდა, მაშინ საქმე გვაქვს თიაქართან, რამაც შესაძლოა ზურგის ტვინის ფესვებისა და თვით ზურგის ტვინის დაზიანებამდე მიგვიყვანოს.

ოსტეოქონდროზი მრავალფაქტორული დაავადებაა. მისი განვითარების ხელშემწყობი მნიშვნელოვანი მიზეზებია:

• მემკვიდრეობითი განწყობა;

• განვითარების თანდაყოლილი მანკები;

• ჰიპოდინამია;

• ხშირი გაციება;

• გადაჭარბებული ფიზიკური დატვირთვა;

• არ¬ას¬წორი ვარჯიში;

• ო¬რსულობა, მშობიარობა;

• ნივთიერებათა ცვლის და¬რღვევა;

• სკოლიოზი;

• ცხოვრების არაჯანსაღი წესი და სხვ.

როგორც წესი, მწვავე ტკივილს პაციენტები უკავშირებენ უხერხულ მოძრაობას, გაციებას ან სიმძიმის აწევას.

როგორ ვლინდება ოსტეოქონდროზი ?

გარდა ზურგის ტკივილისა, შესაძლოა თავი იჩინოს წვის შეგრძნებამ, დისკომფორტმა, ადვილად დაღლამ, დილის შებოჭილობამ და სხვა. შესაძლოა გარკვეულ მოძრაობაზე "გაჭედვა", მაგალითად, მაშინ, როდესაც ადამიანი დიდხანს იმყოფება არაფიზიოლოგიურ სტატიკურ პოზაში. ფესვების დაზიანების დროს ადგილობრივ ტკივილს ემატება ოსტეოქონდროზის თანმხლები სხვა ნევროლოგიური დარღვევები - კიდურების ტკივილი, დაბუჟება, სისუსტე, ფუნქციის მოშლა. ხშირად დისკოს საპროექციო არიდან გამოსული ფრაგმენტი აწვება ზურგის ტვინს და იწვევს ტკივილს წელის მიდამოში. ზურგის ტვინიდან ტოტებივით გამოდის ნერვები, რომლებიც შემდეგ ქვედა კიდურებისკენ მიემართება. თუ ფრაგმენტი მიაწვა ამ ნერვს, ფეხის ტკივილი აღმოცენდება. ტკივილის მიზეზია მექანიკური კონფლიქტი დისკოსა და ნერვულ დაბოლოებას შორის. ვითარდება ანთებითი პროცესი, რომელიც ირგვლივ არსებულ ქსოვილებზეც გადადის. ხდება კუნთების დაძაბვა, რაც იწვევს ტკივილს. ეს შეგრძნება შემაწუხებელია, მაგრამ საშიში არა. თუ დისკოს ფრაგმენტი უფრო მეტად მიაწვა ნერვს, ვითარდება დაბუჟება, მგრძნობელობის დაქვეითება ან გაუკუღმართება. ამ დროს დისკომფორტი ნაკლებია, მაგრამ სიმპტომი იმაზე მიუთითებს, რომ პროცესი უფრო შორსაა წასული და სამკურნალოდაც უფრო რთულია. ზოგჯერ დისკოს დაზიანებას ერთვის ხერხემლის კუნთის სისუსტეც.

იხილეთ ვრცლად ნანა ხუცაიძის სტატია "ხერხემლის ოსტეოქონდროზი ზურგის ტკივილის ყველაზე გავრცელებული მიზეზი"